ბრილიანტის მაგიური აურა

წინა პოსტის გადათვალიერების შემდეგ, გამიჩნდა სურვილი დამეწერა იმაზე, თუ როგორ უნდა ვატაროთ ბრილიანტის ქვა.

ბრილიანტი ძვირფას ქვებს შორის ერთ ერთი ყველაზე ბრწყინვალე და ძვირადღირებული ქვაა! მისი ტარება დიდი სიამოვნებაა ნებისმიერი ადამიანისთვის.ბრილიანტსაც,როგორც სხვა ნატურალურ ქვებს,გააჩნია თავისი განუმეორებელი აურა.ეს საკმაოდ პრეტენზიული ქვაა და ამიტომ აქვს საკუთარი ტარების ‘წესები’,ზუსტად ამის თაობაზე მინდა მოგახსენოთ და რჩევები მოგცეთ.

  • ბრილიანტის ქვებით მოჭედილი ბეჭედი უნდა გაიკეთოთ მარჯვენა ან მარცხენა ხელის არათითზე.იგი თითზე მარტო უნდა იყოს!მისი გაკეთება ერთდროულად ოქროს ნიშნობის რგოლთანაც კი არ შეიძლება!ნურც სხვა ბეჭედს გაიკეთებთ იმავე ხელზე!
  • თუ ბეჭედში ცასმული ბრილიანტის ქვა 10 კარატისაა,ან უფრო დიდი,მაშინ ატარეთ ის საჩვენებელ თითზე.
  • საჩვენებელ თითზე ატარებენ ასევე ორიგინალური ფორმის ბრილიანტის ბეჭედსაც!
  • ბრილიანტის სამაჯური უნდა გაიკეთოტ მხოლოდ მარჯვენა ხელზე.თუ სამაჯური წარმოადგენს მცირე,ერთნაირ ბრილიანტისთვლიან სამაჯურს,მაშინ დაიმაგრეტ ის ხელის მტევანთან ახლოს.თუ სამაჯურს აქვს სახე და მის ცენტრში დიდი ზომის ბრილიანტის ქვაა–მაშინ ატარეთ ის ხელის მტევნიდან მაღლა.
  • ბედნიერების უზრუნველსაყოფად სხეულზე დამაგრებულ ქვათა რაოდენობა 1-ის,5-ის,7-ის ან 9-ის ტოლი უნდა იყოს.(ეს ყველა ქვას ეხება)
  • ბრილიანტის ტარება ყველასათვის სასარგებლოა–ის ასუფტავებს გულს და მთელ სხეულს.
  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ მოპარული ბრილიანტი!
  • ბრილიანტიც,ისევ როგორც ნებისმიერი სხვა ქვა,პერიოდულად უნდა გაიწმინდოს ცუდი,ნეგატიური ენერგისსგან–ამისათვის გამდინარე წყალში გარეცხეტ ქვა.
  • ბრილიანტით შემკული სამკაულის შეძენა უდიდესი სიყვარულით არის საჭირო!

ყველას გისურვებთ საკუთარი  ბრილიანტების ბრწყინვალებით მორთვას და ტკბობას!

ბოლოს კი , მოდიტ,თვალი უძვირფასეს ნიმუსებს გადავავლოთ.

ლიზ ტეილორის სამკაული

ინგლისის დედოფალ ვიქტორიას გვირგვინი

ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ბრილიანტის სამკაული, რომელიც კორონაციაზე ეკეთა

ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ბრილიანტის ბროში

დედოფალ ვიქტორიას სკივრი

საიუველირო ხელოვნების საოცარი ნიმუშები

ამასწინათ YouTube-ზე ‘ძრომიალისას საოცარ ვიდეოს გადავაწყდი, იმდენად მომხიბლა, რომ რამოდენიმეჯერ ვუყურე.მაშინვე მომინდა ჩემი მკითხველისთვის გამეზიარებინა ჩემი ემოცია,თუმცა არ ვიჩქარე და რამოდენიმე ვიდეოც , რომლებმაც საფუძვლიანად მომხიბლა, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას.ძვირფასი ქვეფი ყოველთვის მიყვარდა, იუველირების ოსტატობასაც ძალიან ვაფასებ და ვაღიარებ, რომ საოცრებებს ქმნიან.ბევრი რომ არ გავაგრძელო, მინდა რამოდენიმე შთამბეჭდავი ნიმუში გაჩვენოთ.

ამ ვიდეოში(საოცარი ვალსის თანხლებით) თვალს ვერ მოსწყვტთ რამოდენიმე ვარდის ნიმუშს, რომელიც ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებითაა შესრულებული.ეს გახლავთ “Le Bal des Roses” კოლექცია,რომელიც დიორისთვის (Dior) შექმნა ვიქტორია დე კასტელანმა(Victoire de Castellane).

განაგრძე კითხვა

2012 წლის მამაკაცის თმის მოდური ვარცხნილობები


განაგრძე კითხვა

10 თებერვალი–ოჯახის მფარველი ანგელოზის დღესასწაული

განაგრძე კითხვა

პოზიტივის 4 წუთი


განაგრძე კითხვა

2012 წლის გაზაფხულის მოდური ფერი

ერთ-ერთ ადრინდელ პოსტში,რომელიც 2011 წლის მოდურ ფერებს მივუძღვენი(რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!),უკვე ვახსენე,რომ კომპანია  Pantone არის ის კომპანია,რომლის ’ხელშიც გადის’ ნიუ იორკის მოდის კვირეულის ჩვენებების ფერის შერჩევის პროცედურა.ასე რომ, შეიძლება ითქვას,რომ  Pantone არის ავტორიტეტი ფერების სამყაროში.ის აგროვებს ინფორმაციას მოთხოვნად ფერებზე და ყოველწლიურად აცხადებს,თუ იმ წელს რა ფერერბი იქნება პოპულარული დიზაინერების კოლექციებში.

ზუსტად ამიტომ არის მისი ყოველწლიური ანგარიში ასეთი ყურადსაღები.

მაშ ასე,ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2012 წლის მოდურ ფერთა გამას.

განაგრძე კითხვა

2012 წლის ქურქის მოდური ტენდენციები

წლის პირველ პოსტს ვიწყებ თბილი და ფუმფულა პოსტით :)

დიახ,როგორც სათაურიდან და სურათებიდან ჩანს,ეს პოსტი ეხება 2012 წლის სეზონის ქურქის ტენდენციებს,უფრო კონკრეტულად კი ქურქის მასალა და ფერზე ვისაუბრებ.

სეზონის ლოზუნგია–გაუმარჯოს ნატურალურ ბეწვს!

  • ფერი და ფაქტურა

ბეწვის სიგრძეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,თუმცა პრიორიტეტი მიანიჭეთ გრძელ ბეწვს განივი გაკრეჭვით.

მრავალ ახალ წელს !!!

ჩემო საყვარელო მკითხველებო,გილოცავთ დამდეგ 2012 წელს.

გისურვებთ უზომო ბედნიერებას და წარმატებას ყველა საქმეში.

უზომოდ ბედნიერი ვარ,რომ ამ ბლოგს კითხულობთ

იცოდეთ,რომ ყველას ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ

გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ!

ახალი წელი და ჩემი ცრურწმენები

განაგრძე კითხვ

თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი

განაგრძე კითხვა