რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!
ფერი ყველა სეზონისთვის
It’s a color for every day – with nothing “everyday” about it.
კომპანია Pantone-ში შედგა ყოველწლიური დიზაინერთა თავშეყრა სადაც განიხილეს თუ რა ფერები იქნება წელს მოთხოვნადი.აირჩა ფერთა პალიტრა გაზაფხული და შემოდგომის ტანსაცმლის კოლექციებისათვის.2010 წლის ფერი,როგორც გახსოვთ იყო ფირუზისფერი (Turquoise),2011 წლის ფერად კი დასახელდა ფერი Honeysuckle(მაღლა სურათზე).რა შეიძლება ითქვას ამ ფერზე?–ეს დინამიკური მოწითალო ვარდისფერი არის გამამხნევებელი და ამაღელვებელი.ის გვმატებს თავდაჯერებულობას და სიმამაცეს და სულისკვეთებას რომ შევებრძოლოთ გამთანგველ გამოწვევებს,რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ეს ფერი არის გასაოცარი,თვალში მოსახვედრი ფერი როგორც დღის ,ასევე საღამოს ქალის ტანსაცმლისთვის,აქსესუარებისთვის,კოსმეტიკისთვის,და ასევე მამაკაცის ჰალსტუხების,პერანგების და სპორტული ტანსაცმლის ხაზისთვის.გაახალისეთ სახლის ინტერიერი ვარდისფერი ბალიშებით,გადასაფარებლებით და სხვადასხვა აქსესუარებით,ან სულაც შეღებეთ კედელი ამ ფერში!
ეხლა კი უშუალოდ მოდას რაც შეეხება.
Pantone-ის 2011 წლის გაზაფხულის ფერების პალიტრა ასე გამოიყურება:
დიზაინერებმა ამ მოდელების ნიმუშებიც წარმოადგიბნეს,რაც ძალიან საინტერესო სანახავია და შეგიძლიათ იხილოთ აი აქ
ეს კი 2011 წლის შემოდგომის პალიტრაა:
ამ საშემოდგომო ფერებიდან ჰიტად მოგვევლინება ფერი Deep Teal ,რომელიც მეც ძალიან მომწონს.
საშემოდგომო ფერების გამოყენებით დიზაინერთა ჩანახატები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში PANTONE_FALL_2011
როგორც ხედავთ საკმაოდ მრავალფეროვანი პალიტრაა და არვის გაუჭირდება მასში ’თავის’ ფერის პოვნა ან ფერთა კომბინაციის შექმნა.ასე რომ თუ გინდათ ფეხ და ფეხ მიუყვებოდეთ მსოფლიო მოდას,გაითვალისწინეთ წამყვანი დიზაინერთა რჩევები და თუ თქვენს გარდერობს ამ ფერებში შერჩეულ ტანისამოსს დაუმატებთ,ნამდვილად მოგებული დარჩებით!

გისურვებთ მუდამ იყოთ ლამაზი და მოდურები!
გამოყენებულია მასალა PANTONE -ის ოფიცილური ვებ გვერდიდან.
გაგვიზიარეთ რომელი ფერია გაზაფხული და შემოდგომის ფერთა პალიტრიდან თქვენი ფავორიტი?
Posted on February 16, 2011, in ზოგადი, fashion and tagged გაზაფხული 2011, დიზაინერი, მოდა, პალიტრა, ტანსაცმელი, ფერი, შემოდგომა 2011, PANTONE. Bookmark the permalink. 14 Comments.










შემოდგომის ფერები სჯობს <3
უფრო მკვეთრი ფერებია
მე ის მომწვანო-მოლურჯო და იისფერი მომწონს ძალიან!
ზუსტად საგაზაფხულო ფერებია!!! მე ძალიან მომწონდა ისედაც ეგ ფერები და თუ ასე აქტუალური იქნება ძალიანაც კარგი))))
ძალიან ნაზი გამაა,პასტელი.ყველა კი მიხდება მაგრამ რაღაც მკვეთრი უფრო მიყვარს.
მეც შემოდგომის პალიტრა მირჩევნია
უფრო ჩემია
როგორი განსხვავებული პალიტრებია ისე, მარტო ორი ფერია საერთო -ვარდისფერი და ყავისფერი.
ჩემს გარდერობს აშკარად განახლება სჭირდებააააა,(ვაშააააააა)
ისედაც ბევრი მაქ ვარდისფერი : >
ვარდისფერი ნაკლებად მიზიდავს, დანარჩენი კი ცუდი ნამდვილად არაა, გაზაფხულის უფრო პასტელური ფერებია და ნაზი, მომეწონა, მაგრამ მაინც შემოდგომის პალიტრამ მომხიბლა
)
ხო,სულ პასტელური ფერებია, მე კიდე ძალიან მიყვარს გამოკვეთილი,მყვირალა ფერები,აქ კი სულ სადა,ცივი ფერებია,თუმცა ზალიან ლამაზი კომბინაციების გაკეთება შეიძლება.
სხვათაშორის გუჩის წლევანდელ კოლექციაში შემოდგომის ფერებიდან deep teal ჭარბობდა(რავი რა ქვია ამ ფერს,-შაბიამნისფერი მომწვანო-მოლურჯო? რაღაც ფარშევანგის კუდის ფერს მაგონებს).
ძალიან კარგი კოლექცია იყო
shavi feri yoveltvis iyo modashi da iqnebaaa
ra kargia,rom yvela feri mixdeba da shezguduli ar var
) dzalian kai postia
მაგას რა ჯობია,რომ ყველაფერი გიხდება :*
მადლობა ^^
Pingback: 2012 წლის გაზაფხულის მოდური ფერი « Ketusi's Blog