
ძალიან მოსახერხებელია,როდესაც პოსტში საიტის ლინკს სვავ,თან მას დასახელებაც შეიძლება,რომ შევუცვალოთ.
რაში გვჭირდება ლინკი? აი რაში:ადვილად გადავამისამართებთ მკითხველს სასურველ მისამართზე ისე, რომ მან არ იწვალოს და არ ეძებოს საიტი(ხომ ნათქვამია:მადლი ქენი,მარილიც მოაყარეო ^^),ბლოგერებს ’თეგ’ თამაშები რომ გვაქვს–აქაც ლინკებს ვიყენებთ,რომ მეგობრები ’დავთაგოთ’ ,კონკრეტული საიტის რეკლამისთვისაც ისევ და ისევ ეს ლინკების ჩასმის ცოდნაა საჭირო.მაშ ასე,ვსწავლობთ ლინკის ჩასმას!
რადგან ედიტორის ფანჯარის(პოსტის საწერი ფანჯარა) ორგვარი ვარიანტი გვაქვს(Visual და HTML),ცალ ცალკე განვიხილოთ ისინი.
პოსტში ჯერ უნდა ჩავწეროთ ის სიტყვა,რომელიც შემდგომში გვინდა,რომ ლინკი იყოს,მაგალითად ’’Ketusi’s Blog”.ამისათვის,ვწერთ Ketusi’s Blog და მოვნიშნავთ მას ,შემდეგ ედიტორის პანელზე ვაჭერთ ამ აიკონს:
ამოვა ფანჯარა,სადაც :პირველ გრაფაში ჩავწერთ იმ საიტის მისამართს,მეორე გრაფაში იმ სახელწოდებას,რაც შენდგომში მასზე კურსორის მიყვანისას დაეწერება,დაბლა კი მოვნიშნავთ ველ Open link in a new window/tab-ს ,რომ საიტი ახალ ფანჯარაში გაიხსნას.ვაჭერთ Add Link-ს.
ახლა უკვე საიტის სახელი ლინკის სახით მოგვევლინება და მას თუ დავაწკაპებთ,ახალ ფანჯარაში გაიხსნება მითითებული გვერდი.(ოღონს ეს არ გამოვა ამავე ედიტორიდან,გადასამოწმებლად Preview-ს აირჩევთ)

ჩავწეროთ ფანჯარაში საიტის სახელი,ახლა ,მაგალითისთვის მეგობარი ბლოგერი ’გვირილა’-ს ბლოგს გამოვიყენებ.
ანუ ვწერთ სიტყვა ’გვირილა’-ს ,მოვნიშნავთ მას და შემდგომ ედიტორის პანელზე ვაწკაპებთ Link-ს
შემდეგ გაიხსნება იგივე ფანჯარა, რაც სურათ 2 -შია ნაჩვენები,იქ ვაკეთებთ იგივეს რაც მანამდე ვახსენეთ.ახლა უკვე ედიტორში ლინკის მისამართი კოდის სახითაა მოცემული,მაგრამ თუ Preview-ს დააჭერთ,ნახავთ,რომ ლინკის სახე აქვს.

აი ასე კეთდება ყველანაირი ლინკი ^__^
თუ რაიმე გაურკვევლად მიწერია,აგერ ,ბატონო,კომენტარებში მომწერეთ
)))
P.S. ბლოგის დათაგვისას სასურველია კონკრეტული პოსტი მიუთითო(უახლესი პოსტი,მაგალითად),რადგან ამ შემთხვევაში იმ ბლოგის პატრონს კომენტარებში ამოუტივტივდება,რომ მისი პოსტი დათაგულია,და თვითონ პოსტსაც დაეწერება ბოლოში.ასე თუ არ მოიქცევი,შეიძლება ვერც გაიგოს,რომ დათაგე
მოგეწონა?აჩვენე მეგობრებსაც!
Like this:
14 bloggers like this post.
ჰეჰე, სიმღერა კარგია.. <3
პოსტი ძალიანნნნნნ დამხმარე.. ;*
:* ^__^
ვუუუი ^_^ ჩემი ბლოგი
გამიხარდა რაღაცნაირად <3
ლინკი რომ ჩავსვათ და იქვე აჩვენოს ვიდეო როგორ შეიძლება? ანუ არ გახსნას ახალი ფანჯარა
მაშინ სურათ 2-ში პწიჩკით არ მონიშნო დაბლა რომ წერია ”Open link in a new window/tab”
ეგრე რომ ვაკეთებ, ჩვეულებრივ ლინკს დებს, მაგრამ ვიდეო არ ჩანს….იქვე მინდა გაიხსნას ვიდეო
ააა, მაშინ შენ სულ სხვა რამე გდომებია.ვიდეოს დადებისთვის youtube-იდან ლინკს რომ იძლევიან ის უბრალო9დ უნდა ჩასვა ბლოგში ან რედაკტორის თავზე აირჩიე add video-ს ღილაკი და შენი კომპიდან მიუთითე ფაილი.
ubralod chasma rogoraa?
აი,ახალი პოსტი მაგ თემას მივუძღვენი,იმედია გამოგადგება
http://wp.me/p10AqM-VM
დიდი მადლობა
))))
არაფერს
Pingback: როგორ გამოიყურება კარგი პოსტი «
Pingback: როგორ გამოიყურება კარგი პოსტი « Ketusi's Blog
Pingback: როგორ გამოიყურება კარგი პოსტი « Ketusi's Blog