
დიახ,ბატონო,მეასე პოსტია ეს!
რაღაცნაირი საიუბილეო რაოდენობაა
ეს ბევრი არ არის,რადგან თითქმის ერთი წელია,რაც ბლოგი მაქვს.
თან ვცდილობ,რომ რაოდენობას ხარისხი ვამჯობინო შეძლებისდაგვარად,დიდად არც მცალია,რომ იმდენად ხშირად ვპოსტო ,როგორც მინდა.
იცით რამდენი რამდენი პოსტი მაქვს დაწყებული და მერე დრაფტებში შენახული! 40 ცალი! და იდეაში რამდენი მაქვს კიდევ,იმას ვინ მოსთვლის!
რა ვქნა,ჩემო ბლოგო,ვერ ვიცლი შენთვის სათანადოდ!
გუშინ ღა მომხვდა თვალში, რომ 99-ე პოსტი გამოვაქვეყნე!და გამიჩნდა იდეა რომ რაიმეთი ამეღნიშნა–და აგერ ამ პოსტს ვწერ.
ძალიან შემიყვარდა ჩემი ბლოგი!ძალიან შემიყვარდა ჩემი ბლოგის მკითხველები!
მკითხველების რაოდენოპბაც საგრძნობლად გამეზარდა,საშუალოდ 85-120 ადამიანი დრეში–მაინც კარგი მაჩვენებელია!
თან რომ ვუყურებ მონაცემებს,რომ ათობით ადამიანს აქვს გამოწერილილ ჩემი ბლოგის პოსტები და კომენტარები–გულწრფელად მიხარია!
მიხარია ყველა სამადლობელო სიტყვა და ყველა პოსზიტიური კომენტარი,რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.ეს მე სტიმულს მაძლევს,რომ განვაგრძო ბლოგის წარმოება და ვწერო უფრო მეტად საინტერესო პოსტები.
ყოველთვის ვეცდები, რომ არ გაგიცრუოთ იმედები და დაგახვედროთ მრავალფეროვანი კონტენტი!
ხო,რაც ბლოგის კონტენტს შეეხება,იცით უკვე,რომ ძალიან ცოტა მაქვს პირადული პოსტები.ჩემთან ვერ ნახავთ ვერც დაკოპირებულ კონტენტს! ყველა სტატიაზე პრაქტიკულად საავტორო უფლება მაქვს! პოსტის წერისას ზოგჯერ უცხოურ წყაროებს ვიყენებ(მოდას რაც შეეხება–სხვანაირად არც გამოვა!),ზოგს ვთარგმნი,ზოგს კი სამი-ოთხი წყაროს გამოყენებით ვადგენ.ტუტორიალები კი სრულად ჩემი შედგენილია!
ისე, ბლოგს არც ეტყობა, ამდენი პოსტები რომ აქვს.თუმცა თუ ’პოსტოგრაფია’ -ში შეიჭყიტავთ,ნახავთ რაოდენობას.მანდ ჩამოწიკწიკებული მაქვს ყველა ჩემი პოსტი და თან კატეგორიების მიხედვით მაქვს ფერი მინიჭებული(ეს ჩემი გამოგონებაა)
.
რა ვიცი კიდევ რა დავწერო,ალბათ სურვილს დავამატებდი, რომ გაასმაგებულიყოს ჩემი პოსტები
მალე დაბადების დღე ექნება ჩემს ბლოგს და სურვილებს მერე დავწერ ^__^

ახლა კი გემშვიდობებით………………………………………………………………………………………………
მორიგ პოსტამდე
მოგეწონა?აჩვენე მეგობრებსაც!
Like this:
4 bloggers like this post.
მე თითქმის ერთი წელია რაც მაქვს და მხოლოდ 54 პოსტი მაქვს
გილოცავ მე-100-ე პოსტს და სულ მასე მე-1000-ე მომელოცოს :დ
გილოცავ მეასეს. ველოდებით ახალ პოსტებს
გილოცავ და მალე საკუთარი დომენით მენახე თავისუფლად მოფარფატე ვორდპრესის შეზღუდვებისგან! ძალიან მიყვარხარ შენი ბლოგიანად! :*****
ქეთუსიკო, ლოც… ლოც… ლოც….
სულ ჯანმრთელად გყავდეს… ბედნიერებაში და სიხარული.. :*
ჰოდა, 888888888888-ჯერ მაგდენი პოსტი აღგენიშნოს ახლო მომავალში.
მეც მიყვარს შენი ბლოგი… თან ძალიან. <<<<3
წარმწატებები, ქეთუსიკო! <3
უზარმაზარი მადლობა ხალხო,მეც ძალიან მიუყვარხართ,უზომოდ.ყოველთვის მიხარია თქვენი კომ,ენტრის ნახვა ჩემთან :*
მალე მართლაც ახალი დომენით მოგევლინებით და მართლა ვიფარფატებ,აქსიომ ^__^
მრავალი და მრავალი გეწეროს და ასე კარგად თან))))) ყოველ ჯერზე როცა ვხსნი სულ ველოები ახალ და სულ მხვდება ხოლმე ახალი პოსტი. ძალიან სასიამოვნოა შენთან სტუმრობა
მადლობა ლიზი.მც მიხარია შენი სტუმრობა :*
ქეთუსი მომილოცავს
) ძალიან ძალიან ბევრ მკითხველს გისურვებ. :*
)
მადლობა :*
I’m relaly into it, thanks for this great stuff!
გილოცავ ქეთუსი….. სულ ასეთი წარმატებული იყავი ყველგან და ყოველთვის… მე ვამაყობ შენით……ჩემი ჭკვიანი და ლამაზი გოგო ხარ….ძალიან,ძალიან მიყვარხარ და მიხარია რომ გვერდით შენნაირი მეგობარი მყავს…
მადლობა,ხომ იცი მეც როგორ მიყვარხარ.
ვაფასებ შენს კომენტარს ჩემს ბლოგზე <3
me-100-e , mase ar iwereba da tu ar ici sul nu dawer, tavis shercxvenas eg jobia
chemi rchevaa, ise kargi blogia da postebic kargi aqvs :* aba shen ici warmatetbi da gramatikashi ivarjishe
ძვირფასო ნინო,მე ძალიან კარგად ვიცი როგორ იწერება!
”მე” — მინდოდა ზუსტადაც რომ აქცენტირებული ყოფილიყო!
შენს ადგილას ასეთი ’ბოღმა’ კომენტარისგან თავს შევიკავებდი და პირადში მივწერდი ადამიანს,თუკი შეცდომაზე მითითებას საჭიროდ ჩავთვლიდი!
რადგან ეს სათაური ვიღაცისთვის მაინც კრიტიკის ’მსხვერპლი’ გახდა, მაშინ შევუცვლი სახელწოდებას და დავარქმევ ბანალურ ”უკვე 100 პოსტი მაქვს”