
აჰა,გავიდა უკვე ერთი წელი და კვლავინდებურად ჩემი ბლოგი ინარჩუნებს აქტუალობას,რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება,რომ იარსებოს!
სტატისტიკა ასეთია :
ჯამში 27,564 hits
top.ge -ს მთვლელი ბლოგის დაარსებიდან კაი ხნის მერე დავაყენე და მის მიხედვით საიტს ამ წუთამდე ყავდა 11166 ვიზიტორი.
boom.ge-ს მთვლელმა ხელახალი ათვლა დაიწყო მას მერე, რაც დომენი შევიცვალე.
ხო,დომენი 18 ივლისს შევიცვალე და მას მერე ketusi.com -ად გევლინებით.
ამ დღისთვის 109 პოსტია,1,677 კომენტარი,11 კატეგორია,437 ტაგი,7 ფეიჯი.
ბევრ ადამიანს აქვს ბლოგის პოისტები გამოწერილი.
draft-ებში 41 პოსტია ’ჩაჩხერილი’ ,ვეღარ შევაცოტავე,რააა.
მე მიყვარს ჩემი ბლოგი

მის დაარსების დღიდან შემიყვარდა ეს ჩემი ბლოგი(თუმცა სხვა ბლოგებიც მაქვს),რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ.კომპიუტერთან დაჯდომისთანავე ჯერ ბრაუზერს ვხსნი–აქაც კი home page-ად ჩემი ბლოგი მაქვს!
დიზაინი არ შემიცვლია ,იგივეა,რაც სულ თავიდან ავარჩიე.ძალიან მომწონს დიზაინიც და ინტერფეისიც ოპტიმალურია ჩემთვის(მომწონს ეს footers,თან 3 აქვს).მთელს ვორდპრესის თემებში მარტო ერთი თემა ვნახე ამის მზგავსი,მაგრამ ეხლა ყველაფრის გადაწყობა მეზარება.
მაგრამ გეგმაში მაქვს დიზაინის შეცვლაც.
მეგობრები
უFF,მეგობრები და ნათესავებიდან ბევრს
ბლოგის მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი,ძირითადად BNG ჯგუფის წევრი ვართ ეხლა ყველა და ძალიან მიხარია,FB-ს რომ ჩავრთავ,პირველ რიგში ამ ჯგუფს ვამოწმებ ხოლმე.მერე რა,რომ მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობთ ერთმანეთს,მანც ძალიან მიყვარხართ ”ხალხებოოოოოოო”
პოსტები
ჩემს ძველ პოსტებს რომ გადავხედე, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე შეიცვალა, ან წერის მანერა ან კონტენტი,ისევ ცოტა პირადული და მეტწილად ზოგადი პოსტები მაქვს.გეგმაში კიდევ ბევრი რამ მაქვს,აგერ მარტო დრაფტებში რამდენი მაქვს
,მაგრამ ხან ვერ ვიცლი და ხანაც მეზარება.
სურვილები
იცით რას ვუსურვებ ჩემ ბლოგს?
რომ იყოს მომხიბვლელი,საინტერესო და ლამაზი!
იყოს სავსე საინტერესო პოსტებით და ნებისმიერ სტუმარს გულღიად დახვდეს,ისე, რომ ადამიანმა აქ კომფორტულად იგრძნოს თავი,ისე, როგორც ’შინ’
,მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და გაიგოს რაიმე ახალი.
ვეცდები,რომ აქ შემოსვლით ფუჭად არავინ დაკარგოს დრო.მე კი საკმარისი შთაგონება მომეცეს, რომ თქვენთვის სულ საინტერესო პოსტებს ვწერდე!

მადლობა
ყველას მადლობა მინდა გიითხრათ , ვინც ჩემ ბლოგს ესტუმრა,ვინც ჩემ ბლოგში რაიმე საინტერესო ნახა და მოეწონა–Like ღილაკს დააჭირა და დაა-share-ა,განსაკუთრებული მადლობა მათ, ვისაც კომენტარიც აქვს დატოვებული!მადლობა მათ,ვისაც მეილზე აქვს ჩემი ბლოგი გამოწერილი და სიახლეების კურსში არიან.

თქვენ ხართ ჩემი სტიმული, რომ მე განვაგრძო ამ ბლოგის წარმოება.
ყველანი მიყვარხართ!
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი ქეთუსი
მოგეწონა?აჩვენე მეგობრებსაც!
Like this:
2 bloggers like this post.
gilocav!!!
გილოცავ“ <3 და წარმატებები აქაურობას
გილოცავთ!
ძალიან კარგი ბლოგია, მუდმივი მკითხველი ვარ =)) კიდევ უფრო მეტ წარმატებებს, ბევრ საინტერესო პოსტს და ერთგულ მკითხველებს გისურვებთ!!!
დიდი მადლობა მოლოცვისთვის,გაიხარეთ :*
მიხარია, რომ ჩემი მკითხველი ხართ :*
^__^
დაგვიანებით გილოცავ და ყველზე მეტად მიხარია რომ ასე სერიოზულად და გულით უდგები ამ საქმეს! შენი ბლოგი ნამდვილი სასარგებლო ინფორმაციის წყაროა და არა უაზრო ჭორების, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ როგორც მკითხველი! წარმატებებს და ვიზიტორების ზღვას გისურვებ!!!
დიდი მადლობა,შიო,ასეთი კომენტარისთვის,ძალიან გაფასებ და შენგან მიხარია ამის მოსმენა,დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ვეცდები გავამართლო თითოეული ვიზიტორის იმედი
^__^
უი დაბადების დღე აქვს ბლოგს და მეკიდე სტალინზე გავიქაფე))))))))
გილოცავ:*
http://www.youtube.com/watch?v=xVzIGMqRznk
http://www.youtube.com/watch?v=rEc8rGonrQw&feature=related
გაიხარე,ბესო,დიდი მადლობა ასეთი სახალისო მოლოცვისთვის ^^
გილოცავ გენაცვალე. წარმატებებს გისურველბ უამრავ მკითხველს და კიდევ ბევრ ასეთ საინტერესო პოსტებს)))))))))))))))
მადლობა,ლიზ :*
ვაიმე რა მაგარი მილოცვაა ბესო)))))) ძაან მაგარი კოჩაღ)))) ვამაყობ შენით
გილოცავ : )
მადლობა
ის იტალიური ბლოგი შენია?