Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სა’ზაფხულო’ სა’ზამთრო’

საზამთრო რა ასოციაციებს იწვევს შენში?

მგონი,არ შევცდები თუ ვიტყვი: გემრიელი,ტკბილი,წვნიანი,ზოლიანი,ზაფხული!

ხო,ზაფხული–მაშ რატომ ჰქვია საზამთრო? ზამთარში ხომ არ ვჭამთ მას?

უნდა ერქვას საზაფხულო!

ეს ყველაფერი ხუმრობით,რათქმაუნდა!

მართლაც,ზაფხული საზამთროს გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია!

საზამთრო ერთადერთი ხილია(ბაღჩეული),რომელიც ზაფხულთან ასოცირდება ჩემთვისაც და კიდევ ძალიან ბევრისთვისაც.

მგონი,ყველა წელიწადის დროს თავისი ხილი აქვს,როგორც გაზაფხულს — მარწყვი  :)

ხოდა ზაფხულის ხილი–საზამთროა!

აბა ჩაციებული ტკბილი რბილობი წარმოიდგინეთ—ნიამ ,ნიამ ….

და თან წელს გაგვიმართლა,საქართველოში სულ კარგი საზამთრო მოვიდა,ყველა ამას აღნიშნავს–პრაქტიკულად ყველა წითელი და გემრიელია!

ჩვენში ძირითადად ორი სახეობის საზამთრო მოყავთ,მრგვალი და წაგრძელებული ფორმის. ჩემთვის არ არქვს მნიშვნელობა ფორმას–მთავარია გემრიელი იყოს!

აი ვისაც მრავალფეროვნება ხიბლავს,ალბათ ძალიან გაეხარდებოდათ, როდესაც კვადრატული ფორმის საზამთროები გამოიყვანეს!

ნუ,ეხლა ამას ვინ მოიგონებდა თუ არა იაპონელი!დიახ პრაქტიკული და კრეატიული  იაპონელების მოფიქრებულია–კვადრატული ფორმა ადვილად ეწყობა და ამიტომ ნაკლებ ადგილს იკავებს!ამ იდეის განხორციელებაც მთლად მარტივი აღმოჩნდა–უბრალოდ ყუთში მოათავსეს საზამთრო,ის გაიზარდა და კვადრატული ფორმა მიიღო :) (ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია :) )

საზამთრო თქვენ მარტო წითელი რბილობით ნუ გგონიათ:

ის კი არადა ბოროტი ენები ამბობენ  ანანასიც არსებობს საზამთროს რბილობითო,აგერ,ბატონო,დარწმუნდით:

ანანასია ეხლა ეს თუ საზამთრო? ვერ გავიგე… :D

საზამთროს კანის დიდი ფრთობი და ასევე მისი სისქე დიდ გასაქანს აძლევს ხელოვან ხალხს და შთააგონებს ძალიან საინტერესო ნიმუშების შექმნაში.სურათების დადებას სლაიდშოუს გაკეთება ვამჯობინე :)

იმის გარდა,რომ საზამთრო გემრიელია,ის სასარგებლოცაა!საზამთრო მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით!
საზამთროს ფარმაკოლოგიური თვისებებიდან რამოდენიმეს ჩამოვთვლი:ის არის შარმდენი,ნაღველმდენი,ანთებისსაწინააღმდეგო,სიცხის დამწევი,გამაჯანსაღებელი,ნორმაში მოყავს ნივთიერების ცვლის პროცესი,აჯანსაღებს ნაწლავურ სისტემას,კარგად კლავს წყურვილს.(აი აქ ბევრ საინტერესოს წაიკითხავთ)

საზამთროს ამორჩევასაც ცოდნა უნდა,რომ იცოდეთ!

აი რამოდენიმე ნიშანი,რაც დაგეხმარებათ მწიფე საზამთროს ამორჩევაში:

  • დახლი,რომელზედაც საზამთრო ინახება,აუცილებლად დაჩრდილული უნდა იყოს!არაფრით არ შეიძლება,რომ საზამთროები მიწაზე ელაგოს.
  • საზამთროს კანი ღრუბელივით შეიწოვს მავნე ნივთიერებებს ჰაერიდანაც და მათზე მოხვედრილი ჭუჭყიდანაც,ამიტომ დახლი საავტომოილო გზიდან 5 მეტრში უნდა მდებარრეობდეს.
  • ძალიან საშიშია საზამთროს დამჟავებული ან დამპალი რბილობი,მოერიდეთ გაჭრილი საზამთროს ყიდვას.
  • აირჩიერთ საშუალო ზომის საზამთრო(6-10კგ).ძალიან დიდი საზამთრო შეიძლება ნიტრატების წყალობით იყოს გაზრდილი.პატარასაც ნუ იყიდით–დიდი შანსია,რომ არ იყოს მწიფე.
  • საზამთრო უნდა იყოს მძიმე!ფორმულაც კი არის გამოყვანილი,თუ როგორ დავადგინოთ მწიფეა საზამთრო,თუ არა: მწიფე საზამთროს გარშემოწერილობის სიგრძე უფრო დიდი უნდა იყოს წონის კუბური ფესვისა,რომელიც გამრავლებულია კოეფიციენტ 4.1–ზე.მაგალითად თუ გავაქვს 8 კილოიანი საზამთრო და მისი გარშემოწერილობა უდრის 88 სმ,8000(გრ) კუბური ფესვი=20 რომელსაც ვამრავლებთ 4.1 და მივიღებთ 82.რადგან გარსემოწერილობა უფრო მეტია(88სმ)–ესეიგი საზამთრო მწიფეა.დამეთანხმებით,რომ ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ პრაქტიკაში ძნელი განსახორციელებელი.ამიტომ მენდეთ სიტყვაზე–აირჩიერთ მძიმე საზამთრო :).
  • საზამთროს კანს უნდა ქონდეს მაქსიმალურად კონტრასტული ფერები და შავი ან მუქი ყავისფერი თესლი.მწიფე საზამთროს აუცილებლად მყარი კანი აქვს ,მას ადვილად ვერც ფრჩხილით დაჭრით.
  • მწიფე საზამთროს აქვს მომხმარი ღერო და ყვითელი გვერდი,რადგან როდესაც ის დამწიფდება,ის ’ეთიშება’მცენარეს–უხმება ღერო,საზამთროს აღარ სჭირდება პიგმენტ ქლოროფილის წ3არმოება,ამიტომ ის გვერდი,რომლითაც მიწას ეხებოდა,უყვითლდება!ტკბილი საზამთრო ხშირად არ არის იდეალური ფორმის.
  • მწიფე საზამთროზე ხელისგულის ’შემოტყაპუნებისას’ ხშირად რეზონანსი წარმოიქმნება ხოლმე.ხელების სემოჭერისას კი ტკაცუნის ხმა აქვს.

ნიტრატებით გაჯერებული საზამთროს ასე ამოიცნობთ:

  • რბილობი ინტენსიური წითელი ფერისაა,რომელსაც გადაკრავს იისფერი.
  • გულიდან ქერქისკენ მიმავალი ძარღვები ყვითელია–ნაცვლად თეთრისა.
  • საზამთროს ქერქს რომ აარით და იქ სითხის წვეტები არ წარმოიქმნება,არამედ პირიქით,პრიალებს–ესეიგი ნიტრატებით არის გაჯერებული.
  • საზამთროს რბილობი ჩააჭყლიტეთ ერთ ჭიქა წყალში.თუ საზამთრო კარგია–წყალი უბრალოდ აიმღვრევა,თუ ნიტრატებიანია–წყალი მიიღებს წითელ ან ვარდისფერ შეფერილობას.
  • საზამთროში ნიტრატების შემცველობა ზაფხულის ბოლოსკენ მცირდება

იმედია,შეხსენება იმას არ უნდა, რომ მოხმარების წინ კარგად უნდა გაირეცხოს და მშრალი ტილოთ გამშრალდეს.

საზამთროს ქერქისგან აკეთებენ მურაბას.საზამთროს მურაბა ხომ გიჭამიათ? არა,ეხლა რეცეპტი კი არ უნდა დავდო,უბრალოდ ჩემს ერთ საიდუმლოს გაგანდობთ,ნესვის წერწის რამოდენიმე ნაჭერი გაურიეთ–მმმ,სულ სხვა არომატი აქვს მერე!

საზამთროს რბილობისგან კი (გარდა იმისა,რომ უმად ვჭამთ) კეთდება თაფლი,კოქტეილები.ზოგი წვავს კიდეც(აი ამის ინტერესი ნამდვილად არ მაქვს)

დიეტა! არ გაგიგიათ საზამთროს დიეტის შესახებ?

ასე გამოთვლით :რამდენი კილოც ბრძანდებით, იმდენი 0.1 კგ საზამთრო უნდა მიირთვათ.MrsMarch -ის ბლოგზე ნახავთ პოსტს საზამთროს დიეტაზე.

საზამთროს ფანებიც ბლომად ყავს,რომ იცოდეთ.მათთვის არის შექმნილი საქონლის უამრავი სახეობა და ყველაფერი საზამთროს გამოსახულებით.


ძალიან გამიგრძელდა მგონი და ამ საყვარელი სურათით გემშვიდობებით,ასე მადიანად მიგერთვათ საზამთრო

და იცოდეთ,რომ ყველანი მიყვარხართ!

About these ads

18 responses to “სა’ზაფხულო’ სა’ზამთრო’

  1. tsotnee August 19, 2011 at 10:40 pm

    აუ აღარაფერ ვამბობ საინტერესო და გემრიელი პოსტი იყო, და სა-ზამთროს სახელზე მეც მიფიქრია და გეთანხმები შეუსაბამო სახლია, მაგრამ მთავარია გემო (ამაშიც გეთანხმები). იაპონიაზე ვგიჯდები და საკაიფო იქნე კუბი საზამთროს გაჭრა. :დ :) :) :)

    • ketusi August 19, 2011 at 10:49 pm

      მადლობა,ცოტნე
      მეც სიამოვნებით დავაგემოვნებდი კვადრატულ საზამთროს,კიარადა უბრალოდ ხელში დაჭერასაც დავჯერდებოდი ,ხიხ :)

  2. Chiamaria August 20, 2011 at 12:24 pm

    ვაიმე საზამთრო მინდა ეხლა :შ

  3. ლიზიკუნა August 20, 2011 at 3:17 pm

    ვაიმე კვადრატული საზამთრო მომეწონა)))) ჩვენთან რატომ არ აკეთებენ ნეტა)) ქეთუსი რას გვიშვები ეხლა შენ ჰა))))))

  4. Mia.. : >> August 26, 2011 at 8:21 pm

    რაა გემრიელი და სასარგებლო პოსტი იყოოოოოოო ^^ (როგორც ყოველთვის) :D კვაადრატული საზამთრო მინდაააა მეეეე ძაან საყუარლობაა :ინლოვე: მომეეწონა ^^ ლიზიკუნა მოიყვანე რაა აივანზე :D გააგაყიდინებ :P

    • ketusi August 26, 2011 at 9:08 pm

      მადლობა,Mia
      კვადრატული საზამთრო მართლა საინტერესო რაღაცა იქნებიდა.

  5. Pingback: დახუნძლული შემოდგომა « Ketusi's Blog

  6. Pingback: ფორთოხლისფერი ფორთოხალი « Ketusi's Blog

  7. Pingback: საზამთროს დიეტა « Ketusi's Blog

  8. Keti Go June 29, 2012 at 6:40 pm

    შენ გაიხარე, ქეთუსი – ძლივს არ ვისწავლე საზამთროს არჩევა! :) აი, ის კუბური ფესვები მეძნელა ცოტა, მაგრამ არა უშავს ))))))))) ამის შემდეგ, რამდენჯერაც კარგი საზამთრო გამომადგება, სულ შენ გაგიხსენებ :*

  9. naniko August 3, 2013 at 8:29 am

    sazamtro ar mikvars magram posti dzalilan momecona

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: