Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დომენის შეძენა wordpress -ზე

როგორც ყველამ კარგად ვიცით,უფასოდ მარტო ყველიაო სათაგურში,კაი ცხოვრება და კარგი დომენი კი ფული ჯდება :)

ხოდა თუ გადაწყვიტე ამ გრძელი (და უხეშად მჟღერი და ძნელადდასამახსოვრებელი) wordpress.com-ის ნაცვლად კოხტა და საყვარელი com შეიძინო,ეხლავე გეტყვი,რა უნდა გააკეთო :

პირველ რიგში ზრუნავ იმაზე, რომ ვიზა(ან ნებისმიერ სხვა) ბარათზე $17 ოდენობის თანხა გედოს.

მეორე რიგში შედიხარ dashboard-ზე,და store – განყოფილებაში აქკაპებ domain–ს.

გაიშლება ასეთი სურათი (სურათის გასადიდებლად მასზე  დააწკაპე):

  1. აქ Add a Domain განყოფილებაში ჩაწერ სასურველ დომენს და დააწკაპებ  Add domain to blog -ს. მაგალითისთვის მე ჩავწერ  blogissaxeli.com .დომეინი უნდა იყოს უნიკალური,ანუ თუ ეს სახელწოდება ვინმეს უკვე აქვს არჩეული–შენ მას ვეღარ გააკეთებ.ამ შემთხვევაში მოგიწევს სხვა სახელწოდების ჩაწერა.

დაბლა ველში(მე გაშავებული რომ  მაქვს),მონიშნავ იმ ბლოგის სახელს,რომლისთვისაც გინდა დომეინი.

თუ ყველაფერი წესრიგშია,გამოჩნდება ასეთი სურათი:

  2. ამ გვერდზე ავსებ ველებს,არ გამოტოვო required -ით მონიშნული.

დაბლა რომ მოსანიშნი პუნქტია,მანდ გთავაზობენ პირადი ინფორმაციის დამალვის შესაძლებლობას სულ რაღაც  $8,ნუ თქვენი არ ვიცი და მე ეს სულ არ მჭირდებოდა და ზედმეტი არ გადამიხდია. ბოლოს Register  Domain -ს აჭერ.

 3. ამ გვერდზე ნაჩვენებია,თუ რაში იხდი ფულს :$12 დომენის მეპინგში და $5 კი უშუალოდ დომენში.როგორც კი გადახდის ტიპს მონიშნავ–Credit Card-ს,დაბლა სხვა ინფოც ჩამოიშლება.

.

4. აქ უკვე ბარათის მონაცამებია შესაყვანი.

არამგონია ეს გაგიჭირდეს :)

სულ ბოლოს აჭერ Purchase and Register Domain -ს და

  გ ი ლ ო ც ა ვ 

შენ შეიძინე დომენი!

და ახლა სულ ერთია wordpress.com-ით დააბოლოებენ შენი ბლოგის მისამართს თუ com-ით–ერთსა და იმავე ბლოგზე მოხვდებიან :) .ეს $17 ფარავს დომენით სარგებლობის ხარჯს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში,არ დაგავიწყდეტ და როგორც კი ვადა ამოიწურება,შეტყობინებას მიიღებთ ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

27 Responses to დომენის შეძენა wordpress -ზე

  1. კახი September 5, 2011 at 12:07 am

    მადლობაა ქეთუსიი :*

  2. teennewson September 5, 2011 at 12:21 am

    ra advili yofila.. me ufro rTuli procedurebi megona…. madloba :*:*

  3. nick September 5, 2011 at 10:47 am

    თანხა არ გინდა იშოვო ეხლა??

  4. Chiamaria September 5, 2011 at 9:57 pm

    მე კიდევ მეგონა სულ სხვა რამეები სჭირდებოდა. მშვენიალურია : )))
    იქნებ კიდეც შევიძინო one day : )

  5. bex September 15, 2011 at 4:52 am

    ჯობს ცალკე აიღოთ ჰოსტინგი,ვინაიდან უფრო ბევრი შესაძლებლობები გექნებათ (დიზაინთან დაკავშირებით და ასე შემდეგ) ან თუ მანდამაინც,ვორდპრესის ვიპ პაკეტი შეიძინოთ,რომელიც ცოტა უფრო ძვირი ღირს : http://vip.wordpress.com/

  6. Teona gonashvili September 18, 2011 at 2:13 pm

    გამარჯობა ქეთუსი. კაი გოგო ხარ და შენი ბლოგის ხშირი მკითხველი ვარ.
    ვისაც უნდა com დომენები არის ფასდაკლებით წელიწადში 1.7 ლარად.
    http://seo.ge/forum/index.php/topic/2533-აქცია-1and1com-ზე/

  7. presgeo October 7, 2011 at 11:57 pm

    me piradat sul ara mawuxebs … tumca ki kaia ……….. aq ert komentarshi wavikitxe “kursebi ara ginda gaxsnaoo” ise ki kai azria gaxseni shevaswavli blogs .. magarai martla dzaan gvexmarebi …

    • ketusi October 8, 2011 at 2:52 pm

      დიდი მადლობა :*
      კურსები კაი აზრია, მაგრამ ასეც ბევრს ვეხმარები მართლა :)

  8. ჯი-ნია-ნი November 20, 2011 at 2:23 pm

    ქეთუსი,თემების არჩევა შეზღუდულია და რაც ვორდპრესს აქვს იმით უნდა დავკმაყფილდეთ? :დ

    • ketusi.com November 20, 2011 at 2:28 pm

      რა თემების,ნია? დომენის სახელებს გულისხმობ? მაშინ კი, შეზღუდული ხარ,რაც შემოთავაზებაა,მარტო ის შეგიძლია აქედან გააკეთო.თუმცა თუ ვორდპრესის მომსახურებით არ ისარგებლებ და ადგილობრივ ჰოსტს აირჩევ,მაგალითად, მაშინ სხვა დომენებსაც შემოგთავაზებენ

  9. ჯი-ნია-ნი November 20, 2011 at 2:33 pm

    არა ქეთუსი,თემა რომ დააყენო,დიზაინი ანუ ეგ ვიგულისხმე..
    ვორდპრესს რაც აქვს მარტო იმ დიზაინის დაყენება შეიძლება?
    ბლოგზე ამომივიდა ყელში ის დიზაინები და :(

    • ketusi.com November 20, 2011 at 3:12 pm

      ააა,ეხლა გასაგებია.
      ხო,ნია, მარტო რაც აქვს მაგას დააყენებ თუ უფასო სერვისით სრგებლობ.მაგრამ თუ ჰოსტს შეიძენ,მერე უკბვე სხვა ტემის დაინსტალირებასაც შეძლებ,არიოს საიტები, სადაც სხვა თემებიცაა

  10. ჯი-ნია-ნი November 20, 2011 at 3:53 pm

    კარგი ქეთ,დიდი დიდი მადლობა..

  11. Jood January 11, 2012 at 2:17 pm

    აუაუ ვერ ვაკეტებ მე მაინც :შ

  12. donguz April 19, 2012 at 10:17 pm

    შენ გაიხარე, ძლივს გასაგებად არ არის.ბევრს ავიწყდება, რომ ბავშვს ბავშვურ ენაზე უნდა აუხსნა

  13. donguz April 20, 2012 at 5:02 pm

    იქნებ მთვლელებზეც დაწერო გასაგებად.თხოვნაა

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,177 other followers