ეხლა სახლში ვზივარ და არ ვიცი უსაქმურობისგან რა ვაკეთო,უნებლიედ ზარმაცი აზრები მომდის თავში.მაგ დროს თან ვფიქრობ ”ნეტა რამ დამღალა,რომ კიდევ დასვენებაზე ვფიქრობ”?ვფიქრობ კი არა და წარმოვიდგინე ეხლა ჩემი თავი სადმე ძალიან ’მაგარ’ ადგილას!გონებაში მსოფლიო რუქას გადავხედე და ამასწინათ თვალი რომ მოვკარი თვალწარმტაც პეიზაჟს–ის ადგილი გამახსენდა!ზღვა ისე მიყვარს,რომ ჩემი საოცნებო ადგილები აუცილებლად რომელიმე სანაპიროა ხოლმე(თან მონატრებული ვარ — წელს ზღვაზე არ დამისვენია)
ამჯერად ჩემმა ფიქრებმა წყნარი ოკეანე გადაცურეს და ფრანგულ პოლინეზიას რომ მიუახლოვდნენ,ამ ზღვის ზედაპირზე ამოტივტივებულ მარგალიტს ჩაეკონენ!
ჩემი ვირტუალური სხეული ბორა-ბორაას საოცნებო პლაჟზე დაესვენა!ამ სამყაროს შემქმნელს ფანტაზია და გემოვნება არ დაეწუნება! და ეს ყველაფერი უხვად ’მოარგო’ ბორა-ბორას!
ხოდა აი ეხლაც,ოქროსფერ ქვიშაზე ვწევარ და
ვტკბები.მზე მეფერება,მიხუტებს და
მეამბორება,ტალღების ხმა რაღაც საიდუმლოს
ჩამჩურჩულებს,ქვიშა ისე ბზინავს,თითქოს
ბრილიანტებით მოფენილი იყოს!მეც ვბზინავ და
ვასხივებ ოქროსფერ სიმნატლეს!დიახ,დიახ –
უდიდეს სიამოვნებას ვასხივებ,რადგან ჩემი
გამჭვირვალე ვირტუალური სხეული ამდენ
ემოციას ვერ იტევს და გარემოსაც უზიარებს მის
დიდ ნაწილს !
ასე, სრულ ექსტაზში მყოფს შემომესმა რაღაც ხმები.ისინი იმ პატარა ჩალის ქოხებიდან მოდიოდნენ ასე კოხტად რომ არის ჩამომწკრივებული სოკოებივით წყლის ზედაპირზე.
მაგრამ ეხლა არავის ნახვა არ მინდა! მინდა ვიყო მარტო!
ქვიშაზე ნებივრობა მომბეზრდა
და ეხლა ამ ჰამაკში მოვკალათდი!
ისეტი სიმშვიდე სუფევს ჩემს სულში,რომ გასუსული ვარ–
არ დავაფრთხო სიამოვნება!
.
.
ავფრინდი მაღლა და ზემოდან ვათვალიერებ სახლებს:
.
ჩემთვის აი ეს მომცრო განაპირა
სახლი ამოვირჩიე ……
როგორი მყუდროა
რაღაცნაირია…
სხვა სახლებსაც გავს
მაგრამ მაინც სხვანაირია
იმიტომ,რომ ჩემთვის მინდა
ჩამოვჯდები სულ ქვედა აივანზე,ფეხებს წყალში მაჭყაპუნებ და ვიღიღინებ რაიმე სასიამოვნო მელოდიას
უფ,ალბათ კარგი მეზობლები მყავს :)
პატარა ხიდებით დაკავშირებული
სახლები თითქოს ყველა თავისთან
გეპატიჟება
კარგი ამინდია,ზღვა ლაჟვარდოვანი…
ჩამოვჯექი ამ პალმაზე
ვიქანავე,როგოც ბავშვობაში მე და ჩემი
და ჩვენი ’სახლის’ (დიიიიდი შაფრანის
ვაშლის ხე) დიდ ტოტზე ვქანაობდით ხოლმე …
ფეხი წყლამდე არ მწვდება და გული მწყდბა
ავდექი,დავსწორდი და ჩავხტი წყალში…
თბილი წყლის შეხებამ გამომაფხიზლა….
მაგრამ ეგ არაფერი…
მაინც კარგი იყო…..
Dreams come true — როგორც ამბობენ და ეგებ ოდესღაც მეც მოვხვდე ამ საოცარ ადგილას ….
ვინ იცის,ვინ იცის….
მანამდე კი,მოდით,ვირტუალურად იმოგზაურეთ ჩემთან ერთად ….
აუ მეც მინდააა!!!
დაე გქონოდეს იმის საშუალება ყველა ის ადგილი მოინახულო, რაც გაინტერესებს და გიზიდავს!
მადლობა
რისი მადლობა!
ხოდა საშუალება რო გექნება, მეც ხო წამიყოლებ აქ ბარგად?!
კარგი,გპირდებიიიიიიიიი
<3
ჯიგარი ხარ რა!
ketusi,ra sayvarlad agcer yvelafers
)))) gisurveb ocnebebis asrulebas:)
ვა, მაკა, გამეხარდა შენი კომენტარის ნახვა,მადლობა
ერთად წავიდეთ მერე <3
მეც წამოვალ
სად არის ეეეეს? ვაიმე ასეთი სახლები როგორ მომეწონა <3
წამიყოლე მეეც ოდესმე თუ წახვედი : ) ვირტუალურად ბოდიალი არ მყოფნის მე
კი დაისვენებდა კაცი იქ
awsome
mindaaaaaaaaa
კარგით,ხო, ყველას წაგიყვანთ
)))))))
მდა))) იმდენი მიდიხართ არამგონია ჩემი ადგილი იყოს)))
შენ გული არ დაგწყდეს,ხომ იცი, მე უშენოდ არსად დავდივარ :*
მშვენიერი წარმოსახვა გქონია… საოცრად მომეწონა.. რა ნეტარების ამღვძრელი ფიქრებია….
კი, წარმოსახვას არ ვუჩივი:)
კარგია,თუ მოგეწონა ^__^