Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩვენი საყვარელი ცხოველები

რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება დედმიწაზე ცხოველები რომ არ არსებობდნენ!პრინციპში წარმოუდგენელიც კი!

აბა მოითვალეთ რამდენ სახეობას ’მოიხმარს’ ადამიანი–პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.

ადამიანმა ფავორიტი ცხოველებიც კი შეარჩია,რომლებსაც სახლში აცხოვრებს და ზრუნვასაც არ აკლებს.

მაგრამ დღეს,განურჩევლად  ყველა დედამიწის ცხოველს მინდა მივესიყვარულო!

დღეს ,4 ოქტომბერს,

ცხოველთა მსოფლიო დღეა!

(ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე)

უბრალოდ მინდა,ვთქვა,რომ დედამიწის ყველა ცხოველი მიყვარს! ძროხით დაწყებული ხვლიკით დამთავრებული!(კი,ფავორიტი ცხოველებიც მყავს!)

უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მათი ცქერა,დაკვირვება და მათთან კონტაქტი!

მეცოდებიან ადამინები,რომლებსაც ალერგია აქვთ ან რაიმე ფობია ცხოველების მიმართ–როგორ დიდ სიამოვნებას აკლდებიან!

მოდით,ბარემ,ჩემს პატარა ცხოველზეც მოგიყვებით :)

ჩემი ბლოგის მკითხველს ახსოვს ალბათ პოსტი  ” ოპერაცია   ♥ ♥ ♥ მიაუ  ♥ ♥ ♥ ”

და იცის,რომ სახლში კატა მყავს!ეხლა უკვე დიდი ბიჭია ლაქი! ძალიან გვიყვარს და ვანებივრებთ,ისიც ამართლებს მოლოდინს–ძალიან ალერსიანი,ჭკვიანი და მოწესრიგებულია!

.

პატარ-პატარა მაიმუნობები კი უყვარს,ბავშვივითაა,აქვს თამაშის დრო და დრო ძილისთვის!თუ თამაში უნდა და ყურადღებას არ ვაქცევთ–კნავილს იწყებს(თან ისეთ სასაცილო ხრინწიანი ხმით ! ),ხოდა ხან დამალობანას ვეთამაშები და ხან მისი საყვარელი სატამაშოთი ვათამაშებ!

კატაა და სულ სიმაღლეებზე ასვლა უყვარს!ამასწინათ თამაშ-თამაშში აბაზანის კარების თავზე ამაპოტიალებინა თავი და ისე კომფორტულად მოკალათდა,ჩამოსვლა აღარ უნდოდა!

კიდე ზევით იყურება!(რემონტი მაქვს სახლში და არ შეიმჩნიოთ :) )

ზოგჯერ ჩემ დასთან ჩამყავს,და იქ დუჩისთან თამაშობს ხოლმე,რომ დაიღლება,შემოსკუპდება კარადაზე და იქიდან დაჰყურებს ენაგადმოგდებულ ძაღლს :)

 ფეისბუქზე ჯგუფიც კი მაქვს ”ჩემი კატა ყველაზე კარგია” ,სადაც ყველა ჩვენს კატებზე ვწერთ,საინტერესო ინფოს ვდებთ და სახალისო სურათებს და ვიდეოებს ვაქვეყნებთ! თუ სურვილი გექნათ,შემოგვიერთდით!

ამ სახალისო ნოტით გემშვიდობებით ^_^

გიყვარდეთ ცხოველები!

♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ ♥♥ ♥ 

15 Responses to ჩვენი საყვარელი ცხოველები

  1. ninnaka October 4, 2011 at 6:05 pm

    რადგან დღეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა მაშინ მეც მივუძღვნი ჩემს კოკის ერთ პოსტს ჩემს ბლოგზე. :) ბოლოსდაბოლოს დაიმსახურა კაცმა, აგერ უკვე მეათე წელია ჩემი უერთგულესი მეგობარია ♥ :)

  2. Pingback: ადამიანის მეგობარი – ცხოველი « ნინაკას ბლოგი

  3. mzesaswauli October 5, 2011 at 9:27 am

    ფისო რომ ზის ტელევიზორის მაგიდაზე და დაბლიდან ძაღლი შეჰყურებს არის უამრესი სურათი :) დანახვისთანავე თბილად ჩამეღიმა :) მიუხედავად იმისა რომ მე ვერც კი წარმომიდგენია სახლში კატა მყავდეს, სხვების სახლებში სიამოვნებით ვეფერები ხოლმე :D

  4. temo October 5, 2011 at 10:50 am

    https://www.facebook.com/groups/142590645769435/?ref=ts
    gushin aqciac chatarda am dgestan dakavshirebit :) )

  5. ლიზიკუნა October 6, 2011 at 3:57 pm

    ნებისმიერ რამზე შემიძლია ტავის შეკავება რომ არ დამეტყოს არც წყენა და აარც გაბრაზება, მაგრამ თუ ქუჩაში ვინემ დავინახე რომ ცხოველს ჩაგრავს შემომაკვდება )))) ნებისმიერი კაცი იქნება თუ ქალი)) ერთადერთი რასაც გამოვყავარ მწყობრიდან.

    • ketusi October 6, 2011 at 4:01 pm

      მართალია,შეიძლება არ გიყვარდეს და არ ეკარებოდე,მაგრამ აგრესია რატომ უნდა გამოიჩინო? სადიზმს ვერ ვიტან!

  6. TFromJungle October 7, 2011 at 5:02 pm

    ცხოველები, ბუნება ჩემი სტიქიაა :) :) მე ძაღლი მყავს და ჭკუა მეკეტება იმისთვის. კატაც მაგრად მინდა და თუთიყუში მაგრამ ჯერ მარტო ძაღლი მყავს.

    • ketusi October 7, 2011 at 8:20 pm

      ძაღლიც მინდა, მაგრამ მაღალ სართულზე ვცხოვრობ და გაგვიჭირდება ეზოში ჩაყვანა

  7. MisterRomantic October 7, 2011 at 5:37 pm

    ცხოველები კარგია, ზოგჯერ ადამიანებზეც უფრო მეტად საყვარლები არიან :) მე ძაღლი მყავს 9 წლის. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ. დაბერდა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს:)

    • ketusi October 7, 2011 at 9:26 pm

      აბა რა, ამდენი წელი რომ შენთან იცხოვრებს,გიყვარს აბა რა.
      მე აგერ 4 თვეა მყავს კატა და ვგიჟდები ისე მიყვარს

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥ October 7, 2011 at 7:36 pm

    ra sayvareli kata gyavs ketusi :) vgijdebi katebze,magram me ar myavs.. :( deidachems yavs kata,magram karga xania ar dabrunebula saxlshi,qalebshi wavidao amboben :D am wutas lekvi myavs,mamachemis dzmakacma moiyvana.. ertaderti ram,rasac saxlshi acherebda deda-tutiyushi iyo,magram yvela mogvikvda,amitom agarc tutiyushebi gvyavs,mere bachia gvyavda mara egec damikles :D mokled, pet-ebshi ar maq bedi :(

    • ketusi October 7, 2011 at 9:26 pm

      იმ ლეკვსაც არ გიტოვებენ?

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ October 7, 2011 at 10:26 pm

        არა რას მიტოვებენ,მამაჩემის მეგობრისაა :დ ეჰ.. მთავარია მოვიყვანო და მერე ვინ გააგდებს ! მამა დამპირდა მოგიყვანო,სპანიელს.ვნახოთ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,195 other followers