Ketusi's Blog

take it easy,it's just life

პიკანტური ’აქცია’ ნანუკას შოუში

ამ სეზონზე ნანუკა ’სიგიჟეებს’ გვპირდება ნამდვილად მჯერა რომ მართლაც საინტერესო გადაცემები იქნება,რადგან სეზონი გახსნა უპრეცედენტო მოვლენით.

ვიცი,ბევრ თქვენთაგანს ნანახი გექნებათ ეს შოუ,მაგრამ მე მაინც ჩემს შთაბეჭდილებბებს გაგაცნობთ(ან ეგებ არ გიყურებიათ–მაშინ მოკლე კოლაჟი გამოვა )მივყვები ყველაფერს თანმიმდევრულად.

გადაცემის ჩაწერაზე მიმიპატიჟა ერთმა ჩემმა მეგობარმა,რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა,ჩემი მიაც წავიყვანე.ხოდა ეს ყველაფერს ’შიგნიდან’ მაქვს ნანახი :)

ძალიან საინტერესოდ მეჩვენა უშუალოდ ჩაწერის პროცესი–ამდენი კამერა,საინტერესო დეკორაციები,დარბაზში ხალხი.ყველაფერს დაჭყეტილი თვალებით ვაღთვალიერებდი–პირველად ვიყავი გადაცემის ჩაწერაზე.სულ ვამბობდი ,ნანუკა ’სტანდარტული’ ჟურნალისტი არ არის მეთქი,ზუსტად ისე მიყავს გადაცემა,როგორც მისი ფორმატი მოითხოვს–უშუალოდ,მაგრამ რაღაც თეატრალიზებურად.ბევრად უფრო საყვარელი ყოფილა ცხოვრებაში :).მომხიბლა მისმა ყურადღებიანობამ:დარბაზს სულ გვეკითხებოდა–მოგწონთ?ხომ არ გადავაკეთო? ასე კარგი იყო?

თან გვახსენებდა, რომ მოვქცეულყავით ბუნებრივად და რომ პრობლემა არ იქნებოდა,თუ რამეს გავაპროტესტებდით.(მაშინ არ ვიცოდით რატომ უნდა გაგვეპროტესტებინა რამე :) ,რა ვიცოდით თუ გოგოებს ’გაახდევინებდა’)

გადაცემის თემა იყო შალვა ნათელაშვილი,უფრო სწორედ ის, რომ შალვა არაფრით მოდიოდა გადაცემაში და ამიტომ ნანუკა მას საპროტსტო აქციას უწყობდა :)

ტყუილში რომ არ ჩათვლოდა, უკანასკნელად მაინც დაურეკა ნათელაშვილს და მოიპატიჟა გადაცემაში.ძალიან საყვარელი იყო შალვაც,ბევრი ვიცინეთ მის პასუხებზეც.

ნანუკას გადაცემაში სტუმრები ყავდა მოწვეული–ისინი,ვინც პირადად იცნობდნენ შალვა ნათელაშვილს .მათ ნანუკა კითხვებს უსვამდა  და სულ ის აინტერესებდა თუ რა იცოდნენ ისეთი,რაც შალვასთვის მაკომპრომენტირებელი იქნებოდა,რა აღარ კითხა და ცუდი შალვაზე ვერაფერი ’დააცდენინა’ :)

რამოდენიმე ცნობილი ადამიანიც გამოიკითხა,აი ნახეთ ვიდეო,თუ რას ფიქრობენ შალვაზე ცნობილი ადამიანები :

მოკლედ,სხვა გზა არ დარჩა ნანუკას,ამიტომ გადაწყდა იმპროვიზირებული აქცის მოწყობა!ამ აქციისთვის არც მეტი არც ნაკლები უკრაინელი რადიკალი ფემინისტი გოგონები ჩამოიყვანეს!

გამოვიდნენ ეს გოგონები ჩამომწკრივდნენ დარბაზის წინ და მაისურები გაიხადეს!ვაუ,დარბაზი შიკში იყო,ატყდა ტაშის კვრა და სიცილი.კიდევ კარგი იმ გოგოებს არ ესმოდათ რას ყვიროდა ზოგ-ზოგიერთი :)

გოგონები ”შალვა,შალვას” ძახილით ჩამომწკრივდნენ დარბაზის წინ და გაიხადეს მაისურები!

ნანუკას კი დარბაზის რეაქციისა გაუკვირდა.ნუთუ არავინ პროტესტს არ გამოხატავთო?არც გოგოებიო? რა ვიცი,მართლა მოულოდნელი კი იყო ამ გოგოების ასეტი გაშიშვლება,მაგრამ კისერიც უტეხიათ მეთქი,ჩემთვის ვფიქრობდი :)

ყველაზე ’საინტერესო’ თვითონ ეს მოძრაობა იმითაა ჩემთვის,რომ თავისებური პროტესტის გამოხატვის საშუალებას იყენებენ,რაც აბსურდულად მიმაჩნია.თან წარმოიდგინეთ გახდილ გოგოებს უჭირავთ პლაკატები ,რომლებზეც წერია ”უკრაინა ბორდელლი არ არის” ”უკრაინელი გოგონები არ იყიდებიან” –ხოდა ამ ყველაფერს აკეთებენ გოგონები,რომლებიც უპრობლემოდ იხდიან ხალხის წინაშე!არ გააჩნიათ არანაირი სირცხვილის გრძნობა.ხოდა ჩნდება კითხვა–მაინც რას ღა აპროტესტებენ?

ამასწინათ მათზე ინფორმაცია მოვიძიე.ისინი არიან უკრაინული  ფემინისტური მოძრაობა ”ფემენის” ექსტრემისტები.ეს მოძრაობა 2008 წელს საშა შეჩენკომ ჩამოაყალიბა.(უფრო მეტი იხილეთ   აქ .)

თავიდანვე ასეთი აუტენტური გამოსვლები ქონდათ,სხვათაშორის პირველები იყვნენ,ვინც პროტესტის ეს ფორმა გამოიყენა.

ხოდა ზუსტად ეს გოგონები იყვნენ სტუდიაში და უსირცხვოდ პოზირებდნენ მაყურებლის და ტელეკამერების წინ!ნუ,რახან ეს ’მხოლოდ და მხოლოდ’ უკრაინელები იყვნენ,დარბაზი ნორმალურად შეხვდა :).ყველაზე სასაცილო ის იყო,ეს გოგოები რომ ამბობდნენ,ჩამოვედით თუ არა, დავლიეთო(აქცენტი თვითონ გააკეთეს) და კდე ის,რომ  გვეშინოდა,ქართველ კაცებს ცოლად არ მოვეყვანეთო!–აი აქ ატყდა სიცილი დარბაზში!იყო საინტერესო რეპლიკები(ნუ,ყველაფერს ხომ არ დავწერ).ბიჭები კარგად ხალისობდნენ :),ბოლოს ნანუკას სთხოვდნენ არ ჩაიცვან მაისურებიო :)

შოუ დააგვირგვინა საცოდაობამ(მაპატიეთ,მაგრამ სხვა სიტყვას  ვერ ვპოულობ) სახელად სოსო ნარიმანიძე.ეს ადამიანი ნანუკამ ალბათ მანამდე განცდილი’შოკის’ გასანეიტრალებლად მოიყვანა.პრინციპში რას ვერჩი ამ ადამიანს,მღერის(?!) თავისთვის,მაგრამ საქმე ის არის,რომ კარგა ხანია ასეთი მყვირალა პროვინციალიზმი არ მინახია!სასაცილო იყო მისი საუბარი,ქცევის მანერა.მაგრამ ’დაგლიჯა’ ფრაზამ:”მაგათ არ უნდათ ნიჭიერები,გენცა,თავიანთები გაყავთ მაინც”–მგონი კითხეს არ აპირებ ნიჭიერში მონაწილეობის მიღებასო თუ რაღაც მაგდაგვარი,კარგად ვერ გავიგე.საწყალი,თურმე როგორ იჩაგრება :( აი,’დატკბით’ სიმღერით(მე კი ჩემი სარკაზმი მაპატიეთ)

მოკლედ არ მოვიტყუები,თუ ვიტყვი,რომ შოუთი თავიდან ბოლომდე ვისიამოვნე.

ნანუკას ყველა დავპირდით,რომ ჩაწერის დეტალებს არ გავახმაურებდით და მეც პატიოსნად  შევინახე სიტყვა(აი ამ პოსტსაც კი დაგვიანებითა ვაქვეყნებ)

ხოდა  შემდეგ შოუსაც მოუთმენლად ველოდები…

About these ads

8 responses to “პიკანტური ’აქცია’ ნანუკას შოუში

  1. ლიზიკუნა October 20, 2011 at 11:02 am

    მე ყოველთვის მომწონდა ნანუკა, მიუხედავად იმისა რას იძახდნენ ხოლმე მასზე. მიმაჩნდა ნიჭიერად და ყოველთვის პატივს ვცემდი მის შრომას და შემოქმედებას. მაგრამ ამ გადაცემის მერე ნანუკამ იმედები გამიცრუა . სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და სიმართლე გითხრა რატომღაც აღარ მაქვ სურვილი მისის გადაცემების ყურებისა. ჩემს თვალში ძალიან დაეცა.რა იყო ეხლა ეს? რაც არ უნდა შენთვის არასასიამოვნო პოლიტიკოსი იყოს ეს არ გაძლევს უფლებას დასცინო ასე არ არის? ვინაა ნანუკა რომ შლვა სასაცილოდ აიგდო და ასეთი აქცია მოუწყო შიშველი ქალების? ჩემთვის ამაზრზენი იყო. მე არ ვარ პოლიტიკის მოყვარული არც არავის მხარეს და არც არავის ვიცავ, მაგრამ იყო ეს შალვა თუ სხვა იქნებოდა მისის სასაცილო არავიაა.

  2. ლიზიკუნა October 20, 2011 at 4:50 pm

    ეხლა მაგ უკრაინელებს რაც შეეხება)))) და სიშიშვლეს)) წარმომიდგენია დარბაზში მჯდომი მამაკაცები რა დღეში ჩავარდებოდნენ და ნანუკა პროტესტს რომ ელოდა… რატომ გააპროტესტებდნენ როცა უფასო სტრიპტიზი იყო))))) რამდენი ვიცინე თავისი ლოზუნგები რომ წავიკითხე)) “გვეშინოდა,ქართველ კაცებს ცოლად არ მოვეყვანეთო” -ეს იყო კიდე ძაან სახალისო))) მოკლედ გადაცემის ამ ნაწილით მეც ვიხალისე))_))

  3. Lord Vader October 20, 2011 at 8:48 pm

    ნანუკას შოუ არ ვიცი და ეგეთი აქციები აქაც უნდა ჩატარდეს ხოლმე.
    საკნებზე უფრო კრეატიული იქნება და ეფექტურიც. :)

    • ketusi October 20, 2011 at 9:41 pm

      ხო, სად საკნებიო და სად გახდილი გოგოები ,ლოლ

      მიხარია შენი კომენტარი ჩემ ბლოგზე :)

  4. Chiamaria October 25, 2011 at 10:12 am

    მე ვიყავი ნანუკას შოუს სულ პირველი გადაცემის ჩაწერაზე, ლელა კაკულია რომ ყავდა სტუმრად მაშინ. ძალიან ნერვიულობდა მახსოვს, ხმა უკანკალებდა. მომწონს ეს გადაცემა. მახალისებს ხოლმე : ).

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,934 other followers

%d bloggers like this: