Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ტორტები … ტორტები … ტორტები

დღეს არავის უკვირს ორიგინალური ტორტები.არის ტორტის გაფორმების უამრავი საშუალება–ყვავილებით დაწყებული ადამიანის ფიგურებით დამთავრებული–თან ეს ყველაფერი იჭმევა კიდეც.მოსართავი მასალაც მრავალნაირია,კრემი და ბეზე უკვე უკანა პლანზე გადავიდა და მისი ადგილი პასტამ და მასტიკამ დაიკავა.ის ძალიან კარგი საშუალებაა ფიგურების გამოსაძერწად,რადგან პლასტელინისმაგრვარი მასაა და ხელოვანის ხელში საოცრებების შექმნის საშუალებას იძლევა.

დღევანდელ ამ ტექნოლოგიებს თუ გავითვალისწინებთ და უკვე შექმნილ შედევრებს(დიახ ,ზოგიერთი ტორტი ხომ შედევრია!)გადავხედავთ,მივხვდებით,რომ დღეს კარგი კონდიტერი ბევრად უფრო მეტია ვიდრე კონდიტერი–ის ხელოვანია,ის მხატვარი და სკულპტორია ფანტაზიის კარგი უნარით.აქვემოთ მოყვანილი  ტორტებთაგან ზოგიერთი  შეიქმნა  ფესტივალებსა თუ კონკურსებისთვის,ამიტომ განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩევიან.
კლიენტებიც,უკვე განებივრებული საკონდიტრო საქმის შესაძლებლობებით,შანსს არ უშვებენ ხელიდან და აი უკვე არცერთი ღირსშესანიშნავი დღე არ ჩაივლის შესაფერისი ტორტის გარეშე.
ამ პოსტში მინდა ამა თუ იმ მოვლენას მიძღვნილი სიუჟეტური ტორტის ნიმუშები შემოგთავაზოთ.მოდით,დავიწყოთ საქორწინო ტორტებით :)
რა არის ქორწილი?ეს ზეიმია,როდესაც წყვილი შეჰფიცებს ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს….

როგორც ბევრისთვის,ისე ჩემთვისაც ეს დღე რაღაც ლამაზ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანის დასაწყისად ასოცირდება.

ტრადიციად დამკვიდრდა ქორწილში დიდი საქორწილო ტორტის დაჭრაც.

თვითონ ტორტის დაჭრაც კი ერთგვარი სახალისო რიტუალია და ის ხიბლსაც მატებს ქორწილს!

ძალიან სახალისოა დიზაინერების მიერ შემოთავაზებული სიუჟეტური ტორტებიც.


დიახ,ზოგიერთი უცნაურია,თუმცა შემდეგი ორი კიდევ უფრო უცნაურია

ამ მამაკაცს იმდენად უყვარს ჰამბურგერი, რომ საქორწინო ტორტიც კი ჰამბურგერისმაგვარი აქვს :)

ამ პატარძალმა კი თავისი სიმაღლის ტორტი შეუკვეთა თავისსავე გამოსახულებით,თუმცა,როგორც ჩანს სულაც არ მოეწონა(რა ეგონა აბა, ტორტი ნახატი ხომ არაა) –დადგეს დაჭამოს ეხლა საკუთარი თავი!

ისეტი ტორტებიც იქმნება,რომლებსაც თითქოს ერთი შეხედვით საქორწილოს ვერ დავარქმვთ, თუმცა ეს უკვე კონკრეტული სახის ფანების შეკვეთაა.ჩემთვის გაუგებარია,რატომ უნდა გინდოდეს ,რომ საქორწილო ტორტი ნეგატიურ მუხსტს ატარებდეს!ნუთუ სხვანაირად არ შეიძლება იყო განსხვავებული?არ ვიცი…
წარმოგიდგენთ მათ,თუმცა ვიმედოვნებ,რომ უცხოელებს არ მიბაძავთ და თქვენი საქორწილო ტორტი როგორც მინიმუმი პოზიტიური გარეგნობის იქნება :)
ხოდა,ზოგს ზომბები უყვარს,მაგალითად,ამიტომ შესაბამის ტორტს უკვეთავს

ზოგს კი საკუთარ ქორწილშიც კი ’სისხლი სწყურია’ და პოტენციური ხელისშემშლელების ფიგურებსაც ხერხიტ უსწორდება–ეს ყველაფერი ტორტის მოკაზმულობაში,რა თქმა უნდა

რაც გინდა კარგი ტორტი გქონდეს ქორწილში,ის ვერ იქნება ოჯახის სიმტკიცის გარანტი.ოჯახი თუ ინგრევა,უცხოელი აწ უკვე ყოფილი ცოლ-ქმარი,ამ მოვლენასაც აღნიშნავენ და სიმბოლურ განქორწინების ტორტს მიირთმევენ.

ნუ, ამ შემთხვევაშიც ფანტაზიის ნაკლებობა არ იგრძნობა და სხვადასხვა სიუჟეტით დატვირთული განქორწინების  ტორტებს წავაწყდი ინტერნეტში.ზოგი მკვლელობის ელემენტებს შეიცავს,გაფორმებულია რა  გვამებით და მკვლელობის იარაღით,ანდაც მამაკაცის დამცირების სცენებია გამოყენებული.



მართალია,სიუჯეტურად ნეგატიური მუხტის მატარებელია ეს ტორტები, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას და საოცარი ნამუშევრებია,ყველა უზადოდ და ნატიფად გამოიყურება(განსაკუთრებით ზოგიერთი)

ყველა ტორტი,მართალია,მიძღვნილია სხვა და სხვა მოვლენისადმი(ქორწილი,დაბადების ეღე, ივენთი და ასე შემდეგ…)თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტორტია და ის იჭმევა! თუმცა ამ შემთხვევაშიც გემოვნებასთან გვაქვს საქმე და ზოგიერთი ისეთი ვიზუალის ტორტს სთავაზობს სტუმარს,რომ სუსტი გულის პატრონი და აზიზი ადამიანი მშვიდადაც კი ვერ უყურებთ,დაგემოვნებაზე სულ რომ არაფერი ვთქვათ.აი,ბატონო :


ეხლა კი ტორტის გალამაზების მცდელობის ნიმუშები ვნახოთ,დიახ,მცდელობა მხოლოდ,რადგან როგორც ხედავთ ’კრახი’ ტორტებია,უშნო და უფორმო.

არააკურატული მასტიკა და თან ცოცხალი ყვავილები :)

უშნო მოხატვა

არ მომწონს

გააფუჭეს ამხელა ტორტი!

ნუ,რა არის ეხლა ეს?!

’რაღაც’

იდეაში ’ძმები ჯონასები’ :)

’რაცხა’

კაცია თუ ქალია?

’ვაი’ პრინცესა :)

ნუ, ამათ კიდევ არაუშავს,რადგან მაინც ტორტია და დარწმუნებული ვარ გემრიელიცაა.

აი ეს კი ტორტის ბუტაფორიაა.გარეგნულად ტორტია,შიგთავსი კი არის:პური,ყველი,ძეხვი,მაიონეზი.გარედან კი გამდნარი ყველით არის მორტული.დიახ,ლამაზი კია,თუმცა ეს მხოლოდ მორტული სენდვიჩია :)

ისეთი სადღესასწაულო ტორტიც კი ,როგორიცაა ჰელოუინის ტორტი,შეიძლება იყოს შთმბეჭდავი და გამამაოგნებლად ლამაზი,მიუხედავად არასასიამოვნო სიუჟეტისა.დახვეწილი ელემენტები და ძალზედ რეალისტური ვიზუალი აქვთ ზოგიერთს,ბრრრრ

შევეშვათ ამ საშინელ სიუჟეტს  და ორიგინალური დაბადების დრის ტორტები ვნახოთ

ტორტები,რომლებიც საინტერესო და ლამაზებია

სიმართლე გითხრათ ამ არქიტექტურულმა შედევრებმაც გამაოგნა, როგორი ოსტატობითაა შესრულებული :)

გაიძეძგა უკვე პოსტი ამდენი სურათებით და მეტს არარ დავდებ,არადა,იმდენია კიდევ ძალიან რომ მომწონს ^__^ :)

ორ ლინკს გაწვდით,უამრავი სურათებია და შეათვალიერეთ ტორტები.

ტორტები 1

ტორტები 2

’გემრიელ’ დღეს გუსურვებთ

About these ads

24 responses to “ტორტები … ტორტები … ტორტები

  1. Marie October 24, 2011 at 11:17 pm

    ზოგი ძალიანაც მომეწონა ;დ

  2. კახი October 24, 2011 at 11:35 pm

    ბოლოდან მესამე ძაან მაგარია ^^

  3. healthylifege October 25, 2011 at 12:15 am

    სულაც არ არი საშინელი : )

  4. Chiamaria October 25, 2011 at 9:58 am

    სასაცილოებია <3

  5. tsotnee October 25, 2011 at 5:49 pm

    აი ჭიამაიას ვეთანხმები, სასაცილოები მაგრად! :) :) :)

  6. მარი ! November 29, 2011 at 10:05 pm

    ზოგი საყვარელია ,ზოგი კი საზარელი ^^

  7. rockermeloman December 20, 2011 at 9:22 pm

    აუ აუ აუ :) რა მაგარი პოსტია!!! ზოგი რა ლამაზი ტორტია… საჭმელად არ მიყვარს, ყურებაზე კი ვგიჟდები :) ყოჩაღ ქეთუს სერიოზული ნამუშევარია :) არ უნდა მქონოდა ეხლა ეს პოსტი მე ნანახი? :) ვახ

    • ketusi.com December 20, 2011 at 10:49 pm

      გაიხარე.
      ხო, გადავყევი ამ პოსტისტვის სუათების შეგროვებას,და კიდევ ბევრი არარ დავდე,რომ არ გადდტვირთულიყო ძალიან

      მე ჭამაც მიყვარს, ოღონდ გარეგნულადაც უნდა იყოს მიმზიდველი მაინც :)

  8. kisoki February 6, 2012 at 5:06 pm

    რა გემრიელობებია, სიამოვნებით მივირთმევდი რომელიმეს <3

  9. ტაწяნა April 27, 2012 at 7:52 pm

    ვაიმე ესეიგი პირს ვერ დავაკარებ იმ საშინელებებს და აი ეს ლამაზ და საყვარელი ტორტები შესაჭმელად დამენანება, თუმცა ეგეთი ტორტები ძალიან გემრიელია <3 <3

    • ketusi.com April 27, 2012 at 8:02 pm

      ხო, ის ტორტები,შენ რასაც გულისხმობ,ჩემტვისაც არასასიამოვნოა და მადას მიკარგავს :)

  10. oddcreature April 27, 2012 at 8:07 pm

    უიმე ზოგი რაძაან მარაზმატიკულია. აი დისნეის მომეწონა ყველაზე ძაან

    • ketusi.com April 27, 2012 at 8:27 pm

      კი, რამოდენიმეს მაინც,ვერაფრით შევჭამდი,არასასიამოვნოა კაცის თავი რომ არის,გინდაც ბავშვი,ფუუ

  11. lika February 16, 2013 at 4:34 pm

    tortebis gaketebas xom ar aswavlit vinme?

  12. Pingback: საინტერესო ფაქტები ტორტების შესახებ | Ketusi's Blog

  13. mariami November 10, 2013 at 4:09 pm

    arielis torti minda dzalian

    • ketusi.com November 11, 2013 at 12:19 am

      :)
      ძალიან გთხოვთ,სპამ კომენტარებისგან თავი შეიკავოთ (მარტო სმაილიკები რომ არის)
      მაქსიმალურად შემჭიდროვებულად გამოხატეთ აზრი ერთ კონკრეტულ კომენტარში :)

  14. n.b December 13, 2013 at 2:05 pm

    sad sheidzleba tortis gasapormrblad sachiro am mravalperovani masalebis shedzena? konkretulad ki sugar vailis yidva minda, xom vr damexmarebit? madloba winaswar

    • ketusi.com December 13, 2013 at 7:09 pm

      ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც მასალები ვაგზალზე,მაღაზია “პასაჟში” იყიდება ხოლმე…სხვა ადგილს ვერ ვიხსენებ,სიმართლე გითხრა

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,937 other followers

%d bloggers like this: