Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რატომ ხარ ბლოგერი?

რა არის ბლოგი?ეს ერთგვარი დღიურია,რომელსაც ფართო საზოგადოებას აცნობ.

ბლოგის წარმოშობაზე ძალიან კარგი სტატიაა აი აქ .

დღეს სიტყვა ”ბლოგი” ასე თუ ისე ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის და ინტერნეტმომხმარელსაც მეტი ინფორმაცია აქვს ბლოგების შესახებ.პირველი ბლოგები ჩვენთან დაახლოებით 5 წლის წინ გაჩნდა და მას მერე ქართული ინტერნეტმომხმარებელიც ინტენსურად ცდილობს ამ სიახლის ათვსებას.

ინტერნეტი ბევრისთვისაა ხელმისაწვდომი და ბევრია მისი შესაძლებლობებით მოხიბლულიც.ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ ის გარკვეული თვითრეალიზებისთვის ,გინდაც ეს მხოლოდ ვირტუალური იყოს.ხელმისაწვდომია უფასო დომენები და ინტერნეტში ახალი საიტებიც როგორც წვიმის შემდეგ სოკოები,ისე ჩნდება.მოდით უშუალოდ ბლოგებზე ვისაუბროთ!

მაშ ასე…

ბლოგი შეიძლება იყოს :

  • პირადი
  • თემატური
  • შერეული
  • დაწესებულება/ორგანიზაციის

რატომ აკეთებ ბლოგს?

ბლოგის გაკეთების სურვილი მრავალმა მიზეზმა შეიძლება გაგიჩინოს.პირადი ბლოგების მეშევობით ადამიანი ვირტუალურ სამყაროს უზიარებს თავის რეალურ ან გინდაც მოგონილ იმიჯს,ეს ერთგვარი თვითრეალიზაციის შესანიშნავი ხერხია.

ზოგ ადამიანს აქვს სურვილი ბლოგის პოსტებში ქვეყანაში ან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაუროს და თავისი სუბიექტური აზრი მოგვაწოდოს, იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე.ამ შემთხვევაში ბლოგერის გაიგივება ჟურნალისტთანაც შეიძლება მოხდეს,თუმცა ჟურნალისტისგან განსხვავებით მას აქვს უფლება სუბიექტური აზრი დააფიქსიროს.

ასევე ბლოგის მეშვეობით ძალიან ადვილია რაიმე საკითხთან დაკავშირებით შენი ცოდნის მკითხველისთვის გაზიარება.

სამწუხაროდ,ხშირად ზემოთჩამოთვლილ მიზეზებს არ ითვალისწინებენ ისინი, ვინც დღეს, რბილად რომ ვთქვათ,ბლოგს აკეთებს იმიტომ ,რომ  ’მოდაში’ შემოვიდა ბლოგის ქონა.არ დაეძებენ აქვთ  თუ არა პოსტის წერის და ბლოგის წარმართვის უნარი.უამრავ ადამიანს,ძირითადად მოზარდებს,უჩნდება სურვილი უბრალოდ იქონიოს ბლოგი.პირველი მიზანი რომ მიღწეულია(ბლოგი არის!–თან სულ ერთია მას რა ერქმევა)მხოლოდ მერე იწყებენ იმაზე ფიქრს,თუ რისი დაწერა შეიძლება(როგორ–ეს უკვე  სხვა საკითხია).ცხოვრებისეული გამოცდილების არ ქონის გამო ქვეყნდება უამრავი აბსურდული პოსტი,რაც ,თავის მხრივ,მისაბაძი ისევ მათი ტოლი დამწყები ’ბლოგერებისთვის’ ხდება :( .

ამიტომ თავიდანვე უნდა ჩამოყალიბდე,თუ რა სახის ბლოგი გინდა რომ გქონდეს და  შესაბამისი პოსტებიც უნდა წერო.

რას ემსახურება ბლოგი?

ბლოგი ემსახურება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შენი სუბიექტური აზრის გამოხატვას.პოსტი შეიძლება იყოს რაღაც ძალიან ბანალურ თემაზეც კი, მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ხიბლი, თუ იქ შენს სუბიექტურ(სასურველია ეს  ობიექტურიც იყოს) აზრს დააფიქსირებ.ბლოგის მეშვეობით ჩვენ ხომ ჩვენს სათქმელს ვამბობთ და ფართო აუდიტორიას ვუზიარებთ.ყველა სიტყვაც კი გააზრებული  უნდა იყოს, რადგან გინდა ეს თუ არა,ბლოგის პატრონი გარკვეული ავტორიტეტიც კი  ხდება გარკვეული კატეგორია მკითხველისთვის და ბლოგპოსტის მეშვეობით ხომ ძალიან ადვილია მკითხველზე ზეგავლენის მოხდენა.

პოსტების კითხვა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს.მათში აღწერილი მოვლენები ან მხატვრულად უნდა იყოს გადმოცემული, ან მათგან სასარგებლო ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ(ორივეს შერწყმა– იდეალური ვარიანტია!).

რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ბლოგი?

არავინ თქვას, რომ  ”რასაც ვწერ ჩემთვის ვწერო” ,შენი პირადი საქმეა რასაც წერ,მხოლოდ მანამდე, სანამ  საბედისწერო ღილაკ PUBLISH-ს დააჭერ თითს.აი მერე კი უკვე შენი ნებისმიერი პოსტი შეუზღუდავად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებლისთვის.და რახან გაქვს ამბიცია შენი პოსტი სხვას გაუზიარო, მაშინ კეთილი უნდა ინებო და გაითვალისწინო:

  • პოსტი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული.დამიჯერე, არავინ მეორედ შენს ბლოგზე ხალისით აღარ შემოვა,თუ იქ ისეთი წინადადებები დახვდება,რომლებიც გრამატიკულად გაუმართავია ან სასვენი ნიშნები არ/არასწორადაა ჩასმული!მართალია,მექანიკური შეცდომებიც ყველას შეიძლება მოგვივიდეს, მაგრამ მკითხველი უნდა გრძნობდეს, რომ შენ მას პატივს სცემ და ’ჰაი ჰარაზე’ დაწერილ პოსტს არ სთავაზობ.
  • პოსტის კონტენტი(შინაარსი) არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი.კი, შეიძლება ცხელ გულზე დაწერილიც იყოს  და მწვავეც იყოს, მაგრამ როდესაც პირად ან კონკრეტულ შეურაცხყოფაზე ან დისკრიმინაციაზე გადადიხარ, ეს უკვე მკითხველს არიზიანებს და ამიტომ შეიძლება მუდივი მკითხველი დაკარგო.
  • პოსტის სათაური უნდა იყოს პოსტში მოთხრობილი ამბის შესაფერისი!ხდება ხოლმე, რომ ’მყვირალა’ სათაურით მოხიბლული მკითხველი დააწკაპებს ლინკს და შემოვა შენს ბლოგზე,მაგრამ წააწყდება რა სათაურსა და პოსტს შორის შეუსაბამობას,იმედი უცრუვდება(ამ შემთხვევაშიც დიდი შანსია, რომ სხვა დროს უბრალოდ არ დაგიჯეროს მკითხველმა და გვერდი აუაროს შენს პოსტს).
  • ბლოგზე ხშირად ათავსებენ სხვა ბლოგებიდან და საიტებიდან დაკოპირებულ მასალას,რითიც ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ!არ დაგავიწყდეს,რომ ეს პლაგიატია და ის ისჯება კანონით!კი, მართალია, შეიძლება კიდეც მიაწერო ბლოში იმ საიტის ლინკი, მაგრამ ჩნდება ორი შეკითხვა: 1.ამის წაკითხვას განა ვერ  შევძლებდი ორიგინალ გვერდზე?.2.თუ საკუთარი პოსტი ვერ დაგიწერია,რად გინდა ბლოგი? … ასე რომ დასკვნები თავად გააკეთე.

ამ ეტაპზე სულ ეს არის,რისი თქმაც მინდოდა,ისედაც გრძელი პოსტი გამოვიდა.

ყველას წარმატებას გისურვებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

27 Responses to რატომ ხარ ბლოგერი?

  1. David Jorjoliani October 29, 2011 at 6:23 pm

    დათაგე ვინმე ..

  2. donaldo2191 October 29, 2011 at 6:28 pm

    gasatvaliswinebelia ))) zogi ram mec maq gasatvaliswinebeli..))

  3. ლიზიკუნა October 29, 2011 at 6:39 pm

    მე პორადად ბლოგი არ მაქვს და არც ვაპირებ მის ქონას, მაგრამ ძალიან ხშირი და შეიძლება ითქვას მუდმივი მკითხველი ვარ ბლოდების. მაგრამ მე როგორც მკითხველის, ჩემს აზრს გეტყვით. აბსოლიტურად ყველაფერში ვეთანხმები ქეთისის.მე პირადად ძალიან ბევრის ბლოგის სტუმარი ვარ, მაგრამ გამორCეულებიც მყავს. ბევრჯერ შევსულვარ ვინმესთან და იმის მერე იქ აღარ მქონია სურვილი მოხვედრის.პირველი რასაც ვანიჭებ უპირატესობას ეს რა ფორმით არის დაწერილი. პოსტს სიამოვნებით უნდა კითხულობდე და არა გაღიზიანებული რჩებოდე. ადრეც დავწერე პატივს ვცემ ყველას ვისაც წერის უნარი აქვთ. და ძალიან მიხარია რომ ბევრს შეუძლია . ის შეუძლიათ დაწერონ რასაც გრძნობენ და ფიქრობენ და დაწერონ რაც მთავარია ლამაზად და გახადონ სასიამოვნო წასაკითხი. შეიძლება აზრტა სხვაობა იყოს, მაგრამ ყველაფერზე კამათი შეიძლება ზრდილობის ფარგლებში. და ხანდახან კამათიც კი სასიამოვნო იყოს. ყოველთვის საინტერესოა სხვა აზრის მოსმენა (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში). ასე რომ ნამდვილად დაუკვირდით რაც წერთ როგორ წერთ და რისთვის და ვისთვის წერთ))) ვოტ

  4. ქეთი October 29, 2011 at 6:49 pm

    მშვენიერი და სასარგებლო პოსტია, ქეთუსი.
    იგრძნობა, რომ თვითონაც ითვალისწინებ იმას, რისკენაც სხვებს მოუწოდებ. ეს კი ძალიან იშვიათი და ძალიან სასიამოვნო მოვლენაა :) .

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥ October 29, 2011 at 6:55 pm

    ძალიან კარგი პოსტია ქეთუსი :) მადლობა :) შენი პოსტები ყოველთვის საავსეაა ინფორმაციით,რაც ძალიან საინტერესოს ხდის შენს ბლოგს. მიხარია რომ არსებობ ! :***

  6. rockermeloman October 29, 2011 at 8:08 pm

    kargi postia rogorc yoveltvis :) ) magram simartle gitxra yvelapershi ar getanxmebi :) ) sheidzleba amazrzeni blogic ki gqondes, magram es piradi saqmea, sazogadoeba cxovrebashi ar meyopa, rom axla aqac ar moveqce wesebis charchoshi? :D

    • ketusi October 29, 2011 at 8:13 pm

      ნწ,ხოდა მაგიტომ მიწერია, რომ ”შენი პირადი საქმეა რასაც წერ,მხოლოდ მანამდე, სანამ საბედისწერო ღილაკ PUBLISH-ს დააჭერ თითს.აი მერე კი უკვე შენი ნებისმიერი პოსტი შეუზღუდავად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებლისთვის.და რახან გაქვს ამბიცია შენი პოსტი სხვას გაუზიარო, მაშინ კეთილი უნდა ინებო და გაითვალისწინო” და ყველაფერი დანარჩენი :)
      ბლოგის მიზანი რა არის? ის რომ გაგაცნოს ტავი,ის ბაზარზე გამოტანილი საქონელივითაა, თუ კლიენტის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, მაში გამოდის, რომ ”წერე და თავადვე იკითხეო” და ამ შემთხვევაში ბლოგს ფუნქცია ეკარგება

  7. katerina October 29, 2011 at 8:41 pm

    გადასარევი რჩევები იყო. ისე პოსტს გააჩნია, პირადიც შეიძლება იყოს, რომელსაც შენთვის წერ, მაგრამ ამას სხვებს არ უშეარებ და შენთვის იტოვებ.ჩემთვის ბლოგი რაღაცნაირი განტვირთვაა ემოციებისგან და ფიქრებისგან :)

  8. აქსიომა October 29, 2011 at 9:29 pm

    ვაახ!! რა მაგარია ქეთ! აი ეს სულ სხვა საქმეა! მეორედ ვკითხულობ! :)

    • ketusi October 29, 2011 at 9:35 pm

      აუ, ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე ამ შეფასებით :)
      (აზარტში შევედი, კიდე ვწერ ერთს პოსტის შესახებ)

  9. shoka♥ October 30, 2011 at 11:23 am

    ქეთუსი ძალიან დამაფიქრებელი პოსტი დაგიწერია შენ =))
    მე ალბათ ჯერ კიდევ ახალბედა ბლოგერი ვარ (მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველი ბლოგი 1 წლის წინ გავაკეთე ბლოგსპოტზე) და ეხლა რომ ვკითხულობდი, თან ვფიქრობდი მეც ხომ არ მახასიათებს ასეთი “რბილად ნათქვამი ბლოგერობა” მეთქი…
    ბლოგი იმიტომ არ გამიკეთებია რომ მოდაშია, რადგან მე სადაც ვცხოვრობ იქ თიტქმის არავინ არ იცის ამის შესახებ
    პლაგიატობა ბავშვურად მეჩვენება უკვე…
    მყვირალა სათაურებით მეთვითონაც ბევრჯერ შევმცდარვარ და “დამიწკაპუნებია”
    საერთოდ ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი ბლოგი ნაკლებად პირადული იყოს, არ ვიცი რატომ..

  10. Lord Vader October 30, 2011 at 12:27 pm

    30% ექჰიბიციონიზმი+70%გრაფომანია=ბლოგერს
    ესაა და ეს. სიმართლე ყოველგვარი ფილოსოფიის და შელამაზების გარეშე.

  11. buchashvili1 November 1, 2011 at 8:32 pm

    კაი პოსტია : ) )

  12. ninnaka November 2, 2011 at 12:26 am

    ქეთუსი ყოჩაღ! :)

  13. Pingback: როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული « Ketusi's Blog

  14. presgeo December 1, 2011 at 10:36 pm

    magaria keqtusii da albad bevri gaitvaliswinebs amas chemi chatvlist :) rac sheexeba blogis sheqmnas me piradad namdvilad ar gamiketebia blogi imis gamo,rom ubralod modashia da blogeroba ufro “svewks” gamxdida… sulac ara ubralod mindoda chemi azrebi kargad tu cudat gamecno,gaomexata virtulaurs samyaroshi.. es aris da es.. pirad temebze mwerii blogerebispostebii cota naklebad gasakritikebelia radgan es piradia da radgan esmisia !

    shen rom ar gvyvavde ketusi::): gaixare

    • ketusi.com December 1, 2011 at 11:01 pm

      :* მადლობა ამ კომენტარისთვის ^^
      აი მე იმიტომ გავაკეთე, რომ მომეწონა ბლოგის ქონის აზრი და ავყევი ’მოდას’ :0 თუმცა მერე საკმაოდ სერიოზულად მოვეკიდე :)
      კრიტიკა კიდე მაინც საჭიროა,რადგან ხომ იცი ’ერთის ტავისუფლება მთავრდება იქ,სადაც მეორისა იწყება”(მთლად ზისტად არ მახსოვს,მომიტევე) ხოდა ბლოგზე დაწერილი სხვას მაინც არ უნდა შეურაცხყოფდეს.

      • presgeo December 1, 2011 at 11:08 pm

        ki martali xar da mepiradat cota dznelad vasruleb magas sxvas sheurawyofas arunda ayenebdes potshii… sorry all …. metismetad subieqturi var xolme :)

        • ketusi.com December 2, 2011 at 1:08 am

          მე სენ ამ კო0მენტარში არანაირად არ მიგულისხმიხარ,ისე :)
          თუმცა ეს პრიინციპი ყველამ უნდა დავიცვათ

        • Wang May 24, 2012 at 4:39 pm

          It’s posts like this that make surfing so much pleausre

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,195 other followers