Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ოქროს შემოდგომის დათოვლილი ქუდი


დღეს 30 ნოემბერია!აი შემოდგომაც დამთავრდა!

თქვენი არ ვიცი,მე კი  თითქმის არც მიგრძვნია შემოდგომის ხიბლი,არადა როგორ მიყვარს თბილი დღეები,გინდაც წვიმიანი,მაგრამ მაინც რომ არ ცივა!

სამწუხაროდ იმდენად გვიღალატა ამ სეზონმა,რომ ხეებს ჯერ ფოთლები არ დასცვენია და უკვე მესამედ გათოვების გაძლება მოუწიათ.

ისე, ძალიან ლამაზი იყო ჩემი ფანჯრიდან გადაშლილი ხედი—დათოვლილი მწვანე-ყვითელ ფოთლიანი ხეები! ^^

ასე რომ,რაღაც უკმარისობის შეგრძნება არ მტოვებს და მინდა ჩემ ბლოგს ვასიამოვნო შემოდგომის ლამაზი პეიზაჟებით.

12 Responses to ოქროს შემოდგომის დათოვლილი ქუდი

  1. ninnaka November 30, 2011 at 2:56 am

    ამ ფერებზე ვგიჟდები, მარტო ამიტომ მიყვარს შემოდგომა <3

  2. kavteli November 30, 2011 at 10:42 am

    სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე ყოველ დღეს თუ არა ყოველ კვირას მაინც განსაკუთრებული, თავისებური ხიბლი აქვს ხოლმე :)

    • ketusi.com November 30, 2011 at 8:41 pm

      კი, მეც მიყვარს შემოდგომა,მიყვარს სიგრილე,ყვითელფოთლებიანი ხეები <3

  3. taledream November 30, 2011 at 3:23 pm

    ძალიან ლამაზია შემოდგომა, მე სამწუხაროდ მთელი შემოდგომა ისე გავატარე დილიდან საღამომდე კაბინეტიდან ვერ გავდიოდი :( კიდევ კარგი ერთი ორი კვირა დღე მაინც მოვახერხე ბუნებით ტკბობა :) ძალიან ლამაზი სურათებია

  4. ლიზიკუნა December 1, 2011 at 8:46 pm

    ძააან ლამაზია ქე. ნეტავი ასეთი შემოდგომა გვქონოდა) შემოდგომის დასაწყისი მომწონს. მაგრამ ცოტა უკვე სიცივისკენ მიდის უკვე აღარ.ეს ფერები ძალიან მომწონს

    • ketusi.com December 1, 2011 at 10:12 pm

      ხოდა აი წელს ბოლოსკენ უკვე ძალიან ციოდა და ვერ ვისიამოვნე შემოდგომით ^^

  5. Green December 10, 2011 at 5:54 pm

    წელს ზამთარმა მოგვპარა შემოდგომა :( არადა როგორ მიყვარს და რამხელა გეგმები მქონდა… ულამაზესია ბეთანია და უძოს მონასტერი შემოდგომაზე, კიდევ ბევრი ადგილი თბილისის ირგვლივ

  6. Green December 10, 2011 at 5:56 pm

    ბეთანიაში ვიყავი ნოემბრის ბოლოს, თითქოს შემოდგომოსა და ზამთრის ნაზავი იყო თუმცა ისეთი სილამაზე არ იყო როგორიც შემოდგომაზეა
    http://www.facebook.com/MakeWorldGreener შემოდით მწვანე გვერდზე…

  7. Dodoshka Toria-Ramishvili March 30, 2012 at 2:15 pm

    dsalian lamasia da lamasse lamasi

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,195 other followers