Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ ჩავეხუტე კუბოს

სიკვდილი და ყველა მასთან დაკავშირებული განცდა და რიტუალი ბევრ ადამიანში შიშს იწვევს.ეს შიში ბავშვობიდან იწყება და ზოგჯერ საკმაოდ მოწიფულ ასაკამდეც კი სდევთ თან.

რატომ გვეშინია სიკვდილის? რატომ გვეშინია მკვდარი სხეულის ან გინდაც ჩასასვენებლის დანახვისაც კი? რატომ იწვევს ეს(ზოგიერთ)ადამიანში პანიკურ შიშს?ეგებ იმიტომ,რომ ამ დროს ვხვდებით,თუ რაოდენ სათუთია ადამიანის სხეული და როგორ შეიძლება ერთ დღეს ჩვენც მოვკვდეთ.ეს ფაქტი გვაძრწუნებს და ვცდილობთ უკუვაგდოთ ამაზე ფიქრი,რადგან ადმიანშიც დევს ყველაზე ძლიერი ინსტინქტი–თვითგადარჩენის ინსტინქტი.ეს ინსტინქტია ზუსტად,რომელიც გვკარნახობს,თუ როგორ მოვიქცეთ,რომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ ჩავაგდოთ.გაუთვითცნობიერებლად იბრძვის ადანმიანი თავისი არსებობისთვის და ყველაფერი რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება–  შიშს გვრის.

შიშმა არ იცის არც დიდი და არც პატარა! აბა გადახედეთ თქვენ სამეგობრო სანათესაოს:რამდენს ეშინია მიცვალებულის, ოთახის ,სადაც მიცვალებული ასვენია, ან გინდაც კართან აყურებული სასვენებლის სახურავის?დარწმუნებული ვარ — ბევრს აღმოაჩენთ.

მაგრამ ადამიანი მაინც ყველაფერს ეჩვევა,მათ შირის ცუდსა და არასასიამოვნოსაც.ასე ხდება, როდესაც გინდა-არ გინდა გიწევს მიცვალებულის სიახლოვეს ყოფნა.ეს თავიდან გიჭირს, თორე მერე მართლა ეჩვევი!

ამ პოსტის სათაურმა ალბათ საგონებელში ჩაგაგდოთ,არადა გადატანითი მნიშვნერლობით არ მიგულისხმია.სიკვდილზე დაწყებული თხრობა არ შემიძლია არ დავასრულო საკუთარი გამოცდილებით, რომელიც ეხლა უკვე ღიმილს მგვრის.

ეს დიდი ხნის წინ მოხდა,პირველკურსელი სტუდენტი ვიყავი.ჩემ მეგობარს ბიძა გარდაეცვალა,ისე მოხდა, რომ ერთად წავედით გასვენებაში და თან დაგვაგვიანდა.რომ მივუახლოვდით სახლს,მანქანები უკვე ეზოდან გამოდიოდნენ.ორი მანქანის კარი გაიღო:ასე სხვადასხვა მანქანაში აღმოვჩნდით.მე სამარშრუტო ტაქსში ავედი,დავჯექი და რას ვხედავ: ჩემ წინ კუბო დგას.ვიგრძენი როგორ გავფითრდი,ცივმა ოფლმა დამასხა… ვეცადე არ შემემჩნია ,თან მეგობრის დედაც იქ იყო და რაღაცას მეკითხებოდა.სასაცილო ის იყო, რომ გაფუჭებული გზა იყო და ხან კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი და ამიტომ კუბოს ჩავებღაუჭე, ხან კი რაღაც სადგომზე შედგმული სასვენებელი კინაღამ ჩამოვარდა და იქ მყოფებს ხელის შეშველება დაგვჭირდა.ასე რომ არ მომიტყუებია,როცა ავღნიშნე, რომ ’კუბოს ვეხუტებოდი’ :) .სასაფლაოზე რომ მივედით და მანქანიდან გადმოვედი–უკვე სულ სხვა ’მე’ ვიყავი–აღარაფრისა მეშინოდა!

აი ,ამგვარად მოვიშორე მიცვალებულის შიში,ჩემო მეგობრებო :)

ფსიქოლოგიაში აპრობირებული მეთოდია მჭირდო კონტაქტის დამყარება შიშის მომგვრელ ფაქტორთან.ეს მეთოდი მართლაც ამართლებს,რადგან როგორც წეღან ავღნიშნე–ყველაფერმა შეჩვევა იცის.

აბა რას იტყვით? გსურთ მზგავსი გამოცდილების შეძენა? ეგებ უარესი ამბავი გადაგხდენიათ თავს? რატომ ეშინია გარდაცვლილის ადამიანს თქვენი აზრით?

დასასრულს მინდა გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა

საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით

19 Responses to როგორ ჩავეხუტე კუბოს

  1. Nino December 15, 2011 at 8:20 pm

    მიცვალებულების ძალიან მეშინია :| :S

  2. rockermeloman December 15, 2011 at 8:37 pm

    ჰო მართლაც არაა ისეთი პოსტი ცუდ ხასიათზე დაგაყენოს : ) უბრალოდ არ მიყვარს მიცვალებულები, ამაზე ჩემი შეხედულება მაქვს. ადრე ირონიით ვუყურებდი, ახლა ასე მარტივად არაა საქმე. მას შემდეგ რაც ჩემს მამას დაემართა და შემდეგ კიდევ ჩემს ოჯახში მოხდა, ამაზე ლაპარაკი კი არა, სიკვდილის გაგონებაც კი არ მინდა : (

  3. ketusi.com December 15, 2011 at 9:34 pm

    შიში თავისტავად ცუდია, მაგრამ როდესაც ოჯახში უბედურება ხდებ, მერე სხვაგვარი შიში იცის :(

    • rockermeloman December 15, 2011 at 9:40 pm

      მერე რაღაც ფობიის მსგავსი, უაზრო და არარეალური, აუხსნელი შიში იწყება, ნუ ეს ძალიან მძიმედ არ უნდა გამიგოთ :) უბრალოდ მართლა ვერ იტყვი რისი გეშინია, სული დამძიმებულია უარყოფითი რამე-რუმეებით და ამიტომ ჟღერს ასე :)

  4. anoonymouss December 15, 2011 at 9:58 pm

    საინტერესო იყო ,, დამაფიქრე ხო იცი :o <3

  5. tekomai December 15, 2011 at 11:38 pm

    როდესაც გიყვარს ის ადამიანია გარდაგეცვლება(ჯვარი გვეწეროს :დ) მაშინ არა მგონია გეშშინოდეს მისი. მაგრამ რაც შეეხება უცხოს რავიცი ისე მეშინია ….:(

    • ketusi.com December 15, 2011 at 11:50 pm

      კი, მართალია და სანამ ეს არ მოხდება, მანამდე გგონია, რომ ვერც კი შეეხები.მეც ასსე ვიყავი სამან მამა გარდამეცვლებოდა, აი მაშინ სულ შემეცვალა დამოკიდებულება :(

  6. tamta jap. December 16, 2011 at 12:14 am

    მეშინია, რა… ღამე საწოლში რო ჩავწვე და იქ მიცვალებული დამხვდეს, გული გამისკდება, მაგრამ კუბოში, თავისთვის რომ წევს წყნარად და მშვიდად საწყალი, რა არის საშიში…

  7. presgeo December 16, 2011 at 1:14 am

    axla amwitasac ukve shesmhinda :D :D

  8. აქსიომა December 16, 2011 at 7:13 am

    “ფსიქოლოგიაში აპრობირებული მეთოდია მჭირდო კონტაქტის დამყარება შიშის მომგვრელ ფაქტორთან” – ქეთუსი ამ მეტოდმა შეიძლება ისეთი უკუშედეგი გამოიღოს სამუდამოდ გაუნადგუროს ადამიანს ან ბავშვს ფსიქიკა– არ გამოცადო რავისზე. . მაგარი პოტია. :*

    • ketusi.com December 16, 2011 at 12:18 pm

      ამ მეთოდმა უნებლიედ ჩემზე რომ გაამართლა იმიტომ დავწერე, თორე სხვას კი არ ვურჩევ კუბოს ჩაეხუტეთ თქო :) :) :)
      მაგრამ ფაქტია, რომ მაგალითად ადამიანებს, ვისაც ფრენის ეშინიათ სპეციალურ თვითფრინავში იმიტირებულ ფრენისას ავიაკატასტროფის ილუზიას უქმნიან,რომ სიტუაციას შეეჩვიონ და შიში მოიხსნან :)
      მადლობა კომენტარისთვის და შეფასებისტვის,აქსიომ :*

  9. Capt December 16, 2011 at 2:16 pm

    მიცვალებულის არა, სამწუხაროდ. ხანდახან თავად ვარ მიცვალებული : D მაგრამ შიში ხანდახან მიპყრობს, სხვადასხვა მიზეზის გამო და შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ : )) მართლა, როდესაც მეშინია, თავს გადასარევად ვგრძნობ, ვცდილობ ხოლმე რაც შეიძლება დიდ ხანხს გაგრძელდეს ეს შიში და არ გამიაროს. ეს ალბათ იმიტომ ხდება რო სხვა ადამიანური განცდები ძალიან იშვიათად მაქვს, თითმის არასდროს. და როდესაც მეშინია თავს კვლავ ადამიანად ვგრძნობ. არცერთ ფსიქოლოგს არ მივცემდი ნებას ჩემი შიშები გაექრო, არცერთ შემთხვევაში : )

  10. qetusia December 16, 2011 at 4:43 pm

    არასოდეს შემშინებია მიცვალებულის, ცოცხლების უფრო მეშინია მე :D ისე იმდენჯერ ვიყავი უკვე ჭირისუფალი რომ ხანდახან არავინ რომ არ კვდება ჩემს გარშემო გაკვირვებული დავდივარ, რა იყო ღმერთო ცოტა ხნით შავებისგან მასვენებ–თქო? :) მძულს ყვავილები რომლებიც მიცვალებულთან მოაქვთ, გული მერევა იმ ყვავილებზე.. მაპატიეთ ასეთი კომენტარისთვის:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,195 other followers