Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რა ჩავიცვათ და როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს

ოჰ,ეს ახალი წელი!ერთი წამის ამბავია,არადა როგორ ვემზადებით!ნაძვის ხეს ვდგამთ,სახლს ვრთავთ,საახალწლო მენიუს ვადგენთ და რაც კიდევ უფრო რთულია–ამ ყველაფერს ვამზადებთ.მაგრამ არის ერთი რამ,რაზეც ბევრად უფრო ადრე იწყებს ფიქრს ქალი.ეს ფიქრი მოსვენებას არ გვაძლევს,ვეძებთ ინფორმაციას ყველგან,რათა არაფერი შეგვეშალოს და ამ საზეიმო განწყობას ჩვენი თვითკმაყოფილი ღიმილიც შევმატოთ.რა არის ეს? რა და უამრავი ქალისთვის უმთავრესი–რას ვიცმევთ!საქმე რთულდება, თუ ახალ წელს რესტორანში ან კლუბში ვხვდებით,თუმცა სახლში ახალი წლის შეხვედრაც ’სრულ აღჭურვილობას’ მოითხოვს.

—კი მაგრამ ,ეს ხომ ყველა დღესასწაულს ეხება?

კი,ბატონო,ყველა დღესასწაული თუ მოვლენა,იქნება ეს დაბადების დღე თუ ქორწილი,მეგობართან ვიზიტი თუ პაემანი,თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება ახალ წელს შესაბამის ჩასაცმელზე ფიქრით.მაგრამ მას მერე,რაც აღმოსავლური  კალენდრის სიმბოლოებმა ჩვენი მსოფლმხედველობა რაღაცით მაინც შეცვალა და დაგვიყოლია თავისი წესების გატარებაზე, ჩვენს ახალ წელსაც შეემატა კალენდრის სიმბოლოს ნიშან-თვისებები.

მიუხედავად იმისა,რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალი წელი სულ არ ემთხვევა ჩვენს ახალ წელს(1 იანვარს),რატომღაც ბევრი მაინც ცდილობს ეს ორი განსხვავებული თარიღი გააერთიანოს და 1 იანვარსვე ცდილობს იმ კონკრეტული ნიშნის გულის მოგებას.მაგალითად მომავალი 2012 წელი წყლის, შავი დრაკონის წელია,რომელიც ძალაში მხოლოდ 23 იანვარს შედის!

მოდით ასე მოვიქცეთ.მე მოგაწოდებთ ინფორმაციას,თუ როგორ შევხვდეთ დრაკონის წელს და არჩევანი თქვენზე იყოს—ამას საახალწლოდ გააკეთებთ,თუ 23 იანვრისთვის :)

მაშ ასე!

როგორ მოვიპოვოთ წყლის შავი დრაკონის კეთილგანწყობა?

ეს მნიშვნელოვანია,რადგან,თუ მის კეთილგანწყობას დავიმსახურებთ–კარგი წელი გველოდება!

მოდით,ორი სიტყვით დავახასიათოთ დრაკონი.დრაკონი,თუმცა კი მისტიური არსებაა,ის მოუსვენარი და კაშკაშაა.დრაკონის ზოდიაქო კარმასაც ასახიერებს,მას მოაქვს ჯილდო კარგი საქმეებისთვის და სასჯელი დანაშაულისთვის.უფრო მეტის გაგება თუ გინდათ ამ სიმბოლოზე, ეწვიეთ აქსიომას ბლოგს და გაიგეთ რას ამბობენ დრაკონის წელზე მსოფლიოს ცნობილი ასტროლოგები.ეს წელი–განსაკუთრებული წელი იქნება.ამიტომ მას დახვედრაც განსაკუთრებული სჭირდება!

რახან ეს წყლის ნიშანია,წყალი კი შავთან ასოცირდება,შესაბამისაც სამოსში შავი დეტალები უნდა იყოს.

თუ შავს ოქროსფერს შევუხამებთ–ეს ოჯახში კეთილდღეობის მომტანი იქნება.დრაკონს ალისფერიც მოსწონს,მისი კომბინირებაც შეიძლება შავთან.

რადგანაც მოომდევნო წლის სიმბოლო წყლის დრაკონია,მის მხარდაჭერას მოიპოვებ,თუ კაბის ნაჭერი იქნება დავარდნილი და ფერით წყლის სტიქიის შესაფერისი!

ფასონს რაც შეეხება– თამამად ატარე ექსპერიმენტები!დრაკონს არ უყვარს ბანალურობა!ამ სიმბოლოსთვის ახალის წლის შეხვედრა ქალთევზას სილუერის კაბაში–საუკეთესო იდეაა!განიერ სახელოებიანი კაბაც შესანიშნავი იქნება–ეს ფრთების იმიტაციაა.

დრაკონი ფუფუნების მოყვარულია!ამიტომ ამ ღამეს ძვირფასეულობა შეუცვლელი ატრიბუტია!არანაირი პლასტმასი და ყალბი ბრწყინვალება!დრაკონის წლის იღბალს მოიზიდავთ ისეთი საიუველირო ნაკეთობით,რომელზეც გამოსხულია დრაკონი ,გველი ან ხვლიკი.

ფეხსაცმელიც კი უნდა ბრწყინავდეს!რადგან დრაკონს უყვარს ძვირფასი ქვების ბრწყინვალება,ჩაიცვი ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ფეხსაცმელი.თუ თვლი, რომ საერთო ჯამში სამოსს ბრწყინვალება არ აკლია, მაშინ ერთტონიანი,მაგრამ აუცილებლად ლაქირებული ფეხსაცმელი აირჩიე!

როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს?

ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე ხნით ადრე,მოსწყდით მზადების ფუსფუსს და გულში წარმავალ კურდღლის წელს მადლობა გადაუხადეთ ყველა მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენებისთვის,რაც მან მოგიტანათ.თუ ამ ფიქრებს მწვანილს ’დააყოლებთ’ კურდღელს ეს ესიამოვნება.

როგორც კი საათი თორმეტს ჩამოჰკრავს,მოახდინეთ კონცენტრირება რაიმე პოსზიტიურზე,გულწრფელად უსურვეთ ყველა იქ მყოფ ადამიანს და მელ დედამიწის მოსახლეობასაც კი ბედნიერება და სიხარული!

დრაკონი ემოციური და ენერგიულია,ამიტომ სტუმრებმა თუ მოიწყინეს–დრაკონის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებ!საღამო უნდა იყოს მხიარული,ხმაურიანი,უნდა ჟღერდეს ენერგიული მუსიკა,თამაშები კი იყოს აზარტული!ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ,ფლეილისტიც მოამზადეთ!შეარჩიეთ ენერგიული საცეკვაო მოტივები და ცეკვაშიც ბოლომდე დაიხარჯეთ!

მოერიდეთ ’ტიპიურ სცენარს’ ,შეიტანეთ სიახლე.თუმცა არის ერთი ხერხი,რომლითაც დრაკონის გულს საბოლოოდ მოიგებდით–წადით მოგზაურობაში და ახალ წელს შეხვდით იქ,სადაც ყველაზე განსაკუთრებულად ხვდებიან ახალ წელს!თუ ახალ წელს სახლში არ ხვდებით,არამედ ქუჩაში,მოედანზე,ეს კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილებაა,რადგან დრაკონი არის არსება,რომელიც მიჩვეულია სივრცეს,ამიტომ დღესასწაულის მოწყობა ღია სივრცეში–საუკეთესო აზრია!

როგორ მოვრთოთ სახლი?

ეს ხომ წყლის დრაკონის წელია, ამიტომ სალში გამოსაჩენ ადგილად დააწყვეტ წყლის სიმბოლოები.ეს შეიძლება იყოს ნიჟარები,ზღვის ვარსკვლავები,თევზები და წყალქვესა სამყაროს გამოსახულებები.რაღათქმა უნდა წლის სიმბოლოს–დრაკონსაც მიუჩინეთ საპატიო ადგილი.ტვითონ დრაკონის სიმბოლოს რაც შეეხება,მთაცარია,რომ დრაკონის ფიგურა არ იყოს სავი და რაიმე მეტალის. კარგია,როდესაც ის დამზადებულია კერამიკის,ბროლის ან ხისგან.ის ასევე შესანიშნავი საახლწლო  საჩუქარიც იქნება თქვენი ახლობლებისთვის.

რა უნდა იყოს სუფრაზე დრაკონის წელს?

სუფრის სერვირება  უნდა იყოს მდიდრული.აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ყვითელი ფერი!ეს შეიძლება იყოს სუფრა,ჭურჭელი ან ხელსახოცები მაინც.დრაკონს ’მოეწონება’ ასევე ნიჟარები,როგორც დეკორის ელემენტი.

სუფრაზე უნდა ჭარბობდეს ხორცის კერძები.ამავდროულად –არანაირი კონსერვი და ნახევარფაბრიკატი!ყველაფერი ახალი ხორცით უნდა იყოს მომზადებული.

რადგან ეს წყლის დრაკონის წელია,არ დაგვავიწყდეს თევზი და ზღვის პროდუქტი.გარნირი ნებისმიერი შეგიძლია შეარჩიოთ–იყავით ორიგინალურები!

სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოგრის ერთი კერძი მაინც!მაგალითად მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კერძი–გოგრის დაჭრილ ნაჭრებს მოასხით ლიმნის წვენი ან თაფლი.გოგრის გამოყენება დეკორის ატრიბუტადაც შეგიძლიათ!

სუფრაზე აუცილებლად დაანთეთ სანთლები!არ დაგავიწყდეთ,რომ ცეცხლი–ცეცხლისფრქვეველი დრკონის აუცილებელი ატრიბუტია.თანაც ლამაზი სანთლებით გაწყობილი სუფრა ბევრად უფრო სადღესასწაულოდ გამოიყურება და მყუდრო განწყობასაც ქმნის.

მასპინძელმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ წლის დადგომისას ყველა ადამინში იღვიძებს ’დრაკონი’,ამიტომ ფრთხილად იყავით, რათა კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა იმთავითვე აღმოფხვრათ!

*********************************************************************************

ამ ბლოგზე ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას,თუ რომელ ქვეყანაში ახალი წლის დახვედრის რა ტრადიციები აქვთ:

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 1)

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 2)

ყველს  გილოცავთ დამდეგ ახალ წელს !

ქეთუსის ბლოგი გისურვებწარმატებულ,ბედნიერ და იღბლიან წელს  !

About these ads

19 responses to “რა ჩავიცვათ და როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს

  1. აქსიომა December 25, 2011 at 10:27 pm

    :* ერთ–ერთი პირადი, საუკეთესო და ინფორმაციული ბლოგია ქართულ ბლოგოსფეროში.

    • ketusi.com December 25, 2011 at 10:34 pm

      უღრმესი მადლობა ამ შეფასებისთვის ,აქსიომ,’საუკეთესოზე’ შეგედავები, მაგრამ ინფორმაციული კი მინდა იყოს :)

  2. rainbowofmysky December 25, 2011 at 11:21 pm

    arsebobs neta iseti ram rac shen ar ici? informaciit daxunzluli adamiani xar…sakmaod saintereso da sasargeblo informaciit….

  3. მარი ! December 26, 2011 at 12:09 am

    ქეთუსი :))))
    ახალი წელი ისე მიხარია ,ისე რომ მეშინია არ გავგიჯდე :)
    მადლობა რჩევებისათვის :)

  4. Mallorie December 26, 2011 at 10:27 am

    ქეთუსიკო, როგორც ყოველთვის დროული და საინტერესო ხარ.. <3
    ძალიან საჭირო და კარგი პოსტია..
    ყოჩაღ! <3

  5. nincho December 26, 2011 at 2:16 pm

    ქეთუსი მართლაც საინტერესო და ინფორმაციული ბლოგი გაქვს ჩემო კარგო:) ბედნიერ ახალ წელს გისურვებ,მუდამ ასეთი ენერგიული ყოფილიყავი:*

  6. tamta jap.t December 26, 2011 at 7:49 pm

    მეც ძალიან მიყვარს ეს ბლოგი და ეს პოსტიც მომეწონა, მაგრამ ერთი რამ რომ არ ავღნიშნო, ისე ვერ გავალ. “ტუფლი” ძალიან ცუდად ხვდება ყურს, არ მეთანხმები?

    • ketusi.com December 26, 2011 at 8:00 pm

      დიდი მადლობა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ.
      ’ტუფლს’ რაც შეეხება,მეც ვიფიქრე, მაგრამ ’ფეხსაცმელი’ უფრო ზოგადი მცნებაა, და სიტუყვა ’ტუფლს’ უფრო იყენებენ ჟურნალები ასეთ შემთხვევაში და მეც ამიტომ დავწერე.თუმცა,მოდი,ჩავასწორებ,იყოს ’ფეხსაცმელი’ :)

    • ketusi.com December 26, 2011 at 8:01 pm

      ხო,მადლობა შენიშვნისთვის :*

      • tamta jap. December 27, 2011 at 3:19 pm

        არა, რა მადლობა )) პირიქით, კარგია რომ მიიღე და გაგებით მოეკიდე. ზოგს რამე რომ შეუსწორო, ისეთ დღეს დაგაყრის, იქ შესვლა აღარ მოგინდება :* არ გიცნობ, მაგრამ ესე შორიდან ძალიან მომწონხარ და პატივს გცემ იმ თვისებების გამო, რასაც ბლოგზე ამჟღავნებ )

        • ketusi.com December 27, 2011 at 3:24 pm

          დიდი მადლობა,ჩემო კარგო
          ხო, შენიშვნას რაც შეეხება,ყველა ადამიანები ვართ და ვუშვებთ შეცდომებსაც,მთავარია გამოსწორებაც არ დავიზაროთ,იმასაც გააჩნია რა ტონით გეტყვიან–ამ შემთხვევაში ტონი შეიძლება საწყენი იყოს,მაგრამ ყურადსაღები მაინც არის.შენ კი ძალიან ტაქტიანად მომმართე და მესიამოვნა.ისიც მართალია, რომ ზოგს არანაირი მითითება არ იყვარს შეცდომეზე,ნუ,ეგ მათი კიდევ ერთი პრობლემაა :)

  7. rockermeloman December 27, 2011 at 10:34 pm

    ოქროსფერის ატანა არ მაქვს რა :დ დანარჩენს რაც შეეხება მომწონს, წყლისფერი თავისი ეფექტებით… კარგია…
    პოსტი მშვენიერი გამოვიდა :)

  8. vertikaluri December 28, 2011 at 4:48 pm

    ვიფიქრე, ვიფიქრე, კომენტარი სად დამეტოვებინა და ეს ბოლო პოსტი ავარჩიე – მითუმეტეს, რომ დრაკონი ჩემი წელია:) კომენტარში კი მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო, თავიდან ბოლომდე ამ ბლოგის დამსახურებაა ჩემი ბლოგის იდეა–ხორცშესხმა–ამუშავება:) მეგონა, ვორდპრესს ვერ “დავამუღამებდი”, მაგრამ აქ ისე მარტივად, გასაგებადაა ახსნილი ყველაფერი, რომ ჯერ პრობლემა არ მქონია. რამე რომ მჭირდება, პირდაპირ აქ მოვდივარ:)
    ასე რომ, დიდი მადლობა და გილოცავ დამდეგ ახალ წელს! :)

    • ketusi.com December 28, 2011 at 9:29 pm

      დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის,ჩემო კარგო.
      მეც გილოცავ დამდეგ ახალ წელს :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: