Ketusi's Blog

take it easy,it's just life

თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი

ყველა ბავშვს უყვარს ახალი წელი და საერთოდ, ბავშვებს დღესასწაულები უყვართ!უყვართ მრავალფეროვნება,ხალხმრავლობა,სიურპრიზები და საჩუქრები.ხალისით და უფროსის მიმართ რუდუნებით ყველა ეროვნების ბავშვი ხომ ერთმანეთს გავს!ყველა მშობელი ცდილობს დღესასწაულებზე ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას,მათ გამხიარულებას და დასაჩუქრებას.განსაკუთრებულია ამ მხრივ ახალი წელი–ის ხომ ჯადოსნური ღამეა,როდესაც ოცნებები ხდება და ბავშვები ნანატრ საჩუქრებს იღებენ და ამ ყველაფერს ზღაპრული პერსონაჟი აკეთებს.თოვლის ბაბუაა,ის ჯადოსნური პერსონაჟი,რომელიც ბავშვების წასახალისებლად და მათთვის ზეიმის განწყობის შესაქმნელად ჯადოსნური სამყაროდან მოდის!

ერთი ნეტარებაა ბავშვის გაცისკროვნებული თვალების ხილვა,როდესაც თოვლის ბაბუის საჩუქარს იღებს!საჩუქარი ხომ ან თავად თოვლის ბაბუს მოაქვს,ან ზღურბლთან ან ნაძვის ხესთან ხვდება პატარას!

ბევრი ბავშვი,ახალი წლის მოახლოებისას,თავისი საქციელის გადახედვით აფასებს –ეკუთვნის მას საჩუქარი,თუ არა, მაგრამ ძირითადად ისე ხდება,რომ ყველა მათგანი იღებს საჩუქას.

აბა რომელი მშობელი ატკენს ბავშვს გულს!

მსობლისთვისაც როგორი სითბოთ გაჟღენთილი რიტუალია წინასაახალწლო სამზადისი.ჯერ ბავშვს წერილს აწერინებს,მერე ამ წერილს თოვლის პაპისთვის შესაფერის ადგილას დებს,რომ მოვიდეს პაპა და წაიღოს.ამ წერისლის ხელში ჩაგდებაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს,რომ იცოდეთ.ზოგი ბავშვი გულმოდგინედ დარაჯობს წერილს,რომ ის მხოლოდ თოვლის პაპის ხელში მოხვდეს!

წერილი რომ ხელთ აქვს,მშობელი იწყებს ჩამოთვლილი საჩუქრების შეძენას.სულ რომ წვრილმანები ეწეროს,დამიჯერეთ,საბოლოოდ კარგი მრგვალი თანხა ჯდება!მაგრამ,როგორც წესი,თითქმის სრულად უსრულდებათ სურვილები ბავშვებს.

ყველა დანახარჯი და ძალისხმევა ანაზღაურებულია,როდესაც საჩუქრების მიღებისას ბავშვის გახარებულ სახეს ხედავ!

რა თქმა უნდა,ჩემ შვილს მეც ამგვარ საჩუქრებს ვუკეთებდი,ყველაფერს ვყიდულობდი,რაც თოვლის ბაბუის წერილში ეწერა.მერე ამ ყველაფერს ლამაზ ქაღალდში ვფუთავდი,ლენტებს და საჰაერო ბურთებს მივაბამდი და კარადაში ვმალავდი.12 საათს რომ გადაცილდებოდა,როდესაც მამამისი აივანზე შუშხუნების სასროლად გაიყვანდა,მე ჩუმად კარის მიღმა ვდებდი და ვეძახდი,რომ კარი გაეღი,ვითომ ვიღაცამ დააკაკუნა!

ბავშვთან ერთად მშობლებიც ხარობენ ამ დროს,რადგან საჩუქრის ჩუქება შვილისთვის არანაკლებ სასიხარულოა,ვიდრე თავად მიღება.

ისე, საქართველოში ზოგ ბავშვთან თოვლის პაპა მოდის,ზოგთან კი თოვლის ბაბუა.ეს დამოკიდებულია იმ კუთხეზე, საიდანაც არის წარმოშობით ოჯახი.დასავლეთში აბუა იციან,აღმოსავლეთში კი–პაპა!

გინდ ბაბუა იყოს და გინდაც პაპა, ბავშვბისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, რადგან მთავარია, რომ ეს იყოს სათნო,კეთილი მოხუცი მამაკაცი,გრძელი ტეთრი წვერით,ჯოხით და დიდი ხურჯინით,რომელშიც ბავშვებისთვის საჩუქრები უწყვია.

ქართული თოვლის ბაბუა/პაპა უხსოვარი დროიდან არსებობს.

სხვა ხალხებს მათთვის დამახასიათებელი თოვლის ბაბუები ყავთ.

რუსეთში, მაგალითად თოვლის ბაბუას ქვია Дед мороз რაც ნისნავს ’ყინვის პაპას’ ,მას თან ახლავს გოგონა Снегурочка ,’თოვლის გოგონა’ ,რომელიც ეხლამერება საჩუქრების დარიგებაში.

ევროპასა და ამერიკაში ბავშვებს საშობაოდ და საახალწლოდ სტუმრობთ სანტა კლაუსი.ჩვენი თოვლის ბაბუისგან განსხვავებით სანტა კლაუსს არ აქვს ისეთი შორეული ფესვები.

სანტა კლაუსის წარმოშობის ისტორიასაც მოგიყვებით.

პერსონაჟი ’სანტა კლაუსი’ ამერიკის მოსახლეობის საშობაო და წინასაახალწლო ყოფაში დამკვიდრდა 1860 წლებში.’სანტა კლაუსი’ დანიური სიტყვაა და ნიშნავს წმინდა ნიკოლასს, რომელსაც მოკლედ ’სინტაკლას’ -ს (Sintaklaas) უწოდებდნენ.სანტა კლაუსს აუცილებლად უნდა ქონოდა თეთრი წვერი და დიდი ღიპი

ეს მცნება შემოიტანეს დანიელებმა მეჩვიდმეტე საუკუნეში,თუმცა საშობაო სიმბოლოდ ის მხოლოდ მას მერე იქცა, რაც ნოველისტმა ვაშინგტონ ირვინგმა ის თავის ნოველაში მოიხსენია,რომელიც მან 1809 წელს დაწერა.მას მერე კი,რაც 1829 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა სიმღერა Jingle Bells ,ის ახალი წლის მუდმივი თანმხლები გახდა.

თავიდან სანტა კლაუსი ისევ წმინდა ნიკოლასად (St. Nicholas) მოიხსენიებოდა,ის ეწეოდა ჩიბუხს,დაფრინავდა ეტლით(ირმების გარეშე),თუმცა მაშინ არც წითელი ტანსაცმელი ეცვა,არც ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობდა და არც საჩუქრები მოჰქონდა ყოველ წელს ბავშვებისთვის.

მაგრამ აი უკვე 1863 წელს მას ქვია ’სანტა კლაუსი’, აცვია წითელი სამოსი,აქვს ჩიბუხი,ყავს ირემი და ციგა.

აი ასეთი ისტორია აქვს ამერიკულ სანტა კლაუსს :)

ახლა უკვე ისიც ვიცით, რომ ის ლაპლანდიაში ცხოვრობს და ირმებით შეკაზმულ ციგით დაფრინავს,საკვამურიდან აღწევს სახლებში და ბავშვებს ნაძვის ხის ქვეშ ან წინდებში საჩუქრებს უტოვებს!

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის მას საჩუქარს თოვლის პაპა აჩუქებს,თუ სანტა კლაუსი?არანაირი!

მართალია,კარგა ხანია ბავშვი აღარ ვარ, თან ჩემ ბავშვობაში მარტო თოვლის პაპა/ბაბუა ვიცოდით,თუმცა მე ჩვენებური თოვლის პაპა/ბაბუა უფრო მიყვარს,თან ის კარზე აკაკუნებს და არ ძვრება საკვამურში სანტა კლაუსივით :)

ამ პოსტს ჩვენი პატარების სიყვარულით ვწერ!

მიინდა,რომ გარკვეულ ასაკამდე ყველა ბავშვს სწამდეს ამ საოცრების,რაც მის ცხოვრებას მეტად ახალისებს!მინდა,რომ უხაროდეთ, რომ სადღაც, დათოვლილ ადგილას ,არის პაპა/სანტა,რომელიც მის თხოვნებს გულისყურით მოეკიდება და საშობაოდ ან საახალწლოდ მას გაახარებს!

ვულოცავ ბავშვებს დამდეგ 2012 წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და უამრავ სიხარულს!

მინდა, რომ ყველა პატარამ,განურჩევლად ერისა და სარწმუნოებისა ,საახალწლო საჩუქარი მიიღოს!

About these ads

6 responses to “თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი

  1. niksologi December 30, 2011 at 3:31 am

    რაღაცნაირი თავისებური მუღამი აქვს ახალ წელს.
    კონკრეტულად არავინ იცი რა, მაგრამ ყველა შეთანხმებულია რომ უნდა უხაროდეს : )

  2. გლეხის ბიჭი December 30, 2011 at 6:55 am

    აღვნიშნე კიდეც, რომ ახალი წლის პერიოდი არ მიყვარს. მაგრამ როცა პატარების ღიმილიან სახეს ვხედავ, ვრწმუნდები, მათთვის გარკვეულ დრომდე აუცილებელია ტყუილებში ცხოვრება :)

    • ketusi.com December 30, 2011 at 4:45 pm

      კი, მეც მასე ვფიქრობ, უნდა იყოს ბავშვების ცხოვრებაში რარაც ამოუცნობი და საიამოვნო და ჯადოსნურის ელემენტი.რატომაც არა

  3. dadfashion January 17, 2012 at 11:33 pm

    ვაიმეე თოვლის ბაბუაააააააააა.მართალია უკვე დიდი გოგო ვარ და ამეების არ უნდა მჯეროდეს მაგრამ მე მაინც მჯერა და ვგიჟდები ესეთ რაგაცეებზე….ვგიჟდები თოვლის ბაბუაზეეეე :*:*:*:*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: