Ketusi's Blog

take it easy,it's just life

10 თებერვალი–ოჯახის მფარველი ანგელოზის დღესასწაული

მცნება “მისტიკა” შენთვის ბევრის მთქმელია?

რა იცი ამის შესახებ? დაინტერესებულხარ?

შენი  არ ვიცი, მაგრამ მე მისტიკა და მისტიური სამყარო ყოველთვის მაინტერესებდა და გაფაციცებით ვისმენდი და ვცდილობდი დამემახსოვრებინა ყველა ის ამბავი,რაც მისტიურ ძალებთან იყო დაკავშირებული.

თუ ადამიანთა ისეთ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელსაც ‘არაფრის’ სჯერა,მაშინ ,ალბათ, ამ პოსტსაც სისულელედ ჩათვლი,მაგრამ ეს შენი ნებაა,ყოველ შემთხვევაში ჩემი თხოვნა იქნება,რომ ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოამჟღავნო კომენტარებში :)

გადავწყვიტე ბლოგზეც ახალი კატეგორია “მისტიკა” დავამატო და პოსტებსაც დავწერ მისტიკაზე და პოლტერგეისტზე..

ამ პოსტში კი მინდა მოგითხრო სახლის ანგელოზის დღესასწაულზე.

მცნება “სახლის ანგელოზი”  პრაქტიკულად ყველა ერის ადამიანებში გვხვდება,გავიხსენოთ გინდაც რუსული ‘барабашка’  :).ასე იყო საქართველოშიც,მას დიდ პატივს სცემდნენ.ჩვენთან ასევე მას ‘კერის ანგელოზს’ უწოდებდნენ.ის უხილავია,ისვიათად ტუ ‘დაენახება’ ადამინს,ჩვეულებრივ ყოფასი მისი არსებობა შეუმჩნეველია.შეიძლება ყველა სახლში არც ბინადრობს,ნუ, ეს უკვე ჩემი მოსაზრებაა.ვიცნობ ორ ადამიანს, რომლებსაც უშუალო შეხება ქონდათ სახლის ანგელოზთან,ამ პოსტში მხოლოდ იმას გეტყვი, რომ მას არ უყვარს ბილწსიტყვაობა! ის იცავს სახლს,თუმცა ზოგჯერ ცელქონს,ან უბრალოდ გეთამაშებათ :)

საქართველოში ოჯახის მფარველი ანგელოზის დღეც აღინისნებოდა,ეს იყო დღესასწაული დამახასიათებელი რიტუალებით.ძვირფასო სტუმარო,ზუსტად ამის შესახებ მინდა მოგითხრო!

ეს დღესასწაული აღინიშნება 10 თებერვალს,ანუ 9 ში რამის 12 საათზე დგება.

რა კეთდება ამ დღეს?

9 თებერვალს სახლი კარგად უნდა დალაგდეს,ყველა ნივთი თავის ადგილას უნდა დაიდოს.

დღესასწაულზე ანგელოზს საჩუქარი უნდა მივართვათ—ქოშები! ეს შეიძლება იყოს სიმბოლური,რაიმე დეკორატიული ქოშები ან ჩვეულებრივი ქოშები, რომლებიც მერე შეიძლება 1 წელი ატარო.საჩუქარი შეიძლება სხვა რამეც იყოს.საჩუქრის მირთმევისას უნდა წარმოვთქვათ:”ოჯახის მფარველო ანგელოზო,აი,საჩუქრად ქოშები.იგი შენია და მთელი წელი ატარე.თუ დამიფარავ და კეთილად წარმართავ ჩემ საქმეებს და ოჯახური პრობლემების მოგვარებაშიც დამეხმარები,მეც ყურადღებიანი ვიქნები შენ მიმართ.მომავალ წელს კი ახალ საჩუქარს მოგართმევ”.მომავალ დღესწაულზე ძველი საჩუქარი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ და ახლით შევცვალოთ.

 9- 10 თებერვლის ღამეს რძიანი ფიალა უნდა დავტოვოთ მაგიდაზე, რადგან ოჯახის მფარველ ანგელოზს ძალიან უყვარს რძე.

ოჯახის ანგელოზს ძალიან მოსწონს ყვავილები,ბრჭყვიალა ნივთები,გემრიელი სასუსნავი,ამიტომ 10 თებერვალს უნდა გამოცხვეს ნამცხვარი,(ხილიანი გულსართით ჯობია),გაკეთდეს ტკბილი ფლავი,გქონდეთ სუფრაზე რძე.

10 თებერვალი უპრობლემოდ გაატარეთ,კონფლიქტების გარეშე!უყურეთ ფილმს,რომელსაც აუცილებლად კარგი დასასრული ექნება,სტუმრად ‘ტკბილ’ ოჯახს ეწვიეთ და კარგი ურთიერთობები დაგებედებათ.

დაანთეთ საეკლესიო სანთლები,დაწვით საკმეველი.

აი ამგვარი დღესასწაული მოუწყვეთ ოჯახის მფარველ ანგელოზს!

ასევე ნახეთ რუსულენოვანი სტატია პოლტერგეისტის ამგვარ გამომჟღავნებაზე აი აქ 

და ბოლოს პატარა პოლი,რომელშიც გთხოვთ,რომ მონაწილეობა მიიღოთ

15 Responses to 10 თებერვალი–ოჯახის მფარველი ანგელოზის დღესასწაული

  1. Keti Go January 27, 2012 at 2:00 pm

    ქეთუსი, მისტიკა თუ ასე გაინტერესებდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი :) შენს გამოკითხვაში, მგონი, პირველმა დავაჭირე ღილაკს “მჯერა”. მიდი და ნუ დაიჯერებ… ჩემს ცხოვრებაში იმ რაოდენობით ხდება სასწაული, რომ უკვე ჩვეულებრივ ამბებად მიმაჩნია. ვფიქრობ, სხვა ადამიანებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილება, მაგრამ ამაზე საუბარს უმეტესობა ერიდება. მიზეზი? გიჟად ან ტრაბახად არ ჩამთვალონ. შენ როგორ ფიქრობ?

    • ketusi.com January 27, 2012 at 2:10 pm

      კი, ქეთი,მისტიკაც მაინტერესებს და ბიოენერგეტიკაც,ცოდნის გარკვეული ‘ბაგაჟიც’ მაქვს ამ ყველაფრის სესახებ და ნელ-ნელა დავდებ პოსტებს ამ სფეროსტან დაკავშირებით.
      ჩვენი სამყარო სავსეა მისტიურიტ და ზებუნებრივით,ძალიან ჯიუტი უნდა იყო, რომ არ დაიჯერო მისტიური ზალების არსებობს,რადგან არსებობენ უტყუარი წყაროები.პირადად მე როგორც ასეტი არ მქონია სეხება ასეტ მისტიკასთან, თუმცა ჩემთვის სრულიად სანდო ადამიანებისგან ისეთი ამბები მაქვს მოსმენილი, რომ თმა ყალყზე დამიდგა.
      ამაზე მართლაც ერიდება ზოგი საუბარს, თუმცა ეს ზალიან ცუდია, მართლაც ზოგი ზედმეტად ირონიულად აღიქვამს, მაგრამ მე ვტვლი, რომ ეს იმის ბრალია,რომ თავიანთ გაუთვითცნობიერებას და სეიძლება შიშშაც ნიღნავდნენ გარეგნული ირონიით.ანუ ეშინიათ–ამიტომ უარყოფენ (ეს ფსიქოლოგიაში ცნობილი მოვლენაა)

      • Keti Go January 27, 2012 at 2:25 pm

        არის კიდევ ერთი მიზეზი – თუ ასეთი “სისულელეების” არ გჯერა, მაშინ უფრო “ძერსკი” ტიპი ხარ. ამაზე მხოლოდ მეღიმება :)

        • ketusi.com January 27, 2012 at 2:36 pm

          ნუ, ეს უკვე ადამიანის სიბრიყვეზე მიანისნებს :) მართლა არიან ასეტებიც,მარტალი ხარ

  2. Keti January 27, 2012 at 2:00 pm

    ეგ თარიღი საიდან გაჩნდა? წყარო, თუ შეიძლება :)

    • ketusi.com January 27, 2012 at 2:13 pm

      წლების წინ ამოვიკითხე ერთ ჟურნალში თუ გაზეთში და სპეციალური რვეული მაქვს,სადაც მზგავსს თარიღებს მოვინიშნავ ხოლმე,რადგან მისტიკა და მასთან დაკავშირებული ამბები ყოველტვის მაინტერესებდა.

  3. ლიზიკუნა January 27, 2012 at 2:42 pm

    “У каждого дома свой домовой” ანუ “ბარაბაშკა”. აუ როგორ მიყვარდა ეს მულთფილმი თავის დროზე)))) მე მჯერა, თუმცა არაფერი მსგავსი არ გადამხდენია თავს

  4. იალინდა January 27, 2012 at 3:05 pm

    ძალიან მომეწონა პოსტი და რჩევებსაც გავითვალისწინებ! ისე, ყველას თავისი кузя რომ ჰყავს ოჯახში ფაქტია:)))))

    • ketusi.com January 27, 2012 at 3:12 pm

      მიხარია, თუ მოგეწონა.კი, მეც ვტვლი, რომ ყველას ჩვენი кузя გვყავს(ვგიჯდები მაგ მულტფილმზე, საუკუნეა არ მიყურებია).
      თუ არ ვცდები ეს პირველი შენი კომენტარია ჩემ ბლოგზე,ხოდა ხსირად მესტუმრე ხოლმე, გამეხარდება. სენი ბლოგიც ვნახე და ძალიან მომეწონა.

      • იალინდა January 27, 2012 at 3:45 pm

        აუცილებლად ჩემო კარგო, იმედია ბლოგებით ვიმეგობრებთ:))))))

        • ketusi.com January 27, 2012 at 5:38 pm

          შემოდი იმ ჯგუფებში,სადაც მე ვარ,თუ ასაკი ხელს გიწყობს.

          • იალინდა January 27, 2012 at 6:04 pm

            სიმართლე გითხრა, არ ვიცი რა ჯგუფებზეა ლაპარაკი, მე ამ ბლოგებში და ჯგუფებში დიდად გარკვეული არ ვარ:)) ასაკი არ ვიცი რამდენად მიწყობს ხელს, 27 წლის ,,ხანდაზმული” ბლოგერი ვარ:)))))))

  5. Pingback: ფუძის ანგელოზის ‘გადაპატიჟება’ « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,195 other followers