საიუველირო ხელოვნების საოცარი ნიმუშები
ამასწინათ YouTube-ზე ‘ძრომიალისას საოცარ ვიდეოს გადავაწყდი, იმდენად მომხიბლა, რომ რამოდენიმეჯერ ვუყურე.მაშინვე მომინდა ჩემი მკითხველისთვის გამეზიარებინა ჩემი ემოცია,თუმცა არ ვიჩქარე და რამოდენიმე ვიდეოც , რომლებმაც საფუძვლიანად მომხიბლა, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას.ძვირფასი ქვეფი ყოველთვის მიყვარდა, იუველირების ოსტატობასაც ძალიან ვაფასებ და ვაღიარებ, რომ საოცრებებს ქმნიან.ბევრი რომ არ გავაგრძელო, მინდა რამოდენიმე შთამბეჭდავი ნიმუში გაჩვენოთ.
ამ ვიდეოში(საოცარი ვალსის თანხლებით) თვალს ვერ მოსწყვტთ რამოდენიმე ვარდის ნიმუშს, რომელიც ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებითაა შესრულებული.ეს გახლავთ “Le Bal des Roses” კოლექცია,რომელიც დიორისთვის (Dior) შექმნა ვიქტორია დე კასტელანმა(Victoire de Castellane).
არადა,მათთან შედარებით უფრო ‘მარტივ’ ნაკეთობას კი რამდენი დრო და ენერგია ჭირდება!აი, იხილეთ შემდეგი ვიდეო,აქ ისევ და ისევ დიორის სახლისთვის შექმნილი ბეჭდის მთელი საიუველირო პროცესია ნაჩვენები!
აქ კი რუსეთის საგანძურია წარმოდგენილი.ზოგიერთი ნიმუში ფაბერჟეს (Fabergé) ხელს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმპერიული ხანისაა.დატკბით მათი ბრწყინვალებით!
აქ კი წარმოდგენილია ევროპის სამეფო ოჯახების ძვირფასეულობა და გვირგვინები–საოცარი ხელოვნების ნიმუშებია!
იმედია,ჩემსავით იაიამოვნეთ ამ სამკაულის თვალიერებით *_*
გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე.
Posted on January 28, 2012, in საინტერესო ^^ and tagged საიუველირო ნაწარმი, ძვირფასი ქვები, ხელოვნების ნიმუში, Dior. Bookmark the permalink. 1 Comment.







Pingback: ბრილიანტის მაგიური აურა « Ketusi's Blog