Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ ‘გავადიდოთ’ პატარა ბინა

ტიპიური კორპუსის ბინები არ გამოირჩევიან დიდი ფართით,ზოგჯერ თითო ოჯახის წევრზე ერთი ოთახიც არ მოდის,ამიტომ ამ პირობებში თვითოეული კვადრატული მეტრი ფასეულია.საცხოვრებელი ფართის თანამედროვე დეკორირების საშუალებები იძლევა საშუალებას ვიზუალურად გავადიდოთ ფართი,რაც ადამიანის ფსიქიკაზეც დადებითად მოქმედებს.ფართის გადიდების ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება შუშისა და სარკისებური ზედაპირის გამოყენება,ინტერიერში და მოსაპირკეთებელ ზედაპირებზე ღია ტონების გამოყენება, მეტი მზის სინათლის მიწოდება.

         

ფართის გადიდების ყველაზე მარტივი და ორიგინალული მეტოდი ეფუძნება არეკვლის კანონებს,ინტერიერში სარკეების გამოყენებით შეიძლება ვიზუალურად  გავაორმაგოთ ოთახის ფართი.სარკეები სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვიყენოთ— როგორც ცალკეული ჩარჩოში ჩასმული დაკიდებული სარკე,როგორც ერთიანი სარკის ზედაპირიანი პანელები,რომლებიც აკრია ავეჯზე,კედლებზე, ჭერზე ან ეს შეიძლება იყოს პატარა მაგიდა,რომელიც მოპირკეთებულია სარკეებისგან შექმნილი  მოზაიკით.

  

 

 

 

 

 

 

შუშა, ისევე,როგორც სარკე,ხელს უწყობს  სივრცის გაფართოებას.მასალის გამჭვირვალობის მეშვეობით ხდება ოთახის საზღვრების შერბილება.სინათლე,რომელიც ზედაპირს ეცემა,ბზინვარებას მატებს მას და აირეკლება ოთახის სხვა კედლებზე,რის მეშვეობითაც ოთახი უფრო მეტად ნათდება.

 

 

არ არის აუცილებელი,რომ მთელი კედელი იყოს შუშის ან სარკისებური ზედაპირის,საკმარისია კარადაში დავაწყოთ შუშის ან ბროლის ჭურჭელი იმგვარად,რომ ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს ეწყოს,რომ მზის სხივი ეცემოდეს.

  

უბრალო  შუშის ჟურნალის მაგიდასაც კი თუ ისე დადგამთ,რომ მან მზის სხივი აირეკლა– გააფარტოებს ოტახს.

პრიალა და ბრჭყვიალა ზედაპირით მოპირკეთებული ზედაპირიც ვიზუალურად აფართოებს სივრცეს,რადგან სინათლეს აირეკლავენ და ამით ოთახს სინათლით და ბრწყინვალებით ავსებენ.პირადად მე,მაგალითად,საძინებლის კედლები მაქვს ვერცხლისფერი და სინათლე რომ ეცემა–ირეკლავს,ეს მართლაც უფრო მეტი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მომგებიანია შეფერილობა,როდესაც ღია ფერის კედლები, რომელიც იატაკისკენ მუქდებიან,ამგვარად ფერი ვიზუალურად სიმაღლეს მატებს ოთახს და ფართო სივრცის შეგრძნებასაც ტოვებს.

ყველაზე მთავარი მაინც ოთახის ვიზუალური მოცულობის შექმნისას არის მისი დეტალებით დატვირთვა!რაც უფრო მეტი ავეჯია ოთახში,მით უფრო პატარა გვეჩვენება ის.

აი ცარიალ ოთახსი კი თითქოს უფრო მეტი ჰაერია და იქ ყოფნა უფრო სასიამოვნოა.კარგი ეფექტი აქცვს ჩაშენებულ კარადებს,რომლებიც უფრო მეტ ფართს ათავისუფლებენ, ვიდრე ჩვეულებრივი კარადები.

იმისათვის,რომ პატარა ოთახი უფრო დიდი გამოჩნდეს,მნიშვნელოვანია ოთახში ავეჯის სწორი განლაგებაც.მაგალითად,თუ ოთახს ზონებად ვყოფთ— შუა ოთახში ჩადგმული დივანის  მეშვეობით,მაშინ იმისათვის, რომ მან ვიზუალურად გააფართოოს სივრცე,ის უნდა შეეხამებოდეს ოთახის სხვა ელემენტებს.მაგრამ თუ დივანი ფერით არის დატვირთული  —- ამას საპირისპირო ეფექტი ექნება.თუ დივანს ან სავარძელს შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს დავდგამთ— ეს ვიზუალურად გაზრდის ოთახს,მაგრამ თუ მათ გვერდიდან ან ზურგიტ დავდგამთ, ეს დამატებიტ ზედაპირს შექმნის და დააპატარავებს  სივრცეს.

გაითვალისწინეთ, რომ თავისუფლების შეგრძნებას გვაძლევს ცარიელი კუთხეები და ოთახის შუაგული.

სივრცეს აპატარავებს დიდი მცენარეები და გაბარიტული ავეჯი,კარადები, რომლებიც გადატვირთულია წიგნებით და ჭურჭლით.

 

ასე რომ,გაითვალისწინეთ ეს ნიუანსები და შედეგი აშკარა იქნება.

About these ads

4 responses to “როგორ ‘გავადიდოთ’ პატარა ბინა

  1. perwklii February 11, 2012 at 1:52 pm

    კარგი მეთოდებია, თუმცა იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ სამ ოთახზე ათი კაცი მოდის, ვერ უშველის :დ

  2. ლიზიკუნა February 13, 2012 at 8:04 pm

    მიყვარს დიდი ფართი, ნათელი და დიდი შუშებით და ძალიან მიყვარს დიდი სარკეებით.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: