Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2012 ზამთრით დაიწყო

სკოლაში ბუნების გაკვეთილები ძალიან მიყვარდა,მასწავლებელიც კარგი გვყავდა,სულ რაღაც ახალს და ინოვაციურს იგონებდა ხოლმე.ხშირად ექსკურსიებზე დავყავდით,რამოდენიმე წელი სკოლის დიდ ეზოში ბაღ-ბოსტანის კი გაგვაშენებინა ბავშვებს და მცენარეების მოვლას ვსწავლობდით.ხან ბაღში გაგვიყვანდა და დავსვამდა—გასუსულები ჩიტებს და მწერებს ვაკვირდებოდით….

ყველაზე მეტად კი ის მიყვარდა,როდესაც ყიველდღიურად დღის ამინდის მონაცემებს ვიწერდით და მერე კვირის ბოლოს ვაჯამებდით.მე ამ მონაცემებს ვინახავდი ხოლმე და მომდევნო წლის მონაცემებს ვადარებდი ხოლმე(სტატისტიკა ძალიან მიყვარდა :) ).გული მწყდებოდა, რომ არაფერი გამორჩეული არ ხდებოდა,იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ერთხელ,მეშვიდე კლასში რომ ვიყავი,9 ნოემბერს(ეს დღე კარგად მახსოვს,რადგან ათში ჩემი დაბადბის დღე იყო) მოვიდა ისეთი თოვლი,ისეთი დიდი ფანტელებით,რომ ლამის სასწავლო პროცესი ჩაიშალა.წლები გადიოდა და სკოლაში მაგ საგანს უკვე აღარ ვსწავლობდი,მერე იყო უმაღლესი… სურათების გადაღება ყოველთვის მიყვარდა იმითაც,რომ მიხვდებოდი რომელ სეზონზე როგორი ამინდი იყო….

ბოლო წლებში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა,ეხლა ისევ იმ ‘მოსაწყენ’ წლებს ვნატრობ, როდესაც ზაფხული ზაფხულს გავდა ზამთარი —ზამთარს,გაზაფხული–გაზაფხულს,შემოდგომა კი შემოდგომას.ეხლა რა ხდება? მგონი მარტო ორი სეზონი გვაქვს მეტ-ნაკლები გარდამავლობით.ზაფხულში ან სასტიკი სიცხე,ან უჩვეულო სიცივე,უჩვეულოდ თბილი შემოდგომა,ან შემოდგომასვე დაწყებული ზამთარი.პრაქტიკულად კარგი გაზაფხულიც მოგვენატრა!

წლევანდელმა ამინდის ანომალიებმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ეს მარტო საქართველოს კი არ ეხება—ჩვენი პლანეტის უმრავლეს რეგიონებში აღინიშნება ანომალიური ამინდი.შარშანაც იყო შემთხვევა, რომ უჩვეულო ადგილებში თოვლი მოვიდა(აფრიკის კონტინენტზე) მაგრამ არა ასეთი ხანგრზლივობით და ინტენსიობით,როგორც წელს.

საინფორმაციო გადაცემებს რომ ვუსმენ,მგონია, რომ უამნინდობამ მთელი პლანეტა მოიცვა…

საქართველოში

საქართველოში ასეთი ყინვები 30 წლის წინ დაფიქსირდა,მაშინაც გაიყინა მტკვარი,მაშინაც ტემპერატურა -10ზე ქვევით დაეცა.

უჩვულოდ დიდხანს შემოგვრჩა თოვლი,ფანჯრიდან რომ ვიყურები,დღესაც მიწა და სახლების სახურავები თოვლით არის დაფარული იმიტომ, რომ დღის გამვავლობაშიც და ღამეც ისევ ყინავს :( ,მეც კი,ვისაც თოვლი და ზამთარი ძალიან მიყვარს,უკვე ყელში ამომივიდა ეს სიცივე!

 

დღეს რომ გარეთ გავედი,უკვე თოვლჭყაპი დამხვდა.თან ისე სასაცილოდ დავდიოდი ქუსლიანი ფეხსაცმელით :) ქუსლი ყინულში ჩადიოდა ,ფეხის წვერბი ზევიდან რჩებოდა და ასე ‘აყირავებული’ მძლივს დავდიოდი :)

უფ, ნეტა როდის დადნება ეს ამდენი ყინული?

ჩვენ რეგიონებშიც როგორი დიდთოვლობაა, ორ მეტრამდე თოვლი მოვიდა და უღელტეხილები გადაიკეტა.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთან მაინც არ არის ისეთი ანომალიური ამინდის ცვლილება,როგორც სხვა ქვეყნებშია.

აი ,მაგალითად, იაპონიაში იანვარში ორ მეტრამდე  თოვლი მოვიდა!!(წყარო)

 

გამაოგნა იმ ფაქტმა,რომ,შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპირო გაიყინა!ქალაქ ოდესის სანაპიროს სურათები არაამქვეყნიურს გავს თითქოს.ბოლოს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო გაყინული იყო 1977 წელს.

პირველ რიგში ნახეთ ვიდეო,გადაღებულია ოდესის სანაპირო და დაფიქსირებულია ხმა,თუ როგორ ხმებს გამოსცემს ყინული,მის ქვეშ მოძრავი წლის ზეწოლის შეგედად.

აი გაყინული ოდესის სანაპირო:

 

 

სრულად გაყინულა აზოვის ზღვაც და ყინულის ტყვეობაში აღმოჩნდა  ათობით გემი.

ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ალჟირში და ტუნისშიც  მოვიდა თოვლი(ჩრდილოეთ აფრიკა),რაც პირველად მოხდა.მოსახლეობა აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა სიცივესა და თოვლს.აბა რა იქნებოდა,ეს ხომ ის ქვეყანაა,სადაც მთელი წლის განმავლობაში ლამის მარტო ზაფხულია.საწყალი არლჟირელები და ტუნისელები,მსხვერპლიც მოყვა ან სიცივეს.

 ბ

თოვლი და უამინდობა ევროპის ბევრ ქვეყანაშია,გერმანიასა და შვეიცარიაში ფრენებია შეჩერებული.სტატისტიკის მიხედვით ევროპაში უამინდობას 300 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

თოვლი არა, მაგრამ წვიმებმა წალეკეს პერუ,განადგურებულია საკურორტო ზონები და მოსავალი, მეწყერი ბევრგან ჩამოწვა და სახლები დაანგრია.პერუელებიც ცუდ დღეში არიან და თანაც პროგნოზიც არადამაიმედებელია—კიდევ რამოდენიემე დღე გაგრძელდება წვიმებიო.

როგორც ვხედავთ უამინდობა ისეთ მასშტაბებს იღებს,რომ ეს უკვე ანომალიის კატეგორიაში გადადის.თიქოს პლანეტა აგვიჯანყდა და ადამიანებს ჭკუას გვასწავლის.ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგებს ვიმკით.გლობალური დათბობა რომ მარტო ‘დათბობითი’ ეფექტით არ ვლინდება—ეს წელს გამოვცადეთ!შეიცვალა ამინდის ტენდენციები მთელს მსოფლიოში და საქმე უარესობისკენ მიდის.საშველიც არაფერია ამ ეტაპზე,რადგან ის ქვეყნები, რომლებიც გარემოს აბინძურებენ ისეთი მასშტაბებით,რომ შედეგად გლობალური დათბობა მივიღეთ,არაფერს აკეთებენ,რომ სიტუაცია გამოასწორონ.როგორც ამბობენ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ბუნებისგან ‘სურპრიზებს’ უფრო ხშირდაც უნდა ველოდეთ.

ეს ყველაფერი მაინც არ არის მიზეზი იმისა, რომ აპოკალიფსის მოახლოებისა გვეშინოდეს,როგიორც ამას შიშს აყოლილი დამიანები ამტკიცებენ და გულისკანკალით ელიან 2012 წლის დასასრულს ქვეყნიერების დასასრულსაც,თუმცა მე მათ რიგს არ მივეკუთნები.მე უბრალოდ გული მომდის იმ ადამიანებზე,ვის ხელშიც არის ძალაუფლება იმისა, რომ რაიმე შედეგისმომტანი ნაბიჯი გადაიდგას მსოფლიო გარემოს დაცვის მხრივ.რას ფიქრონბენ?რატომ არ ზრუნავენ დედამიწაზე  დღეს?რისი იმედი აქვთ? ჩვენ და მათაც ხომ დედამიწის გარდა ‘სახლი’ სხვაგან არ გვაქვს!

ბოლოს კი,გნწყობა  რომ გამოგისწოროთ,გთავაზობთ ამ სურათს.ეს არის გაყინული ზღვის მარილიანი წყალი.აი ასე ლმაზად იყინება ზღვის წყალი—-ყვავილებს გავს!

 

About these ads

6 responses to “2012 ზამთრით დაიწყო

  1. აქსიომა February 18, 2012 at 2:54 am

    რაა ეს? კიდევ გულის გახეთქვა მინდა მეე? :დ

  2. samuraisxmali February 19, 2012 at 5:23 pm

    30 wlis win ar vyofilvar da ar vici magram, 2008 wels amaze magari yinva iyo. rusTavis tba ise gaiyina, xalxi zed Tavisuflad dadioda, wels ki ar gayinula ase magrad.

    • ketusi.com February 19, 2012 at 5:26 pm

      მე 14 წლის წინ მახსოვს ისეტი ყინბევი იყო,10 სანტიმეტრი ყინული იდო ასფალტზე ეზოში :)
      უბრალოდ გლობალური მასშტაბით იშვიათად ხდება უამინდობა :)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: