Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფორთოხლისფერი ფორთოხალი

უკვე შუა ზამთარია,მე კი სეზონური ხილის შესახებ ვერ დამიწერია პოსტი!ალბათ უცნაურად ჟღერს ეს სიტყვების მათთვის, ვინც ჩემი ბლოგის მკითხველი არ არის, რა სეზონური ხოლიო ვითომ, მაგრამ აი ქეთუსის ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ წელიწადის სამი დროისთვის შესაბამისი პოსტი მაქვს დაწერილი და ამ პოსტებში სეზონის ფავორიტ ხილზე მაქვს საუბარი.გახაფხულზე  იყო პოსტი მარწყვზე,ზაფხულში საზამთროზე, შემოდგომას– ყურძენზე.

ზამთარია ეხლა და ამ სეზონის ჩემ ხილად ვაცხადებ ხილს,

რომელიც ისეთი პოპულარულია,რომ  ყველა იცნობს!

იმდენად სასარგებლოა,რომ მასზე ლეგენდები დადის!

ისეთი ლამაზია,რომ გინდა სულ უცქირო!

ის შიგნიდანაც და გარედანაც ერთი ფერისაა!

რომელიც მარტო ჭამო კი არა,შეგიძლიაო დალიო კდეც!

და რაც მეტს სხვამ—-მით უფრო ბედნიერად გრძნობ თავს!

მას ჩემი შვილი ბავშვობაში ‘ბუტატას’ ეძახდა!

და ეს ხილი არის

ფორთოხალი

ფორთოხალი ძალიან მიყვარს.ციტრუსებიდან–ყველაზე მეტად!’ჩემი’ ფორთოხალი დეკემბრის ბოლოს შემოდის,მანამდე სურვილიც არ მაქვს,რომ დავაგემოვნო.რა ჯობია ქორფა დიდ ფორთოხალს რომ გაფრცქვნი(თან კანის ფორებიდან  შხეფების ბრიზში ხვდები ^_^) და გემრიელად მიითმევ,იფ,იფ…

მუდამ,როდესაც ფორტოხალს მივირთმევთ,ამ სასიამოვნო გრძნობების გარდა ორგანიზმი იღებს:

ვიტამინებს: C ,A,B1,B2 და B6;

მინერალებს: კალიუმს,კალციუმს,ნატრიუმს,ფოსფორს;

კარბოჰიდრატებს: შაქარს(ფრუქტოზა და გლუკოზა) და მცენარეულ ბოჭკოს.

პექტინების დიდ რაოდენობას,რომელიც განსაკუთრებით კარგ ეფექტს ახდენს ჭარბწონიან ადამიანებზე.

იცოდით,რომ

  • ერთ ცალ ფორთოხალს თუ მიირთმევთ,ჩათვალეთ,რომ ბოჭკოს და ანტიოქსიდანტების დღიური ულუფა მიღებული გაქვთ.
  • მიირთვი ფორთოხალი და —- იყავი ახალგაზრდა! ფორტოხლის გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიზეზი კი არის ანტიოქსიდანტები,რომლითაც მდიდარია ფორთოხალი.ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას.
  • ფორთოხლიგან გამოწურული წვენი მაშინვე უნდა დალიოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში გარემოსთან ურთიერთობის შედეგად დაიკარგება ვიტამინების და ანტიოქსიდანტების ნაწილი.
  • ფორთოხლის მთელი წლის განმავლობაში მიღებისას დაცული იქნებით ისეთი  დაავადებებისგან,როგორიც არის: გაციება,ყაბზობა,კატარაქტა,გულის შეტევა,მომატებული სისხლის წნევა,კუჭის დაავადებები,კბილებთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ფორთოხლის მუდმივი მიღება ეხმარება ადამიანს :მოტეხილი ძვლების  შეხორცერბაში,ქოლესტერინის დონის დაწევაში,იმუნიტეტის გაკაჟებაში.
  • ის ებრძვის ისეთ დაავადებებს როგორიცაა: პარკისონის დაავადევნა, ალცჰეიმერის დაავადება და სიმსივნე!
  • უამრავ ვიტამინს შეიცავს ფორთოხლის კანქვეშა ყვითელი ქსოვილი,ამიტომ ფორთოხლის  გაფრცქვნისას ამ ფენას ‘გულმოდგინედ’ ნუ მოაცილებთ!
  • დღეში 3 ცალ ფორთოხლის მეტის მირთმევა არ არის სასურველი.

საინტერესო ინფორმაცია ფორთოხლის შესახებ:

  • ფორთოხლის სამშობლოდ ითვლება ჩინეთი,სადაც ის ქრისტესობანდე 4000 წელსაც  მოყავდათ.პირველი ცანაწერები ფორტოხლის შესახებ მიეკუთვნება 2200 წელს ჩ.წ-მდე.მოგზაურებმა ის აფრიკის კონტინენტზე ჩაიტანეს,ამიტომ მას ‘ჩინურ ვაშლებს ‘ უწოდებდნენ,საიდანაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 200 წელს ის რომში ჩაიტანეს.მეტე საუკუნეში უკვე არაბებიც გაეცნენ ამ ხოლს.პორტუგალიაში ამ დროისთვის უკვე ზრდიდნენ ფორტოხალს და მას პორტუგალიურ ფორტოხალს უწოდებდნენ.ამერიკის კონტინენტზე ფორთოხალი შეიტანა ქრისტოფერ კოლუმბმა თავის მეორე მოგზაურობის დროს 1493 წელს.ცნობილია,რომ 1820 წლისთვის ფლორიდაში,წმინდა ავგისტინეში,დარგული ქონდათ ფორთოხლის ფეები.1873 წელს კი ბრაზილიიიდან წამოღებული 3 ფორტოხლის ნერგი დარგეს რივერსაიდში,კალიფორნიაში და რაც ყველაზე საინტერესოა,ერთ-ერტი იმ ხეტაგანი დღესაც ცოცხალი და მსხმოიარეა!
  • იტალიაში, ივრეაში,ყოველწლიურად თებერვალში  იმართება ‘ფორთოხლის ბრძოლენი’ სადაც ადამიანები გუნდებად ერტიანდებიან და ერთმანეთს ფორთოხლებს ესვრიან.
 
  • ცნობილია 600 მეტი ფორთოხლის სახეობა;
  • ყველაზე ცნობილი სახოებებია: ვალენსია,ვაშინგტონის,ნაველის,წითელი და სპარსული ფორტოხალი;
  • ფორთოხლის ერთი თესლისგან შეიძლება რამოდენიემ ხე გაიზარდოს;
  • ფორთოხალი და ფორთოხლის ყვავილი —- სიყვარულის სიმბოლოა!იაპონელებისთვის ფორთოხლის ყვავილი—უმანკოების,უმწიკვლობის სიმბოლოა!შუა აღმოსავლეთში კი ნაყოფიერების სიმბოლოა!;
  • მეხის დაცემისგან უფრო მეტი ფორთოხლის ხეა განადგურებული,ვიდრე დაავადებისგან;
  • ფორტოხალს უწოდებდნენ ღმერთების ხილს!იმასაც კი ვარაუდობენ,რომ ჰერკულესის მოპარული ვაშლები,სინამდვილეში ფორთოხალია!;
  • ესპანეთში იზრდება 35,000,000 მეტი ფორთოხლის ხე;
  • ყველაზე მეტი ფორტოხალი მოყავს ბრაზილიას;
  • მოკრეფის შემდეგ ფორტოხალი წყვეტს მწიფებას;
  • ფორთოხალი თუ ხეზე საჭიროზე მეტ ხანს დარჩა–ის შეიძლება გამწვანდეს;

 

აქ ვასრულებ ამ პოსტს,რადგან ერთ პოსტში მაინც ვერ ჩავატევ ყველაფერს,რისი თქმაც შეიძლება ფორთოხალზე,ასე რომ მომდევნო პოსტს დაელოდეთ.

About these ads

10 responses to “ფორთოხლისფერი ფორთოხალი

  1. tsotnee February 20, 2012 at 5:07 pm

    აუუუ! როგორ მიყვარს! ვგიჟდები! მომწონს, როგორც გემო, არომატი და ფერი, ამავდროულად ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია! :)

  2. Barcelonisimo... February 20, 2012 at 6:06 pm

    მიყვარსსსსსსსსსსსსსს ♥♥♥♥♥

  3. faifuris angelozi February 21, 2012 at 5:41 am

    ფორთოხლის წვენზე ვაფრენ,შემიძლია სულ ვსვა,რატომ ბიდონებით არ იყიდება((

  4. ლიზიკუნა February 21, 2012 at 1:27 pm

    უფ ძალიან სასარგებლო რამეა ამავდროულად გემრიელიც))

  5. ❥ Natsy April 12, 2012 at 11:53 pm

    vizualoba didi araferi……… magram aromatiii…. <3 uh, simjave, sitkbo ragac arachveulebrivi shexamebaa yvelafrisa

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: