Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რა სურთ მამაკაცებს?!

ქალი და მამაკაცი,სექსირა სურთ მამაკაცებს? რა უყვართ მათ?

ბოლო ორი საუკუნე იმის ბჭობაში არის კაცობრიობა,თუ რა სურთ ქალებს!ეს უსამართლოდ მიიჩნიეს ავტორიტეტულმა უნუვერსიტეტებმა და სერიოზული კვლევები ჩაატარეს,იმისათვის,რომ გაეგოთ მამაკაცებს რაღა სურთ!

გამოვლინდა ხილული თუ უხილავი ფაქტორები,რომლებიც ამაღლებენ მამაკაცის ლიბიდოს ,რაც სექსუალური აქტისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების წინაპირობაა.

ეს რამოდენიმე რჩევა დეხმარება ქალბატონებს,რომ მათ კარგად გაიაზრონ კონკრეტული  იმპულსების მნიშვნელობა და მამაკაცის ქვეცნობიერის დონეზე ლიბიდოს არმძვრელი სტიმულები და ადამიანის ფიზიოლოგიის რამოდენიმე საინტერესო თვისება,რაც საბოლოო ჯამში ინტიმურ ურტიერთობას უფრო სრულყოფილს გახდის.

**********************************************

  • გამოიყენე ენა. კოცნისას ნუ დაუშლი მამაკაცს ენა აქტიურად გამოიყენოს.ალბანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა,რომ მამაკაცებს უყვართ იყვნენ ღრმა კოცნის ინიციატორები ენის აქტიური გამოყენებით.ის დარწმუნებულია,რომ ამგვარად ქალს სექსისკენ განაწყობს,რადგან მამაკაცის ნერწყვი შეიცავს ტესტოსტერონს,რაც ამაღლებს ქალის ლიბიდოს.ფაქტიურად,მამაკაცის სველი,უხვნერწყვიანი კოცნა ქალისთვის წარმოადგენს თხვადი ვიაგრას ვერსიას.ასე რომ,ქალბატონებო–დატკბით ამ კოცნით.
  •  ჩაიცვი წითელი და ლურჯი. ოოოო,წითელი ტანსაცმელი,ფეხსაცმელი ან ბიუსჰალტერის ზორტიც კი მამაკაცს უფრო მეტად აღაგზნებს,ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერი.ეს ფაქტია.კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევების შედეგების მიხედვით ეს კავშირშია ხილთან.როდესაც ვაშლი,ალუბალი,მარწყვი წითლდება,ეს ნიშნავს,რომ საკმარისად მწიფეა,რომ მივირთვათ.ამგვარად წითელი ფერი ასოცირდება ჯილდოსთან.ლურჯი?ლურჯი კი ჩვენი,ქალების ჯინსებია.გამოკითხვებმა ცხადჰყო,რომ მამაკაცისთვის ქალის ყველაზე სექსუალური სამოსი ჯინსის შარვალია და არა კაბა,ან სხვა სახის შარვალი.
  •  იკვნესე ,იკვნესე ,იკვნესე… არ იკვნესო ეკონომიკაზე,ამინდზე ან იმაზე ,რომ ტანსაცმელი არ გაქვს!იკვნესე რბილი,ქალური კვნესით ,როდესაც მამაკაცი გკოცნის იქ,სადაც გსიამოვნებს.ალბანის უნივერსიტეტში კვლევების წარმოების დროს მამაკაცებს სთხოვეს აეღწერათ კარგი კოცნა.ყველაზე კარგ კოცნად დასახელდა კოცნა ენის კონტაქტით,რომელსაც თან ახლდა კვნესა.რთული არ არის მიხვდე,თუ რატომ!მამაკაცისგან განსხვავებით ქალს არ აქვს თვალსაჩინო მაჩვენებელი იმისა,რომ ის აღგზნებულია,ამიტომ ქალის კვნესა მამაკაცს აგრძნობინებს,რომ ის საკმარისად აღგზნებულია,რაც სტიმულია მამაკაცისთვის.ამიტომ ქალის კვნესა კაცს მუსიკასავით ჩაესმის  ყურებში.
  •  შეეხე მის თავს. არა,ეს ის არ არის,რაც გაიფიქრე.არის ერთი ორგანო,რომელსაც აიგნორებენ და სულ ტყუილად.ეს არის მამაკაცის სკალპი.გაიხსენე,როგორ გსიამოვნებს სალონში შენს თმას რომ ეხება სტილისტი როგორ გსიამოვნებს!ჟრუანტელი არ გივლის? მამაკაცსაც იგივე ემართება.თავის კანზე შეხება,თმაზე ხელის მოკიდება თავის კანის ნერვიული დაბოლოებების სტიმულაციას უწყობს ხელს.ეს ასევე განვლილი დღის ბოლოს დაძაბულობის მოხსნაში დაეხმარება და მას მშვენიერი ღამისთვის განაწყობს.

ქალი და მამაკაცი,სექსი

About these ads

30 responses to “რა სურთ მამაკაცებს?!

  1. გლეხის ბიჭი May 10, 2012 at 2:22 pm

    მმ! საინტერესოა. არადა, მეგონა ლურჯი ფერი გაუცნობიერებლად მიყვარდა :დ დავფიქრდე უნდა :დ
    საინტერესო პოსტია :)

    • ketusi.com May 10, 2012 at 2:24 pm

      ჩვენი ქვეცნობიერი მუშაობს მაშინ,როდესაც ცნობიერი მკითხაობს :)
      მადლობა

  2. ლიზიკუნა May 10, 2012 at 4:02 pm

    ძალიან საინტერესო იყო))) “არ იკვნესო ეკონომიკაზე”-ეს მაგარი იყო, რამდენი ვიცინე

  3. izzy May 10, 2012 at 8:01 pm

    იკვნესე მეც ყველაზე მეტად მომეწონა:დ ჰაჰ,მაპატიეთ ჩემი პირდაპირი გარყვნილება:დ

    • ketusi.com May 11, 2012 at 12:23 am

      სულაც არ არის გარყვნილება! :)

      • izzy May 11, 2012 at 2:18 pm

        არა ეხლა ესე როგორც გარყვნილება ნამდვილად არა მაგრამ….!!!! ჩემთვის ეს ლამაზია!

  4. tami May 11, 2012 at 12:59 pm

    საწყალი კაცები მეტი თუ არაფერი სურთ… აი, ქალები კი უფრო მრავალფეროვანნი არიან სურვილებში:)

    • ketusi.com May 11, 2012 at 4:27 pm

      ეჰ,ძალიანაც ბევრი სურთ,მაგრამ ჩემ ბლოგზე ყველაფერს ხომ ვერ დავწერდი, ამ პოსტის დადებაზეც კი ბევრი ვიფიქრე :)

  5. Barcelonisimo... May 12, 2012 at 11:25 pm

    კარგი პოსტია ნამდვილად ;) მარტო “ის” ანუ სექსი არ უნდათ, სითბო, სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ, ჩვენსავით… ნუ ჩემი ასეთია, ყოველშემთხვევაში ♥

    • ketusi.com May 12, 2012 at 11:28 pm

      რა თქმა უნდა, მშრალი სექსის მოყვაული არც კაცია და არც ქალი :) როგორც წესი

  6. maia May 12, 2012 at 11:31 pm

    vaime warmovidgine exla ulamazesi qochriani bichi… da mominda ragac-rgaceebi(((( chaataret martla eg gamokitxva aba ra surt erti am qartvel kacebs

  7. ჭიამარია May 13, 2012 at 2:24 pm

    მმ :)
    ბევრი სინამდვილეები წერია, თუმცა ასეთი ტიპის პოსტებში იშვიათად ვაწყდები ხოლმე რეალურ დასკვნებს :)

    • ketusi.com May 14, 2012 at 2:12 am

      ჭიამაია,იმის მეათედიც არ წერია,რაც სეიძლებოდა,რომ დაწერილიყოჩემი ბლოგის იმიჯს გავუფრტხილდი,ხომ ხვდები) :) ხოდა დასკვნების არ არის საწირო,ეს საჭირო ინფორმაციაა ქალებისთვის,ასე ვთქვათ.

      • ჭიამარია May 15, 2012 at 10:16 am

        კი კი, მშვენივრად ვხვდები. ის კი არა ამ პოსტმაც ცოტა გამაკვირვა ამ ბლოგზე :)

        • ketusi.com May 15, 2012 at 10:34 am

          :) გაგაკვირვა,ხო? :)ნუ, რა ვუყო, მინდა კიდევ უფრო მრავალფეროვანი პოსტები მქონდეს,

          • ჭიამარია May 15, 2012 at 10:37 am

            მრავაფლეროვნება ყოველთვის კარგია, შესაბამისად მრავაფლეროვანი მკითხველიც გეყოლება :)

  8. სოფო November 12, 2012 at 3:02 pm

    რა საინტერესოა.. თურმე ქვეცნობიერი სწორად გვკარნახობს ხოლმე საჭირო დროს საჭირო რაღაცეებს )))))) მომეწონა ამდენი დამთხვევა.. კარგი პოსტია :)

  9. qeti February 16, 2013 at 11:36 pm

    ძალიან მიყვარს ტუჩებში კოცნა და თანაც შიგ ენის შეყვანით…ძალიან ვნებიანი ვარ,მაგრამ გარეგნულად არ გამოვხატავ,მრცხვენია…

  10. Pingback: ფერის ზეგავლენა ადამიანის განწყობაზე | Ketusi's Blog

  11. Pingback: აქტიური მოქალაქე

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: