Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 2)

baroque ბაროკო барокко

“ბაროკო”

“ბაროკო”  ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.ბაროკოს სტილში შესრულებულ დიზაინს ახასიატებს კაშკაშა ფერები,სინათლის და ჩრდილის მდიდრული თამაში,ინტერიერის ელემენტების რთული,რკალისებრი კიდეები.

ბაროკო კედლის სრულიად ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.კედელი ტითქოს კარგავს თავის ძირითად თვისებას–ის აღარ არის საიმედო და მონუმენტალური,სამაგიეროდ იძენს პლასტიკასა და დინამიკას.ინტერიერში ჩნდება დახვეწილი დეტალები:ლამაზი ბუხრები,ლამაზი ინკრუსტაცია,ფორმით დინამიური სკამები და სავრძლები,ლოგინი-კარვები ბალდახინებით და დიდი–იატაკამდე სიგრძის სარკეები.ეს ყველ;აფერი ინტერიერს მდიდრული არისტოკრატული სასახლეების პომპეზურობასა და ფუფუნებას ანიჭებს.ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ ოტახში ბევრია ისეთი დეკორატიული ელემენტები,როგორიცაა ბარელიეფები, სკულპტურული ჯგუფები,ლარნაკები და სხვა..

baroque ბაროკო барокко  baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко

baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко baroque ბაროკო барокко

“როკოკო”

“როკოკომ” პრაქტიკულად იმავე დროს დაიწყო განვითარება,როდესაც “კლასიკამ” და მან საკმაოდ ღირსეული კონკურენციაც გაუწია.ეს სტილი არის მსუბუქი,მრავალფეროვანი,ტითქოს საზეიმოდ მორთული.ამგვარ დიზაინის ინტერიერში სჭარბობს ყვავილების დეკორატიული გირლანდები,ნიჟარები,ამურების გამოსახულებები.ფართის “როკოკოს” სტილში გაფორმების დროს ფართოდ გამოიყენება ბრინჯაოსგან დამზადებული ნივთები,სარკეები,ნახატები მდიდრულ ჩარჩოებში.მტელი ეს ფუფუნება მოოქროვილია და ღია ფერის კედლებთან შეფარდების შედეგად იძლევა ზუსტად იმ დახვეწილ-მდიდრულ სტილს,რომელიც დღესაც გამოიყენება დიდი სივრცის გაფორმებისას.როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“

«Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო «Рококо» rococo,როკოკო

“გოტიკა”

“გოტიკა” - გოტიკური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.
გოტიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.
სიტყვა “გოტიკური” ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. “გოტიკური” ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.

Готика გოტიკა gothic Готика გოტიკა gothic Готика გოტიკა gothic Готика გოტიკა gothic Готика გოტიკა gothic Готика გოტიკა gothic

“რენესანსი” 

“რენესანსი”  - რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს “ხელმეორედ დაბადებას”; იტალ.: Rinascimento, re- “ხელახლა” და nascere “დაბადება”), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.
აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი “ხელახალი დაბადება”, რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.”რენესანსი” შესანიშნავად მიესადაგებბა დიდი მოცულობის ფარტებს,მას ახასიათება მომრგვალებული თაღები,გაფორმება ხის ჩუქურტმით,ცალკეული დეტალების დამოუკიდებლობა და ფასეულობა,რომლებიც ერტიან დიზაინს შეადგენენ.გამოიყენება კოლონები,კანდელაბრები,ჩირაღდნები,კუპიდონები,ლომის თავები,გირლანდები და ორნამენტები.ფერტა გამა: მკვეთრი და მყვირალა,მუქი და მოღუშული,რბილი და თეთრი ფერის ცივი ტონები,პასტელის ფერები.

Ренессанс რენესანსი Ренессанс რენესანსი Ренессанс რენესანსი Ренессанс რენესანსი Ренессанс რენესანსი Ренессанс რენესანსი Ренессанс რენესანსი

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1) (სტილთა ნაირსახეობები,”კლასიკა”,”ინგლისური კლასიკა”,”ბერძნულ-რომაული ” კლასიკა,”ანტიკური” კლასიკა,”იტალიური კლასიკა”)

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3) (“ამპირი”,”ნეოკლასიციზმი”,”რომანტიზმი”)

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 4) (“მოდერნი” ,”მინიმალიზმი”,”ფუნქციონალიზმი”,”ფიუჟენი”)

ინტერიერის  დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 5) (“ჰაი-ტექი”,”არ-დეკო”,”ეკლეკტიკა”)

ინტერიერის დიზაინი — სტილების ნაირსახეობები (ნაწილი 6), “გლემი”

About these ads

7 responses to “ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 2)

  1. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1) « Ketusi's Blog

  2. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3) « Ketusi's Blog

  3. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 4) « Ketusi's Blog

  4. Pingback: ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 5) « Ketusi's Blog

  5. kisoki May 14, 2012 at 6:46 pm

    ძალიან მომეწონა, განსსაკუთრებით აღორძიების ხანის სტილში.. საინტერესო იყო

    • ketusi.com May 14, 2012 at 6:58 pm

      კი, რარაცნაირი დახვეწილია
      ისე, იმ დროს ტყველა ნივთი იყო ხელოვნების ნიმუში

      • kisoki May 14, 2012 at 7:00 pm

        ხო, გეთანხმები, საერთოდ მაგ პერიოდში ვთვლი რომ კულტურის და ხელოვნების კულმინაცია იყო.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: