გემოვნებიანად ჩაცმის ერთ-ერთი აუცილებელი ნიუანსი ფერების ერთმანეთთან გემოვნებიანად შეხამებაა.ზოგჯერ კონტრასტული ფერების შეხამებით უფრო კარგი ანსამბლი გამოდის, ვიდრე ნახევარტონებში ან გინდაც ერთ ფერში გადაწყვეტილი ანსამბლი.ფერთა კომბინაციებზე დაწერილ ამ პოსტში კარგად არის განხილული ეს თემა.
ამ პოსტში კი მინდა მოგაწოდოთ მაგალითები, თუ როგორი სტილისტური ანსამბლი შეგიძლიათ შექმნათ.
თავდაპირველად წარმოგიდგენთ სურათებს,რომლებშიც საკმაოდ გემოვნებიანად გამოწყობილი გოგონები არიან.გამოყენებულია მსგავს ფერთა პალიტრა ან არ არის გაკეთებული აქცენტი (ფერის ლაქა–ანუ რაიმე მკვეთრი,თვალშიმოსახვედრი ფერი).ფერთა გადასვლა მშვიდია და მონოტონურიც კი.

ეხლა კი,მოდით,უფრო მკვეთრ ფერებით შექმნილ ანსამბლზე გავამახვილოთ ყურადღება.ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ:
- 3 ფერზე მეტი მკვეთრი ფერი არ გამოიყენოთ
- ძირითადად აქცენტი 1 ფერზე გააკეთოთ,დნარჩენი სამოსი და აქსესუარები კი აქცენტის კონტრასტული,ერთმანეთისთვის კი მსგავსი ფერთა გამისა იყოს.
- მომგებიანია ფხსაცმლის და ჩანთის ერთ ფერში გადაწყვეტა!ამ შემთხვევაში სულ უბრალო ტანისამოსიც კი არ ‘შეგიძლით’ ხელს,რომ დახვეწილად გამოიყურებოდეთ.ანუ ლამაზად შერცეული ფეხსაცმელი და აქსესუარი აკეთილშობილებს ნებისმიერ სამოსს.
ალბათ დამეთანხმებით,რომ ამგვარი ანსამბლი ბევრად უფრო სახალისოდ გამოიყურება,უფრო საზეიმოა,ამაღლებს განწყობას და ჰმატებს თავდაჯერებულობას.




იყენებთ სამოსში კონტრასტულ ფერებს? ეგებ რაიმე უჩვეულო კომბინაციას მიაგენით—ჩვენც გაგვიზიარეთ!
კომენტარებში დაასახელეთ მოპწონებული ანსამბლი,ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
პირადად მე პირველი ალბომნიდან მომწონს :3,17,19 . მეორე,კონტრასტული ფერებიდან კი: …რავი,მგონი ყველა
გნსაკუთრებით 33 იქნებოდა შესანიშნავი წვეულებისთვის
,ყოველდღიურობისთვის კი 27
მოგეწონა?აჩვენე მეგობრებსაც!
Like this:
Like Loading...
მე მეცვა რამდენიმე დღის წინ ღია ვარდისფერი (peach) პიჯაკი, შიგნით თეთრი მაიკა, ღია ფერის ჯინსები და ჭყეტელა ყვითელი ქამარი, ფეხზე უფრო მუქი ვარდისფერი ბალეტკები… თავს ფერადად და კომფორტულად ვგრძნობდი ))
აუ,რა კარგი იქნებოდააააა
მართლა როგორი ამაღლებული განწყობაა,როდესაც ხალისიანი ფერები გაცვია!!!
ფერთა ბორბალი
ისე კი გააჩნია რა რას შეეხემება. შეიძლება ორმა ფერმაც მოგჭრას თვალი.
მამაკაცებთან ემპირულადაა დადგენილი ტანსაცმლის რა ნაწილი რას უნდა შეუხამდეს და რას რა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუხამდეს, იმიტომ რომ არ აღიქმება რომ შეხამებულია
კომუნიკაციის თეორიას და ინსტრუმენტარიებს რომ ასწავლიან იქ ეგ კურსიცაა ჩართული ხოლმე თუ სურვილი გაქვს.
კი, მართალი ხარ,ზალიან ფრტხილად უნდა ფერებს შეჩევა,ტან ფაქტურებსაც აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ყველაფერი ერთ პოსტში არ გამოდის
კურსი,რაც შენ ახსენე—ძალიან მაინტერესებს.
ისე, საქართველოში მარტივია – შავი შავს და კონტრასტულიც ეგაა და ჰარმონიულიც
:)
კი, ჩვენთან დომინანტი სავი ფერი იყო და რჩება კიდეც,თუმცა შედარებიტ გაფერადდა სამოსი.ნაწილობრივ მასების დაბალი ფინანსური შემოსავლის ბრალიცაა,არ აქვს ხალხს სასუალება,რომ რამოდენიმე და ფერად-ფერადი იყიდოს, ამირომ მუქ ფერებს ყიდულობენ–შავს ხომ ყველაფერი უხდებას პრინციპით
რა ვიცი, ჩემი დაკვირვებთ ასეა ძირითად შემთხვევაში
მგონი მენტალიტეტის ამბავი უფროა. თალხი ფერი სულ პოპულარული იყო აქ რაც თავი მახსოვს და ეს მარტო ტანსაცმელს კი არ ეხება, არამედ ფასადებს,ინტერიერს, სახურავებს თუნდაც. მაგრამ ეგ სხვა თემაა ფილოსოფიური.
მამაკაცების შემთხვევაში საბაზისო სქემები არსებობს http://wp.me/pBTza-7h
ქალებზე არ მინახავს… პრინციპში მე ესქვაერს და ჯეიქიუს ვკითხულობ, თორემ ელში და ვოგშიც იქნება ქალებისთვის მსგავსი.
ნუ მოლაპარაკებების ანბანს რომ ასწავლიან მენეჯერებს და კოლექტივში მუშაობას, მოტივაციას და რამეებს იქ ასწავლიან დრესკოდის ბაზისებს. სასარგებლოა ფრიად ბაიზივეი
მე გამომდგომია.
მანდ სხვა მომენტიცაა – წესების ცოდნა თუნდაც იმიტომაა სასარგებლო, რომ იცოდე, როგორ დაარღვიო უკეთ.
სხვადასხვა ფერების ტონალობა ტანისამოსში შენც გახალისებს და ლამაზიცაა, ძალიან მიყვარს და მეც ვცდილობ ჩაშავებულმა არ ვიარო
ხო, ყვეოლახე მეტად მუქი ფერები შემძულდა
ანალოგიურდა, ვეღარ ვიხდენ
და დავდივარ ესე ფერადი