Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მარტივი სამსახური მაღალი ანაზღაურებით

ალდაგი

დღევანდელი ახალგაზრდებით აღფრთოვანებული ვარ.ძალიან შრომისმოყვარე ,ინტერესიანები არიან, აქვთ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი და ყველა ღონეს ხმარობენ,რომ ყველა ის შანსი გამოიყენონ,რასაც ცხოვრება სთავაზობს.უამრავ ახალგაზრდას ვიცნობ,რომელიც სწავლასთან ერთად მუშაობს და ცდილობს საკუთარი ხარჯებისთვის საკმარისი ფული  მაინც გამოიმუშაოს.არავინ ამბობს,რომ ეს ადვილია,დიახ,.არც სამსახურის შოვნაა ადვილი და არც მისი სტუდენტურ გრაფიკთან შეთანხმებაა ადვილი,თუმცა სამსახურსაც გააჩნია.

დიდი ხანია კარგ სამსახურს ვეძებ,მართალია,მთლად უსაქმოდ არ ვარ და რამოდენიმე წამოწყება მაქვს,რასაც შემოსავალი მოაქვს,მაგრამ სტაბილურობა მიყვარს,თუმცა რეჟიმში ყოფნა მიჭირს,ამიტომაც ყველა სამსახურზე ვერ ვთანხმდები.თანაც ყველგან სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ და ამ პირობას ვერ ვაკმაყოფილებ(ან კონკრეტული  გამოცდილება არ მაქვს),ყველაზე მეტად კი ასაკი მიშლის ხელს .კი,რაც არ უნდა თქვათ,რომ 10 წლით ნაკლებად გამოიყურებიო,პირადობის მონაცემები თავის საქმეს აკეთებს და ჩემი CV ისევ უპასუხოდ რჩება.

გუშინ კიდევ ერთი კომპანიით დავინტერესდი და იმედი მომეცა,რომ თავისუფალი გრაფიკიც მექნება და თანაც ანაზღაურებაც კარგი,რაც მთავარია პერსპექტივით.უფრო სწორედ, ჩემმა გახარებულმა მეგობარმა დამილინკა Facebook-ზე “ალდაგის” აპლიკაცია ,შენც სცადეო,რადგან თავად უკვე ტრენინგზე მიუპატიჟიათ.ეხლავე გეტყვით რაშია საქმე.

არასდროს მქონია დაზღვევა ( ბევრჯერ მინანია კიდეც) ,თუმცა “ალდაგი” რომ საკმაოდ მსხვილი კომპანიაა და წარმატება აქვს მოპოვებული,მსმენია.თურმე  “ალდაგი ბისიაის” 2010 წლიდან მოყოლებული ფართო  სააგენტო ქსელი შეუქმნია ( მარტო თბილისში კი არა, დასავლეთ საქართველოშიც :ბეთუმში,ქუთაისში).ჩემთვის საინტერესო ეს ფაქტი იმითაა,რომ ამგვარი ფართო ქსელის მეპატრონეს აგენტებიც ბევრი სჭირდება.რა არის სადაზღვეო აგენტი? ეს ის ადამიანია,რომელიც კლიენტს გააცნობს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სერვისებს და დაითანხმებს მას ხელშეკრულების გაფორმებაზე.ერთი შეხედვით მაინც და მაინც რთული საქმეც არ უნდა ჩანდეს(ნუ,ჩემი  ტიპის ადამიანისთვის).უმნიშვნელოვანესი,რაც თვალში მომხვდა ის არის,რომ არ არის საჭირო მუშაობის გამოცდილება,რაც ნამდვილი ქვაკუთხედია ჩემთვისაც და ბევრი ახალგაზრდისთვისაც.თანაც თურმე 2 კვირიან ტრენინგებს ატარებენ და იქ გასწავლიან ყველაფერს(ეს ტრენინგი უკვე 690 ადამიანს გაუვლია,როგორც მათ გვერდზე ამოვიკითხე).ამ ტრენინგის გავლის შემდეგ კი ადამიანს,აწ უკვე აგენტს :), უფორმდება ხელშეკრულება და ანაწილებენ რომელიმე ჯგუფში სამუშაოდ.ანაზღაურების სქემაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მოქნილია, რა თქმა უნდა დამოკიდებულია დასაქმებული აგენტის მუშაობაზე.  საშუალოდ თვეში გამოიმუშავებენ 400–800 ლარამდე ანაზღაურებას,ამის გარდა   ჯგუფში ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე აგენტი დამატებითი ანაზღაურების სახით იღებს პრემიას,ესეც არ არის ზღვარი –  მუდმივად ხდება თანამდებობრივი დაწინაურება ქსელის შიგნით.ანუ,შენი ჩადებული ძალისხმევა პირაპირ პროპორციულია მიღებული შემოსავლისა—ეს მომწონს ყველაზე მეტად!გაქვს წინსვლის პერსპექტივა!

ამ ყველაფრის ყურადრებით გაცნობის მერე რა თქმა უნდა ,მეც გავგზავნე საპლიკაციო ფორმა,საკმაოდ მოხერხებული რამ არის,მარტივია.მაგრამ  ჩემი კანდიდატურა  მოეწონებათ? “ალდაგი ბისიაი” ხომ ძირითადად ასაქმებს ახალგაზრდებს 18-25 წლამდე,მათ შორის სტუდებტებს(როგორც მანამდე ვახსენე,გამოცდილება საჭირო არ არის,თავად ასწავლიან ყველაფერს),მაგრამ მაინც ის მაიმედებს,რომ ნახსენები აქვთ,რომ ‘სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც’ ვასაქმებთო და რამდენადაც ჩემთვის დასანანი უნდა იყოს—ამ კატეგორიაში ვითვლები :)

არ ვიცი,რას უნდა ველოდო,მაგრამ მაინც იმედიანად ვარ,ეგებ მაინდ დავიწყო… თქვენც გირჩევთ სცადოთ.რაც მთავარია ტრენინგი უფასოა და საკმარის ცოდნას გადმოგცემენ სადაზღვევო პროდუქტებსა და გაყიდვის უნარ–ჩვევების გასავარჯიშებლად.სხვათაშორის სულაც მუდმივი სამსახური რომ არ იყოს ეს თქვენთვის,მაინც უნარ-ჩვევების ისეთ ბაგაჟს წამოიღებთ ამ საქმიანობიდან,რომ ნებისმიერ შემდგომ საქმიანობაში გამოგადგებათ,რადგან მუშაობის პროცესში ისწავლით : საქმიან ურთიერთობას, დოკუმენტაციასთან ურთიერთობას, სატელეფონო კომუნიკაციას, კლიენტის დარწმუნებას, მიიღებთ გაყიდვისათვის საჭირო უნარებს, საკუთარი თვალით ნახავთ როგორ მუშაობს სადაზღვევო სისტემა, როგორია სადაზღვევო პროდუქტები…და ასე შემდეგ.

თუ კი ეს პოსტი მომავალი სამსახურის  დაწყებაში დაგეხმარებათ,ძალიან ბედნიერი ვიქნები!

წარმატებები თქვენც და ჩემ თავსაც!!!

About these ads

18 responses to “მარტივი სამსახური მაღალი ანაზღაურებით

  1. ლიზიკუნა May 30, 2012 at 7:56 pm

    ვააა ძალიან საინტერესოა) ყოველთვის მომწონდა ეს კომოპანია მისი შემოთავაზებებით,ეხლა მითუმეტეს უფრო მეტად დავინტერესდები. ძალიან საინტერესო იყო

  2. Teaa May 30, 2012 at 8:14 pm

    warmatebebi ketus :* :*

  3. besariona May 30, 2012 at 8:20 pm

    zalian magaria.. sul momwonda es kompania da exlac momwons.. warmatebebi!!!

  4. ketusi.com May 30, 2012 at 9:16 pm

    მადლობა,ხალხო :)

  5. Ketevan Gogiashvili May 31, 2012 at 9:15 am

    “სხვათაშორის სულაც მუდმივი სამსახური რომ არ იყოს ეს თქვენთვის,მაინც უნარ-ჩვევების ისეთ ბაგაჟს წამოიღებთ ამ საქმიანობიდან,რომ ნებისმიერ შემდგომ საქმიანობაში გამოგადგებათ,რადგან მუშაობის პროცესში ისწავლით : საქმიან ურთიერთობას, დოკუმენტაციასთან ურთიერთობას, სატელეფონო კომუნიკაციას, კლიენტის დარწმუნებას, მიიღებთ გაყიდვისათვის საჭირო უნარებს” … აი, ეს ნამდვილად.

    წარმატებებს გისურვებ, ქეთუსი :)

  6. giochafrava May 31, 2012 at 9:51 am

    ძალიან კარგი პოსტია გმადლობთ ჩვენზე რომ ზრუნავ. მე ვმუშაობ მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობრი დაინტერესდა ტუ შეგიძლია ტელეფონის ნომერი დატოვე აქ. კიდევ ერთხელ გმადლობთ

  7. giochafrava May 31, 2012 at 9:51 am

    ხო მართლა წარმატებებს გისურვებ მარტო მანდ არა ცხოვრებაშიც

  8. Keti May 31, 2012 at 10:29 am

    წარმატებებს გისურვებ!!
    რა საშინელებაა ეს ასაკობრივი ცენზი. რატომ ითვლება ადამიანი 25 წელს ზემოთ სამუშაოსთვის უკვე არასასურველად? ამ ასაკში პირიქით, განათლება მიღებული აქვს, პასუხისმგებლობის გრძნობა და გამოცდილება, თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობისა – მეტი. მით უმეტეს, მუშაობის სურვილიც მაღალია, რაკი საჭიროება იმატებს. გარეგნობით კი ზოგი 30-35 წლისა ისე გამოიყურება, 20 წლის გოგოს შეშურდება. მოკლედ არ მესმის და არ ვამართლებ ასაკობრივ შეზღუდვბებს.

    • ketusi.com May 31, 2012 at 11:59 am

      კი, სამწუხაროდ ყველგან ეს ზღვარია :( აქ გამიკვირდა,სიმართლე გითხრა სხვა ასაკობრივი ჯგუფიც რომ არის

  9. Ibi May 31, 2012 at 7:21 pm

    16 წლის ვარ ახლა და წინა ზაფხულს უკვე მქონდა პირველი სამსახური. მართალია 1 თვიანი და დაბალი ანაზღაურებით, მაგრამ დასაწყისისთვის კარგი იყო ^^ შემდეგ კიდევ მქონდა შანსი , მაგრამ გასაუბრებაზე რაღაც მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილე. წელიწადნახევარში 18ის ვიქნები და მინდა სამსახურის დაწყება ))
    შენი პოსტი კი ბევრს გამოადგება იმედია, 18ის რომ ვიყო მეც დიდი სიამოვნებით ვცდიდი <3

  10. christali June 1, 2012 at 1:20 am

    შევავსე განაცხადი მაგრამ ჯიუტად არ მირეკავენ)))

  11. არეულიბლოგი June 5, 2012 at 3:38 pm

    წარმატებები:) დაწერე როგორ განვითარდება მოვლენები:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,937 other followers

%d bloggers like this: