Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ადამიანებზე ჩატარებული საინტერესო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

phsycology

წარმნოგიდგენთ რამოდენიმე ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს,ეომლენმაც აჩვენა,თუ როგორი უცნაური და სუსტი შეიძლება იყოს  ადამიანი.

ეშის შეთანხმებულობის ექსპერიმენტი (1953)

ყველა ჩვენთაგანი მიდრეკილია,რომ იცინოს ადამიანებთან ერთან მაშინაც კი,თუ ვერ ჩასწვდა ხუმრობას,ან ეგონოს,რომ მისი აზრი სხვათა თვალში პოპულარული არ იქნება.მაგრამ რატომ?

სოლომონ ეშიმ (Solomon Asch) ჩაატარა კვლევები,რომ ეჩვენებინა შეთანხმებულობის ძალა.ადამიანებს დაუსვეს ძალიან მარტივი შეკითხვა,რომელსაც ლოგიკურად არასწორად ვერ გასცემდნენ პასუხს.მახე იმაში მდგომარეობდა,რომ ჯგუფში მყოფ ყველა დანარჩენ წევრს დაავალეს,რომ გაეცათ არასწორი პასუხი.ამგვარად ექსპერიმენტში მონაწილეთაგან 32% არასწორი პასუხი გასცა,რადგან ხედავდა,რომ ჯგუფის სხვა მონაწილეებიც იმავე,არასწორ,პასუხს იძლეოდნენ.

ეს რქსპერიმენტი ადასტურებს,თუ რაოდენ ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ!

მოწმის გულგრილობის ექსპერიმენტი (1968)

როდესაც 1964 წელს ერთი ქალი მოკლეს,გაზეთებში დაიბეჭდა,რომ იმ 38 ადამიანმა,რომლებმაც  გაიგონეს და დაინახეს ეს თავდასხმა—არაფერი იღონეს.ფაქტი ის არის, რომ როდესაც ადამიანმა იცის,რომ ვიღაც სხვას აქვს იგივე შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა,რომ რაიმე გააკეთოს— ისინი მიდრეკილნი არიან იმისკენ,რომ თავად არაფერი მოიმოქმედონ.

ამ ფაქტის დასამტკიცებლად ორმა ფსიქოლოგმა მოიპატიჟა ადამიანები,რომ მათ განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა.ნაწილს უთხრეს,რომ ეს იქნებოდა უკიდურესად პირისპირ საუბრები,დანარჩენებმა კი იცოდნენ,რომ იქ ვიღაც სხვაც იქნებოდა.საუბრისას მსახიობმა გაითამაშა ეპილეფსიური შეტევა,რომელიც სხვების ყურთასმენისთვისაც მიღწევვადი იქნებოდა.ექსპერიმენტის მონაწილეთაგან 85 პროცენტმა,მათგან,ვინც იცოდა, რომ ერთადერთი მოსაუბრე იყო—გაეშურნენ სხვა ოთახში ეპილეფტიკისთვის დახმარების აღმოსაჩენად.მათგან კი, ვისაც ეგონა,რომ სხვა ადამიანებიც იქნებოდნენ იქ,რომ დახმარება აღმოეჩინათ,მხოლოდ 31% დატოვა ოთახი, რომ დახმარებითვის ვინმესთვის დაეძახა.

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი (1971)

ალბათ ყველას გსმენიათ ამ ექსპერიმენტის ესახებ,ის კარგად აჩვენებს ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებს.

ამ ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობდა,რომ დაემტკიცებინათ,რომ ადამიანებს შეუძლიათ იყონ სასტიკები,როდესაც ამას მათ არავინ უკრძალავს.ფსიქოლოგმა ფილიპ ზინბარდომ მოიწვია მსურველები,რომლენიც გამოირჩეოდნენ კარგი ჯანმრთელობითაც და მაღალხარისხიანი მენტალური სტაბილურობითაც,რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმისთვის,რომ გადაეწყვიტათ,თუ ვინ წავიდოდა ციხეში.ყველა მათგანი კოლეჯის სტუდენტი მამაკაცები იყვნენ.ჩამოყალიბდა თვითნებურად შერჩეული 12 მცველი და 12 პატიმრისგან შემდგარი ორი ჯგუფი.დაახლოებით ერთი დღე გახდა საკმარისი,რომ მონაწილეები გადარეულიყვნენ : მეორე დღესვე პატიმრებმა წამოიწყეს აჯანყება და რამოდენიმე მცველმა დაიწყო დაძალება,რომ პატიმრებს შიშვლებს დაეძინათ,შეესრულებინათ დამამცირებელი ვარჯიშები და შიშველი ხელით ეწმინდათ თუალეტი.

დასკვნისთვის,გაიხსენეთ — შეუწუხებიხართ პოლიციელს უმიზეზო ზეწოლით?მეცნიერები გვეუბნებიან,რომ როლები თუ შეიცვლება–ალბათ ჩვენც იგივეს გავაკეთებდით.

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ ექსპერიმენტების შესახებ.მე კი ვთვლი, რომ რომ პირადად ვყოფილვარ შემსწრე,რომ ჩვენთან,თბილისში გაჭირვებულ ადამიანს ყველა გამვლელი დახმარებია(გოგონას გული წაუვიდა) და გამოდის,რომ ეს მეორე ექსპერიმენტი მაინც ტყუის.ვფიქრობ,რომ სხვადასხვა რეგიობში ადამიანები მეტი ან ნაკლები მგრძნობელობით და გულისხმიერებით გამოირჩევიან და ამგვარი ექსპრერიმენტების შედეგებით მაინც კაცობრიობაზე ვერ ვიმსჯელებთ.შეიძლება ვცდებოდე კიდეც.თქვენც გამოთქვით თქვენი აზრი,ძალიან მაინტერესებს.

About these ads

12 responses to “ადამიანებზე ჩატარებული საინტერესო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

  1. Teaa June 13, 2012 at 11:42 am

    ამერიკაში დადასტურებული ფაქტია, რომ როცა დახმარებას ითხოვ შენ-მხოლოდ 9% ეხმაურება თხოვნას და საკმარისია იყვირო “ხანძარი” – 99% საშველად გარბის. ვინაიდან იმავე ადგილას არიან და არის ალბათობა რომ ხანძარი მათაც დააზიანებს-არის.. საქართველოშიც რამდენჯერ მინახავს რომ ადამიანს სჭირდება დახმარება და კაცი შვილი ყურს არ იბერტყავს. :/ გინდა ქუჩაში ცუდად გამხდარი, ან წაქცეული ან სხვა, და გვერდს უვლიან პრინციპით :”მე თვითონ გამჭირვებია”…
    ჰო, არაფერი დადებითი :/

    • ketusi.com June 13, 2012 at 11:46 am

      რა ვიცი,თეა, პირადად მე რამდენჯერმე ვყოფილვარ თვითმხილველი,რომ გაჭირვებულ ადამიანს დახმარებიან.
      ჩემ უბანში ორი ლოთი ცხოვრობს,ხდება ხოლმე,რომ ქუჩაში ძინავთ––მათზე უკვე რეაქცია არავის აქვს,იმიტომ რომ ეს მაში მუდმივი თუ არა,ხშირი სიტუაციაა,ამიტომაც აიგნორებენ,მაგრამ მართლა გაჭირვებულ ადამიანს ყველა ეხმარება,მე რამდენჯერაც გამიგია

  2. marika June 13, 2012 at 1:08 pm

    gulgriloba saqartveloshic ikidebs fexs, tumca mainc bevria gulisxmieri adamiani.

    • ketusi.com June 13, 2012 at 10:55 pm

      კი,გეთანხმები.როგორც ვაკვირდები სტიმულირდება ისეთი რეგირებები,რომლებიც მეორეხარისხოვანია.

  3. karamelka June 13, 2012 at 1:52 pm

    ეგ კი მართალია , როცა გარშემო ბევრნი არიან და შენ ყურს არ იბერტყავ. მაგრამ ყველამ საკუთრ თავში უნდა ჩაიხედოს და იმაზე იფიქრო რომ ვაი თუ ის “სხვაც” იმავეს ფიქრობს რასაც შენ – მაშინ? ზუსტად იგივეა არჩევნებზე (სა არჩევნები,მარა მაინც). ჩემი ერთი ხმა რას გადაწყვეტსო და ამ დროს აი, ყველა რომ მაგას ამბობს:დ

    • ketusi.com June 13, 2012 at 10:56 pm

      კი, ზოგადად ადამიანის ბუნებაა მასეთი

      • გლეხის ბიჭი June 15, 2012 at 7:31 pm

        საერთოდ, როცა ბევრი ადამიანი ახვევია გარს დაზარალებულს, თუ კონკრეტულად შენი დახმარება არ გახდა საჭირო, არაა აუცილებელი ჩარევა. თანაც, წაქცეულს და მოსასულიერებელს ჰაერი ესაჭიროება და ირგვლივშემოჯარული ხალხი ამ ჰაერის წყაროს ახშობს.

        • ketusi.com June 15, 2012 at 11:40 pm

          კი,ჰაერო სჭირდება მაგ დროს ადამიანს,მაგრამ ხალხს აინტერესებს ხოლმე სასწრაფო თუ მოდის,პატრონი თუ გამოუჩნდება,ანუ სხვა დახმარება თუ უნდა კიდევ და ეს არის მიზეზი,რომ მასინვე არ იშლებიან(ნუ,.მე რასაც შევსწრებივარ)

  4. Verzonti June 15, 2012 at 12:59 pm

    საინტერესო პოსტი იყო. გულგრილობას რაც შეეხება, მგონი ზუსტად ამ ბლოგზე ვნახე პატარა ჩინელ ბავშვს მანქანა რომ გადაუვლის და ხალხი ურეაქციოდ უვლის გვერდს მომაკვდავ ბავშვს. იმის მერე რაღა უნდა გაგვიკვირდეს…

    • ketusi.com June 15, 2012 at 1:59 pm

      მადლობა
      კი, მე მაქვს ეგ ბლოგზე მაგრამ რატომღაც ვთვლი,რომ ყველგან ასე არ ხდება,ანუ ცინეთში მომხდარი ინციდენტით მთელ კაცობრიობაზე ვერ ვიმსჯელებთ.ამგვარი გულგრილობა ყველაზე დიდი საშინელებაა

  5. გლეხის ბიჭი June 15, 2012 at 7:27 pm

    საინტერესო ექსპერიმენტებია :)
    აი, დასკვნას რაც შეეხება, ეტყობა იქ მყოფი ყველა ადამიანი 31% ში შედიოდა. თანაც მაგ დროს რთულია მიაქციო ყურადღება, ვინ არ ეხმარება :)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: