Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დიეტის ნაცვლად

დიეტაჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი მეთოდი არსებობს:დიეტები,კომპლექსური ვარჯიშბი,ბიოდანამატები….ეს ყველაფერი უკვე მოსინჯეთ? ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი? არ დაფიქრებულხართ,რომ უშედეგოდ ებრძვით შედეგბს და არა მიზეზს.უამრვი ჭარბწონიანი ადამიანი იტანჯება შენელებული მეტაბოლოზმისგან ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევისგან,რისი შედეგიც არის ჭარბი წონა.

რა არის მეტაბოლოზმი და როგორ შეიძლება ის ავაჩქაროთ?

ნივთიერებათა ცვლა,ანუ მეტაბოლიზმი–––არის ბიოქიმიუტი რეაქციათა ერთობლიობა,რომელიც დაკავშირებულია საკვებ ნივთიერებათა დაგროვება და განაწილებით.მისი დახმარებით სასარგებლო ნივთიერებები,რომლებსაც საკვებთან ერთად ვიღებთ,გარდაიქმნება სასიცოცხლო ენერგიად,ამავდროულად უსარგებლო ნივთიერებები გამოიდევნება ორგანიზმიდან.

დაკვირვებების თანახმად,ადამიანი წინასწარ განსაზღვრული მეტაბოლიზმის სისწრაფით იბადება,თუმცა მისი დაჩქარება მაინც შესაძლებელია.მინდა შემოგტავაზოთ რამოდენიმე ძალიან კარგი რჩევა,რომელთა განხორციელება სულაც არ არის რტული და თუ თქვენს ყოველდრიურ რეჟიმში მათ შეიტანთ,თვალსაჩინო შედეგსაც მიიღებთ.

  • სპორტით დაკავება.კუნთოვანი მასის უფრო დიდი წონის გამო მამაკაცებში ნივთიერებათა ცვლა უფრო სწრაფად მიმდინარეობს,ვიდრე ქალებში.რაც მეტია კუნთი––მით მეტი ენერგია იხარჯება მის ‘შენახვაზე’,მით მეტი პროდუქტი გადამუშავდება.
  • წყლის გადავლება,კონტრასტული შხაპი.კონტრასტულ,თერმიულ მასაჟსაც აქვს უნარი გააქტიუროს  ნივთიოერებათა ცვლის პროცესი ორგანიზმში.
  • იძინეთ დღე–ღამეში არანაკლებ 8 საათისა.ჯანმრთელი ძილი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას,რაც,თავის მხრიივ დადებითად მოქმედებს მეტაბოლიური პროცესების სისწრაფეზე.
  • ფეხის ძირების მასაჟი.ცნობილია,რომ ფეხის ამ ნაწილში უამრავი აქტიური წერტილია განლაგებული,რომლებიც პრაქტიკულად ყველა ორგანოზე არიან პასუხისმგებელნი.ამ აქტიური წრტილების მასაჟის მეშვეობით თქვენ ნივთიერებათა ცვლის აქტივიზციას იწვევთ და ამაღლებთ იმუნიტეტს.
  • ფარისებრი ჯირკვალი.უამრავ შემთხვევაში წონის მომატების მიზეზი იმალება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შეფერხებაში,რაც აქვეითებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.ხშირად მიზეზი ბანალურია––ორგანიზმში იოდის უკმარისობა.ამ ელემენტის შესავსებად შეგიძლიათ სცადოთ იოდის შემცველი პრეპარატების მიღება ან იოდშემცველი საკვების:ზღვის კომბოსტო ან იოდიზირებული მარილი.
  • აბანო,საუნა,ინფრაწითელი აბანო.ინფრაწითელი გამოსხივება ხელს უწყობს უჯრედულ აქტივობას,რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.საუნის ორთქლი ახურებს სხეულს და ფორებს ხსნის,აღავისუფლებს ორგანიზმს შლის პროდუქტებისგან და ამით ხელს უწყოპბს მეტაბოლიზმს.თანაც ორთქლის და მაღალი ტემპერატურის გამო გული უფრო სწრაფად ცემს ,შესაბამისად სისხლი უფრო ინტენსიურად მიეწოდება ორგანოებს და პროცესებიც ჩქარდება.
  • წყალი.წყალი ორგანიზმში ყველა უმთავრესი პროცესის მონაწილეა.თუ სითხეების არასაკმარის რაოდენობას მოიხმართ,ორგანიზმის ამოცანა იქნება სითხის მარაგის შევსება და არა მეტაბოლური რეაქციაბისთვის ნორმალური სისწრაფის შენარჩუნება.
  •  სეინობა სუფთა ჰაერზე.ჟანგბადი,რომელიც თავისუფლად ხვდება თქვენს ორგანიზმში,აძლიერებს მეტაბოლიზმის პროცესის სისწრაფეს.
  • იკვებეთ მცირე ულუფებით.უამრავ დიეტების და წონაში დაკლების სისტემებს ამგვარი მიდგომა აქვთ საკვებთან მიმართებაში.
  • მასაჟი.ღრმა,ძალიამიერი მასაჟი სისხლს სიჩქარეს მატებს,შესაბამისად მეტად მიეწოდება ჟანგბადი კუნთებს,ჩქარდება კანის ნივთიერებათა ცვლა და შედეგად ის უფრო ელასტიური და რბილი ხდება.თაფლის მასაჟი აღადგენს კუნთოვან ქსოვილს,აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.ვაკუუმური მასაჟი კი ხელს უწყობს ქსოვილებში სისხლის ცირკულირებას,რაც დადებითად მოქმედებს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოყვანის პროცესზე და მეტაბოლიზმზე.
  • არომათერაპია.ეთერული ზეთები ეხლამრებიან  სისხლძარღვებს გაფართოებაში,რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
  • სტრესი ანელებს მეტაბოლიზმს.სტრესი გამოათავისუფლებს ცხინოვან მჟავეებს,რომლებიც გადაადგილდებიან სისხლის ნაკადთან ერთად,შეიწოვებიან და ილექებიან ცხიმდგროვებად.
  • სექსი.სექსის დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება.ორგაზმის დროს სისხლი დაჩქარებულად გადაადგილდება ორგანიზმში,ამარაგებს ორგანოებს ჟანგბადით და უჯრედებიდან შლის პროუქტები გამოჰყავს.შეათავსეთ სასიამოვნო სასარგებლოსთან და გახდებით.
About these ads

4 responses to “დიეტის ნაცვლად

  1. Teaa June 23, 2012 at 11:45 pm

    სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ დიეტა არაფერია. საჭიროა ძირეულად ჯანსაღ კვებაზე გადასვლა, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და საერთოდ, ცხოვრების რეჟიმის შეცვლა.გააქტიურება :) როგორც ყოველთვის სრულყოფილად მომზადებული და ძალიან საჭირო პოსტი გაქვს ქეთუს :)

    • ketusi.com June 23, 2012 at 11:50 pm

      მადლობა,თეა <3
      კი, კომპლექსური მიდგომა ყველაფერს სჭირდება,.მით უფრო დიეტას :)
      შემდეგი პოსტი საზამთროს დიეტაზე იქნება

  2. A Magazine September 1, 2012 at 6:16 pm

    აბსოლიტურად გეთანხმები! ძირს დიეტა და წვალება!!! მივესალმოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს!!!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,937 other followers

%d bloggers like this: