Ketusi's Blog

take it easy,it's just life

საზამთროს დიეტა

საზამთრო

დალოცვილ ქვეყანასი ვცხოვრობთ,რა!ყველაფერი მოგვდის ჩვენს მიწაზე,რაც ძალიან სასარგებლოა და თუ გონივრულად მივუდგებით კვებას და დიეტასაც,შესანისბავი შედეგი გვექნება.

ზაფხულის სეზონი ბევრს იმიტომაც გვიყვარს,რომ საზამთრო შემოდის.აბა ვის არ უყვარს საზამთრო?ჩემ გარშემო ყველას უყვარს,ჩემი ჩათვლით.იმის გარდა,რომ  საზამთრო ძალიან გემრიელია,ის სასარგებლოც არის.შარშან დაწერილ ამ პოსტში,რომელიც საზამთროს ეხება,მოყვანილი მაქვს ის რჩევები,რაც მწიფე საზამთროს ყიდვაში დაგეხმარებათ.ამ პოსტში კი მინდა საზამთროს დიეტა შემოგთავაზოთ.

საზამთროს დიეტა ალბათ ყველაზე მარტივი და სასიამოვნო დიეტაა ზაფხულის პერიოდში,რადგან საზამთრო კარგად კლავს წყურვილის გრძნობასაც და თანაც ძალიან გემრიელიც არის!

ამ დიეტას მხოლოდ ერთი წესი აქვს––– 5 დღის განმავლობაში მხოლოდ საზამთრო უნდა მიირთვათ!ერთი დღის განმავლობაში მირთმეული საზამთროს რბილობი უნდა გამოთვალოთ ასე: თქვენი წონის ყოველ 10 კილოზე მიირთვით 1 კილო საზამთროს რბილობი.ანუ,თუ 70 კგ–ს იწონით,მაშინ დღეში 7 კილოგრამი საზამთროს რბილობი უნდა მიირთვათ.ეს დაახლოებით 10 კილოგრამიანი საზამთროს რბილობია.

მიუხედავად იმისა,რომ გახდომის ეს წესი ძალიან მარტივია და არ ახასიათებს უსიამოვნო გვერდითი მოვლენები,ცალკეულ შემთხვევებში ის უკუჩვენებას იძლევა თირკმელებში კენჭის არსებობის დროს,კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების და დიაბეტის დროს.ასე რომ ჯერ დარწმუნდით,რომ ეს დაავადებები არ გაწუხებთ და მხოლოდ მას მერე დაიწყეთ საზამთროს დიეტა.

დიეტის დაწყებიდან პირველივე დღეებში თუ თავს სუსტად იგრძნობთ ან კუჭ–ნაწლავის გაღიზიანებას ატყობთ,უმჯობესია შეწყვიტოთ დიეტა.

თუკი დიეტის დაწყებიდან მეორე დღიდან არ გაწუხებთ მეტეორიზმი,ტკივილი ნაწლავების არეში,გულისრევის შეგრძნება ან სხვა ნეგატიური გამოვლინება,მაშინ შეგიძლიათ ტამამად გააგრძელოთ!

ამ 5 დღის განმავლობაში(5 დღეზე მეტი არ შეიძლება!) იკლებთ დაახლოებით 3 კილოგრამ ზედმეტ წონას.თუმცა ამ დიეტის დასრულებისას ისევ რომ არ მოიმატოთ წინაში,გარდამავალი პერიოდის დროს უნდა იკვებოთ ამ სქემის მიხედვით:

საუზმე: წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა და ყველის ნაჭერი;

სადილი: ბოსტნეულის სალათი ლიმონის წვენით,უცხიმო თევზის ნაჭერი;

ვახშამი: საზამთროს რბილობი შემდეგი გათვლით : 1 კდ საზამთროს რბილობი 30 კგ წონაზე.

ეს კურსი უნდა გააგრძელოთ 10 დღე,რომლის დროსაც კიდევ 5–7 კილოგრამს დაიკლებთ.

საერთო ჯამში გამოგივათ 15 დღიანი დიეტა და შედეგად 10 კილომდე გაკლებული წონა.

უმტავრესია,რომ ერთბაშად დიდი ულუფით არ მიირთვათ,რაზეც საუბარი ამ პოსტშიც მქონდა.

არ მგონია,რომ ეს რთული გასაკეთებელი იყოს!

თუ სცდით ამ მეთოდით დაკლებას,შედეგი აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში!

წარმატებებს გისურვებთ!

საზამთრო

About these ads

17 responses to “საზამთროს დიეტა

  1. Lanka June 24, 2012 at 2:28 am

    10 kilo ro daviklo agharc davrcebi araferi))) mirchvenia exla rogorc vshvebi 6 stis mere ar vcham, nela vikleb magram zato mere advilad aghar movimateb

    • Mallorie June 24, 2012 at 8:40 am

      aqamde ar megona, tu eqvsis mere archama wonashi damaklebinebda. Axla ki, chems garshemo visac ramdenime kilogramis dakleba surs, tanac arc ise patara droshi, eqvsis mere archamas vurchev. Ukve karga xania eqvsis mere lukma ar chamidia pirshi, tanac grafikic davuwere sakutar tavs. 9ze, 2ze da 6ze.. Vcdilob puri racionidan amovigo da naklebcximiani sachmelebic mivirtva. Tavs fantastiurad vgrdznob. 55.1 kg var. Arada orkvira naxevris win, 59.7-s vukakunebdi..

    • ketusi.com June 24, 2012 at 10:55 am

      ნუ,როდესაც ცოტა გაქვს დასაკლები,მასე ჯობია, მაგრამ ეს დიეტა ვისაც სჭირდება,მათტვის ზედგამოჭრილია.ტან საზამთრო ასეუფთავებს ორგანიზმს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

  2. ketusi.com June 24, 2012 at 10:56 am

    რაც შეეხება 6 მერე არ ჭამას,მე მაგას ვერ გავაკეთებ,რომ მომკლა,ზოგჯერ ღამის 2 საათზე მიჭამია.მთავარია კალორიული და ტკბილი არჭამო და რასაც შეჭამ მცირე ულუფით მიირთვა,თორე გვიან ჭამა არც ისე ცუდია.ნუ მე მშიერი ვერ დავიძინებ და რა ვქნა.

    • Verzonti June 24, 2012 at 4:25 pm

      erti ram sheimidzlia davamato :) es dieta dzalian sasrgebloa. iaponelebi xshirad mimartavdnen mas organizmis gasawmendad marilebisa da shlakebisagan. ogond dietis me-2-3 dges (mapatiet da) shardi shesamchnevad aimgvreva da ar shegeshindet, es swored is zedmeti shlakebia. dietis bolosken isev daiwmindeba.
      good luck :)

  3. ნინა June 24, 2012 at 10:07 pm

    ხალხოოოო გაგიჟდით დღეში 7 კილო ნებისმიერი საჭმლის ჭამა ვის გაუგია? თქვენ გამოშტერდით სულ?

    • ketusi.com June 24, 2012 at 10:15 pm

      ჯერ ერთი კორექტულობა არ გაწყენდა,ზრდილობის ფარგლებში ყველანაირი კრიტიკა მისაღებია
      მეორეც,7 კგ საზამთრო გებევრება? შეიძლება რაიმე სხვა პროდუქტი ბევრიც იყოს,მაგრამ 7 კგ საზამთრო არის ჰა ჰა ორი ცალი საზამთრო და იმ გათვლით,რომ მთელი დღის განმავლობაში მეტი არაფერი უნდა ჭამო––სულ არ არის ბევრი,თანაც ერთჯერზე ხომ არ ჭამ, მთელი დღის განმავლობაში’ ,თანაც აქ მაქსიმუმია მოყვანოლი,სურვილისამებრ ნაკლებიც შეუძლია მიირთვან.

      ასე რომ სანამ ასეთ კომენტარს გააკეთებ,ჯერ თავად დარწმუნდი საკუთარი მოსაზრების ჭკვიანობაში!

  4. Jessie June 25, 2012 at 2:49 pm

    ახლა არ არის სიეტი საზამთრო რაც 10 წლის წინ იყო ადრე ყოველ ზაფხულს ვიცავდი საზამთროს დიეტას და 1 კვირაში 5 კილოს ვილებდი მარგრამ უფრო დიდი ხნით აკრძალულია ამ დიეტის დაცვა ხო… :)0 აუ როდის მოვა ნორმალური საზამთროს დრო და შევჭამ და გავხდები უფრო და უფრო :)))

    • ketusi.com June 25, 2012 at 2:59 pm

      მეც ივლისის თვის საზამთრო უფრო მიყვარს,ჯეს,მაგრან წინა კვირაში ისეთი კარგი საზამთრო მივირთვი,მგონი შარშან აგვისტოშიც არ მიჭამია :)))))

      • Jessie June 25, 2012 at 3:14 pm

        აუუ მეც მინდა :( აი წიწიბურა და საზამთრო ორი პროდუქტია, რომლის ჭამა შემიძლია ენ რაოდენობაში და უსასრულოდ :)))

  5. ტამარა June 30, 2012 at 3:09 pm

    მინდა ძალიან და ალბათ დავიწყებ ხვალიდან <3 რამდენ კგს იკლებთ ვისაც გაგიკეტებიან ეს დიეტა?

    • ketusi.com June 30, 2012 at 8:36 pm

      კვირაში 5 კგ გამოდის დაახლოებით,ზევით როგორც ჯესიმ დაწერა კომენტარში,მას გაუკეთებია და საკუთარი გამოცდილებიდან კვირაში 5 კგ დავიკელიო.

  6. marro July 8, 2012 at 4:10 pm

    დღს დავიწყეე და იმედია გავალ ბოლომდე ნებისყოფასთასნ პრობლემები მაქვს და : )) მოკლედ მე რამდენი კილოც ვარ იმის მიხედვით რო ვჭამო გავსკდები (65მდე ვუკაკუნებ ) აი მაგალითად დღეს ნაჭამი მაქვს ორი ნაჭერი საზამთრო საგამომდე კიდე შევჭმ , ხოდა რა მაინტერესებს ანუ 5 დღეს რო გავა მერე ის შვრიის დიეტა დავიწყო? და რა მაინტერესებს თევზი მირჩიეთ რა რა შეიძლება შევჭამო

    • ketusi.com August 19, 2012 at 2:31 pm

      მანდ მითითებული საზამთროს წონა მაქსიმუმი რაოდენობაა, ასე რომ ნაკლებიც შეიძლება,მერე აუცილებლად დიეტაა საჭირო,თევზი კი უცხიმო იყოს და სახეობას არ მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს

  7. laduna August 19, 2012 at 10:13 am

    გამორიცხულია საზამთრო 100 გრამი არის 33 კალორია.კილო 330.7 კილო კი 2400 მდე.ამდენი კალორიის დღეში მიღებით ვერ დაიკლებთ.თუ მაინცდამაინც საზამთროს დიეტა გვინდა უნდა შევამციროთ რაოდენობა.

    • ketusi.com August 19, 2012 at 2:33 pm

      რაოდენობა მაქსიმუმია დაწერილი,რა თქმა უნდა ნაკლები ჯობს მივიღოთ.საქმე იმაშია, რომ მხოლოდ საზამთროს რომ ჭამ,მისი კალორიები ბევრი არ გამოდის,სულ კალორიის გარეშე როგორ შეიძლება,თან სწმენდს ორგანიზმს და არეგულირებს ნივთიერბათა ცვლას.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: