Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2012 წლის ზაფხულის “must have” ნივთები

რა გვჭირდება იმისათვის,რომ 2012 წლის ზაფხულის იდეალური გარდერობი შევქმნათ? მოდით პრაქტიკული ტანიოსამოსის და მოდური ტრენდების გათვალისწინებით შევარჩიოთ ის საჭირო ნივთები,რაც სასურველია,რომ ჩვენ ზაფხულის გარდერობს ამშვენებდეს.

მინი–კომბინეზონი (Playsuit / jumpsuit)

  

ზაფხულში ძალიან მოსახერხებელია ამგვარი კომბინეზონი,ის სხეულის სილამაზეს ხაზს უსვამს,თანაც საკმაოდ კომფორტულია.ამგვარი კომბინეზოპნი მხოლოდ პროპორციული სხეულის მქონე გოგონებს მოუხდება.წელს მოდაშია პრინტიანი ქსოვილები ფლორისტული ნახატით(ყვავილები,ფოთლები) .ქსოვილი ნატურალური ბამბის თუ იქნება,მასში არასდროს დაგცხებათ!

მას შაგიძლიათ ‘ბალეტკები’ მოარგოთ ან პლატფორმიანი ღია ფეხსაცმელი,კედებსაც კი უხდება და აგრეთვე წვრილ ზონარიან საზაფხულო ფეხსაცმელს (‘ბასანოჟკები’).ნებისმიერ შემტხვევაში ამგვარ კომბინეზონს არ უხდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

თეთრი კაბა

      

საზაფხულოდ თეთრი ფერი  არასდროს გადადის მოდიდან.შარშან(2011 წლის ზაფხულში) უფრო ბლუზები და ქვედაბოლოები იყო მოდაში,წელს კი მეტი ყურადღება კაბებს  ეთმობა.მცდარი აზრია,თითქოს თეტრი ფეი ვიზუალურად უფრო მსუქანს აჩენს.თეთრი დახვეწილობის და სიხალვასის შთაბეჭდილებას ტოვებს.არ შეგერძინდეთ,რომ პატარძალს დაემსგავსებით,ამისათვის საკმარისია ნაკლებად გადატვირთული კაბა შეარჩიოთ და შესაბამისი აქსესუარები გამოიყენოთ.2012 წელს მაქმანიც მოდაშია,ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ(თეთრი კაბა 2).

ამგვარ თეთრ კაბებს მოუხდება მკვეთრი ფერის აქსესუარები,თუმცა აი მაქმანებიანისთვის უმჯობესია ერთ მკვეთრ ფერში გადაწყვეტილი აქსესუარები და არა ჭრელი :ფირუზისფერი,წითელი,მწვანე. მაგრამ თუკი კაბა ტეთრ ფონზე რაიმე ოპრონტიანი ქსოვილისგანაა,მაშინ მას დამატებითი ჭრელი აქსესუარები არ მოუხდება და რაიმე სადა შეუხამეთ.

ამგვარ კაბებს ყველაზე მეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება.

საცურაო კოსტუმი

 

საცურაო კოსტუმის გარეშე გარდერობი სრული არ იქნება და ამიტომ ის ყველა ქალს აქვს.წელს არცერთნაირი კონკრეტული სტილი არ არის მოდაში,უფრო სწორედ –––მოდაშია ყველაფერი.რეტრო სტილის საცურაო კოსტუმებიტ დაწყებული ჭრელ–პრინტიანი და კოპლებიანით დამთავრებული.თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ ამ ბოლო დროს ერთიანი საცურაო კოსტუმებმა აქტუალობა შეიძინა.ერთიანი კოსტუმის გვერდებზე ან წელის არეში ამოღებულ მოდელს,რომელსაც  ‘მონოკინი’ ეწოდება,ნაკლები მომხმარებელი ყავს,ამიტომ უფრო დახურულ,ერთიან საცურაო კლსტუმს ენიჭება უპირატესობა.

მოკლედ,ვინტაჟის სტილში გადაწყვეტილ საცურაო კოსტუმს ნებიემიერი პრინტით,რომელსაც შორტისმაგვარი ბოლო და რეტროს სტილის ლიფი ექნება,კისერზე შესაკრავი ზონარი კი ფართო ––– აქვს პრეტენზია იყოს მოდური.ამგვარი მოდელი ნამდვილად მიიქცევს ყურადღებას და მას კიდევ უფრო მეტ შიკს დაუმატებს პარტნიორის იმავე ფერში გადაწყვეტილი საცურაო ტრუსი.

ისიც უნდა ითქვას,რომ ფერის მხრივ წელს ცისფერი საცურაო კოსტუმის ფერი ლიდერობს.

პირადად მე არ მომწონს ერთიანი საცურაო კოსტუმი,მირჩევნია განსალკევებული,როგორც სურათ 3 და 4–ზეა.მონოკინიც (სურატი 5) მომწონს.ყველაზე დიდი პრობლემა ზორტებია.ცემთვის საუკეთესო მოდელი ის არის,რომლის ზორტების დროებით მოხსნაც შეიძლება გარუჯვის დროს,რომ ერთფეროვანი რუჯი მიიღო(თქვენ რას ფიქრობთ?)

პლატფორმა

2012 წელს მოდაშია სქელი პლატფორმაძირიანი ფეხსაცმელი კოჭზე ქამრით.თანაც წლის სენსაციად ითვლება პრაქტიკულად სწორძირიანი პლატფორმა საზაფხულო ფეხსაცმელი,რომელსაც ‘ფელტფორმა’ შეარქვეს(სურათები: 1,6,7).სიტვა ‘ფლეტფორმა’ იწარმოება flat(სწორი)+ platform(პლატფორმა)  :).ამგვარი ფეხსაცმელის მასალა მრავალფეროვანი შეიძლება იუყოს;ტყავი,ნაჭერი,ზამში,პლასტიკი.თუმცა ყველაზე აქტუალური არის პლასტიკის და ყვავილოვანის პრინტის ფეხსაცმელი.

პლატფორმიანი ფეხსაცმელი ყველა ტიპის სამოსს უხდება;კაბასაც,სარაფანსაც,ჯინსსაც და კომბინეზონსაც.ტანაც მოკლე შორტი და ბოლოკაბაც გამომწვევად არ გამოიყურება,როდესაც ფეხზე პლატფორმა გინდაც მარალქუსლიანი,გაცვიათ.

მინი ქვედაბოლო

წელს მსოფლიოს ყველა ქალაქში შეხვდებით გოგოებს გრძელი პლისირებული ფერადი(ძირითადად წითლის ვარიაციები) ქვედაბოლოებით.აცვიათ ნახევრადგამჭვირვალე და მტკიცე ქსოვილის,ბევრფენიანი და თხელი გრზელი ბოლოკაბები.იმდენად მასიურად შემოვიდა ეს ტრენდი მოდაში,რომ ზაფხულის მეორე ტრენდმი–––ექსტრემალურად მოკლე ქვედაბოლოებმა –– სულზე მოუსწრო.მინი ქვედაბოლოები მოდაში 70–იან წლებში შემოვიდა,როდესაც მოდელი სახელად ტვიგი გამოჩნდა ერთ–ერთ ფოტოზე ამგვარი მინი კაბით.იყო პერიოდი,როდესაც მინი ქვედაბოლოებმა აქტუალობა დაკარგა,თუმცა 2012 წლის ზაფხულისთვის სიტუაცია შეიცვალა––წელს ექსტრემალურად მოკლე და მოტკეცილი მინი კაბებია მოდაში.ასევე მოდური ტრენდია წელთან რუშით გაფორმებული ბოლოკაბა,რომელიც პრაქტიკულად ყველანაირი ფიგურის მფლობელს მოუხდება.რუსიანი ქვედაბოლო თუ მკვეთრი ფერისა,მით უკეთესი,ასევე ჯობს ის ერთფეროვანი იყოს.ამგვარ ქვედაბოლოს უხდება სადა მაისური ან ბლუზა(თეთრი ფერი საუკეთესოა ჩემის აზრით).პრინტიანი ქვედაბოლოებიც საკმაოდ აქტუალურია,მათ შეუხამეთ ერთ ფერში გადაწყვეტილი  კლასიკური სტილის ბლუზა,მაქმანიანი ზედა ან რაც ყველაზე მეტად არის 2012 წლის საზაფხულო მოდის პიკზე–––მოკლე ტოპი!

პირადად მე მოკლე ზომიერად მოკლე ბოლოკაბებს ვიცმევ,ასე რომ ბოლო ორ სურათზე გამოსახული ბოლოკაბები მომექონა ძალიან.

ჯინსის შორტი

ჯინსის შორტიც 2012 წლის საზაფხულო სეზონის ერთ–ერთი ტრენდია.სხვათაშორის მომღერალ რიანას(Rihanna) უნდა ვუმადლოდეთ ჯინსის,მათ შორის მოხარშული ჯინსისაც,კვლავ მოდაში დაბრუნებას,რადგან მას მერე აიტაცეს სხვა ვარსკვლავებმა,რაც რიანა ხალხში ჩნდებოდა ხოლმე ჯინსის შორტებით და კომბინეზონებით.

წელს მოდაში არის ფერადი ჯინსის შორტები ასევე მაქმანით ,ნახატით,რკინის ელემენტებით და ფოჩებით გაწყობილი.

პლასტიკის ჩანთა

2012 წლის ზაფხულის სეზონში განსაკუთრებით აქტუალურია ხასხასა ფერის პლასტიკის ჩანთები.მკვეთრი სტაფილოსფერი,ცისფერი,სალათისფერი,ყვითელი და წიტელი და მრავალი სხვა ფერის .პლასტიკის ჩანთა არამარტო საზღვაო სეზონისტვის გამოგადგებათ,არამედ ქალაქში სატარებლადაც მშვენიერია.

სათვალე რეტროს სტილში

წელს ,საზაფხულო სეზონზე, სტილთა ნამდვილი მრავალფეროვნება მეფობს:მოდაშია სხვადასხვა ფერის და ფორმის სათვალეები.თუმცა ყველაზე აქრუალური რეტრო სტილია.გარეგნობას ვინტაჟის ელფერი რომ შეჰმატოთ,სულ არ არის საწირო,რომ ყველაფერი რეტრო სტილში სეირჩიოთ,საკმარისია რეტრო სტილის სათვალე გაიკეთოთ.50–60–იანი წლების სტილის საღვალე საუკეთესო არჩევანი იქნება.ის უმჯობესია იყოს ‘კატის თვალების” ფორმის.ამგვარი სათვალე უხდება გოგონებს სამკუთხედი ან რომბისებული სახის ფორმით.ამგვარ სათვალეს ჰარმონიულად შეერწყმის რეტროს სტილის საცურაო კოსტუმი,მაღალწელიანი ჭრელი შორტები,საშუალო სიგრზის რუშებიანი ბოლოკაბა,ასევე მკაცრი სტილის მრგვალსაყელოიანი ბლუზა.

აი ეს არის ის ნივთები,რაც წლევანდელი ზაფხულის სეზონზე  “must have” –ად ითვლება.რა თქმა უნდა ეს მხოლოდ პირობიტია,და მხოლოდ უნდა გაითვალისწინოთ,რეალურად კი თქვენთვის საუკეთესო მოირგოთ.იმედია ეს ჩემი პოსტიც გამოგადგებათ,დანარჩენზე კი კომენტარებში ვისაუბროთ,ველი თქვენს გამოხმაურებას.

About these ads

13 responses to “2012 წლის ზაფხულის “must have” ნივთები

  1. kisoki June 29, 2012 at 11:20 pm

    რა ლამაზებია <3

  2. naniko June 30, 2012 at 10:05 am

    ketusi, kargi postia. mokled, ukve sheni ertguli mkitxveli var))

  3. fsiQe June 30, 2012 at 2:46 pm

    შემოვეჩვევი მე ამ ბლოგს, სად ვიყავი აქამდე :დდ

  4. Any July 1, 2012 at 12:10 am

    რეტრო სტილის სათვალეები მაკლია.
    ძალიან საყვარელი ბლოგია :)
    შემოგივლი ხოლმე ♥

    • ketusi.com July 1, 2012 at 12:15 am

      დიდი მადლობა
      ყოველთვის გამიხარდება ჩემ ბლოგზე შენი ხილვა <3

  5. Pingback: გააკეთე შენი ხელით « Ketusi's Blog

  6. Grio July 1, 2012 at 9:19 pm

    must have-დან რომელიმე გოგო იგულისხმევა? :)

  7. არეულიბლოგი July 3, 2012 at 9:44 am

    ესეიგი მოდური გოგო გამოვდივარ?:)))))))))))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: