Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ვსწავლობთ ქსოვას (2)

ამ სერიის წინა პოსტში ვისწავლეთ ჩხირზე თვლების ასხმა და თვალის წაღმა ამოყვანა,ანუ წაღმა ქსოვა.ამ პოსტში კი უკუღმა თვლების ამოყვანაც ვისწავლოთ.

ამ ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები,თუ როგორ უნდა ამოვიყვანოთ უკუღმა თვლები.

ამგვარად,თუ ერთი მხრიდან წაღმა თვლებს ამოვიყვანთ,მეორე მხრიდან კი უკუღმა თვლებს,გამოგვივა წინდის ნაქსოვი(ასე ქვია,რუსულად “чулочная вязка” ).

ნებისმიერი სირთულის ნაქსოვი ჩხირებით იქსოვება: წაღმა,უკუღმა,რამოდდენიმე თვლის ერთდროულად ამოყვანით ,გამოტოვებული თვლებით და ზედმეტი თვლებით,შემოტრიალებული თვალით.ყველა ნაქსოვს თავისი სქემა აქვს და თითოეულ თვალს თავისი ნიშანი,ასე რომ სქემით მოქსოვაც არ გაგიჭირდებათ,რასაც მომდევნო პოსტებშიც გასწავლით.

ამჯერად კი ხელი გაიწაფეთ ცალკე წაღმა თვლების ამოყვანით და შემდგომ უკუღმა თვლების ამოყვანით.

როდესაც წინდის ნაქსოვით(ერთი მხრიდან რომ სულ წაღმა თვლებია და მეორე მხრიდან უკუღმა) ქსოვთ,გაითვალისწინეთ,რომ ნაქსოვის ნაპირები ჩაიხვევა და არ გაგიკვირდეთ.ისიც გაიხსენეთ,რომ პირველ თვალს არ ამოვქსოვთ,ის ისევე გადვაგვაქვს ჩხირზე.

ეხლა კი რეზინის ქსოვა ვისწავლოთ

რეზინი იქსოვება თანმიმდევრულად წაღმა და უკუღმა თვლების ამოქსოვით.თვლების რაოდენობა სხვადასხვა შეიძლება იყოს.მაგალითად 1 წაღმა+1 უკუღმა ––– ამ დროს საკმაოდ მკვრივი რეზინა გამოდის.2 წაღმა+2 უკუღმა ––– ნორმალური სიმკვრივის რეზინი. 3 წაღლა+1 უკუღმა –– ამგვარი რეზინის მოქსოვაც შეიძლებაა,თუმცა ეს რეზინი აღარ იქნება,უფრო დეკორატიული ნაქსოვია.აი უკუღმა თვლების რაოდენობა წაღმა თვლების რაოდენობას არ უნა აჭარბებდეს,რომ ლამაზი ნაქსოვი გამოვიდეს.კარგად დააკვირდით,რომ თვალი არ ჩაგივარდეთ და მთელს აყოლებაზე ერთგვარი თვლები იყოს ამოქსოვილი.

ამ ჯერზე მეტს არაფერს დავწერ,ივარჯიშეთ წაღმა–უკუღმა თვლების ქსოვაზე.მომდევნო კვირას კი უკვე დეკორატიულ ნიუანსებს გასწავლით.

About these ads

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: