Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დასვენება მანგლისში

საქართველოში უამრავი საკურორტო ზონაა,თუმცა პირადად მე გამორჩეულად მიყვარს მანგლისი,ალბათ იმიტომ,რომ აგერ უკვე რამდენი წელია(მეოთხედ ვართ უკვე) მანგლისში ვისვენებთ ზაფხულობით.რადგან ამ კურორტს კარგად ვიცნობ,მინდა ჩემ მკითხველებსაც გაგაცნოთ მანგლისი და თუ მანგლისში დასვენებას გადაწყვეტთ–––საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ.

თუ არ იცით,გეტყვით,რომ მანგლისი თავისი მიკროკლიმატის წყალობით,რადგან გარშემო წიწვოვანი ტყეებით არის გარემოცული,აბასთუმანის შემდგომ,საუკეთესო საკურორტო ზონაა.მანგლისის ჰაერი ძალიან უხდება ბავშვებს,რომლებსაც ბრონხების და ფილტვების პრობლემა აწუხებთ.განსაკუთრებით სასარგებლოა მანგლისი გაზაფხულის მიწურულს,აპრილ–მაისში,როდესაც ფიჭვი ყვავის,რადგან ფიჭვის მტვერის ჩასუნთქვა ბევრ დაავადებისთვის სამკურნალო და პროფილაქტიკურ ეფექტს იძლევა,მთელი დანარჩენი ზაფხულის განმავლობაში კი კარგი სიგრილე,ჟანგბადით მდიდარი ჰაერი და გართობა გელით.მანგლისში ზამთარშაც განსაკუთრებული ჰაერია,წმინდა და მსუბუქი,თოვლი ძალიან დიდი არ იცის.მანგლისში ჩასული ოჯახები ძირითადად კერძო მეპატრონის გაქირავებულ ოთახებში სახლდებიან,ოთახებს სეზონის განმავლობაში ქირაობენ.’სეზონი’ გაზაფხულიდან დაწყებული აგვისტოს ბოლომდე დროა,თუმცა ძირირთადი ნაკადი ივლისის შუა თვიდან აგვისტოს 20–25მდე რჩება, რადგან აგვისტოს ბოლოს ხშირად იცის წვიმები და ისე აცივდება ხოლმე,რომ ვეღარ ვძლებთ,მაგალითად ჩვენ,და თბილისში ვბრუნდებით.

საერთოდ ამგვარ კურორტზე 3 კვირაზე ნაკლები არ უნდა დაჰყოს ადამიანმა,რომ ორგანიზმმა ყველა ამ ჰავის სიკეთე შეირგოს.კარგია,თუ ერთსა და იმავე კურორტზე მიყოლებით 3 წელი დაისვენებთ.აი მანგლისი ჩემ შვილს და დიშვილებს ძალიან მოუხდათ.შარშანდელ ზამთარს პრაქტიკულად არცერთხელ  გამხდარან ავად.

უკვე მეოთხე წელია,რაც მანგლისში ვისვენებთ,პირველად 6 წლის წინ დავისვენეთ.მაშინ პირველად ვნახე ასეთი ლამაზი ტყე!საოცარია შერეული ტყე.აქამდე ან მარტო წიწვოვანი ან მარტო ფოთლოვანი ტყე მქონდა ნანახი და მანგლისის ტყეებმა სამუდამოდ მომხიბლა!2010 წლიდან კი აგერ უკვე მიყოლებით მესამე წელია ვისვენებთ მანგლისში,თან იმავე სახლში ვართ წელსაც,სადაც შარშან ვისვენებდით.დასასვენებლად ყოველთვის ერთად დავდივართ :მე და ჩემი და, დედაჩვენი,ჩემი ორი დიშვილი და ჩემი შვილი.ძალიან მოგვწონს ჩვენი სახლის პატრონი,კარგი ადამიანია,არ გვზღუდავს და ცდილოს კომფორტი შეგვიქმნას,მიშა ქვია.შარშან ჩვენს გარდა კიდევ 4 ოჯახი ისვენებდა იმ სახლში.წელს კი აგერ უკვე ერთ კვირაზე მეტია,რაც იქ ვართ და ჯერ მარტოები ვართ,თუმცა მალე ალბათ მდგმურები შემოგვემატებიან.რა ქნან ამ მანგლისელებმა–––ერთადერთი შემოსავლის წყაროა ზაფხულობით ოთახების გაქირავება.მაგრამ როგორც ყველაფერი,ქირის ფასიც  ყოველ წელს  მატულობს….სამაგიეროდ წელს წყლის ონკანი უშუალოდ ოთახთან გვაქვს,თან წყალი უწყვეტლივ მოდის.ადგილიც კარგია, 200 მეტრი იქნება მაღაზიებამდე და ‘დიდ როშამდე’,იმდენივე პატარა როშამდე.

ვინც მანგლისს სულ არ იცნობს,მათთვის გაურკვეველია,თუ რა არის ‘დიდი როშა’ და ‘პატარა როშა’ :))).იცით,მანგლისში ადრე ბევრი რუსი ცხოვრობდა,ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ძალდატანებით ჩასახლებულები იყვნენ,იქვე გარნიზონიც ყოფილა.მანგლისი ორ ნაწილად იყოფა,დაბლა არის ცენტრი,მის შუაგულში ორი ტყის მაგვარი პარკია,ძალიან ლამაზი,განაპირას კი წყაროა ძალიან გემრიელი წყლით(ამჟამად რატომღაც წყალი აღარ მოდიოდა),შემდეგ გზა ზემოთკენ ადის და მანგლისის მეორე ნაწილია.აქ არის ღობე შემოვლებული პარკი,სადაც წიწვოვანი ტყეა,რომელსაც ყველაზე მეტად სტუმრობს დამსვენებელი და სადაც ბევრი ატრაქციონიცაა.’роща’ რუსულად ტყეს ნიშნავს,ამიტომ ამ პარკს ‘დიდ როშას’ უწოდებენ,თუმცა ცოტა უფრო ზევით,სადაც სოფელი მთავრდება ,იქყება ‘პატარა როშა’,იგივე წიწვოვანი(ფიჭვები) ტყე, ოღონდ ატრაქციონების გარეშე(მე ის ძალიან მიყვარს,სიმშვიდეა ).

ეხლა კი  ამ ‘ დიდ როშას’ გაგაცნობთ.პარკის დასაწყისიდან იშლება დაახლოებით 200–250 მეტრი სიგრძის მინდორი,რომლის ირგვლივ არის ტყე.

ამ მინდვრის განაპირა მხარეებზე არის მოწყობილი ატრაქციონები(ატრაქციონზე ერთი კაცი––1 ლარია თითქმის ყველგან,მარტო ნავებზეა 0.5 ლარი):

კვადროციკლი პატარებისთვის,ლენტით შემოღობილ ტერიტორიაზე

ნავები დიდებისთვის

ნავები პატარებისთვის (აწყობის პროცესი)

კარუსელი

სასრიალო და ბატუტი–სასრიალო პატარებისთვის

მანქანები.საკმაოდ კარგი ხარისხის,სწრაფი,ღვედით აღჭურვილი,ჩასაგდები ჟეტონებით.ამ ატრაქციონთან მუდამ ცეკვავს მანგლისის ‘ტურფა’ ,ერთი ქალია,ერთხელ ‘ნიჭიერშიც’ გამოვიდა :)))

ცხენი.ცხენით ერთი წრის გაკეთება ღირს 2 ლარი.

ეტლით გასეირნება

არის კიდევ დიდი კვადროციკლები,პატარებისთვის პულტიანი მანქანები(ბავშვი ზის და უფროსი მართავს),წინა წლებში შაპიტოს ცირკიც ჩამოდიოდა ხოლმე და ალბათ წელსაც იქნება.

პარკში იყიდება სასუსნავი და რა თქმა უნდა მისი აღმატებულება მზესუმზირა,რომლის ამდენი მირთმევისგან მგონი მეც გავსუქდები :)))

“მინი მარკეტი” :)))

პარკში ძალიან ცოტა სკამია და ისიც ქვის,ასე რომ წაიღეთ პლედი და ფიჭვის ქვეშ დააფინეთ და მოკალათდით ან შუა მინდორზე.სეზონზე იმდენი ხალხია ხოლმე, რომ ახალგაზრდები ჯგუფ–ჯგუფად პირდაპირ ბალახზე არიან წრეებად მოკალათებულნი(ჩვენც ასევე).

წელს ახალი ურნებიც დაუდგიათ და ნახევარი პარკის გავლა აღარ გვჭირდება,რომ ნაგავი გადააგდო, თუმცა ალაგ–ალაგ ამოყრილს მაინც ნახავთ,ეს უფრო ძაღლების დამსახურებაა.

ზიხარ ასე მოკალათებული ფიჭვის ძირას,უყურებ ხალხს,ტკბები სიჩუმით,ჩიტების ჭიკჭიკით,ან სულაც აი ასეთი საყვარელი ციყვის ხოლვით:

პარკის შუაგულში ძალიან ლამაზი და საინტერესო მემორიალია მიძღვნილი მეორე სამამულო ომში დაღუპულყველა მანგლისელის საპატიო ხსოვნისადმი ,ყველას გვარია ჩამოწერილი.ისედაც საინტერესო ადგილია და ხშირად მასთან სურათებს იღებენ,ბავშვები კი თამაშობენ.

პარკის ზომებიდან გამომდინარე,ერთი ჩასეირნება–ამოსეირნება ზოგისთვის უკვე დამღლელია,ან საკმარისი მაინც.სღამოს იქ გასერირნებასარაფერი სჯობს!

კიდევ რა მოგიყვეთ მანგლისზე?მოდით სტალინის ქუჩის სახლს გაჩვენებთ.’დიდი როშის’ პირდაპირ გადის სტალინის ქუჩა,რომელიც საკმაოდ გძელია,(ჩვენ 48 ნომერში ვართ),იქ ძირითადად ძველი რუსული ხის სახლებია.

ჩვენ კი ამ სახლში ვართ:

სახლს პატარა ეზო აქვს,ორივე მხარეს ცალ–ცალკე ოჯახებისთვის მაგიდა–სკამებია.

  

სხვათაშორის ჩვენს ეზოში უხვად ხარობს მრავალძარღვა და იოდის ბალახი,რაც უებარი წამალია ჭრილობებისთვის.დედაჩემმა უკვე დააგროვა გასაშრობად მრავალძარღვა უკანა ეზოდან,ყელის ტკივილის დროს სავლებად მისი ნაყენი საუკეთესოა.

 

ორ რამეზე მწყდება გული მანგლისთან დაკავშირებით:

1. არ არის გაზიფიცირებული

ვითომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი ტურიზმია ?როგორ შეიძლება ასეთ საკურორტო ზონაში მოსახლეობის გაზიფიცირება არ ხდებოდეს?დღესაც გაზის ბალონებით დარბის ხალხი.მერე კიდევ ეს ტყე თუ გაიჩეხა,რაღა კურორტი იქნბა?ასე უნდა განადგურდეს ეს უნიკალური ტყე–პარკი?ზამთარში გათბობის სხვა ალტერნატივა იქაურებს არ აქვთ ,თუ არა შესის ფეჩი!ამ საკითხს თუ მალე არ მიხედეს,მე არ ვიცი ბოლოს რა დაგვრჩება.

2. არ არის კანალიზაცია.

აბა ვის სიამოვნებს ბაღის ბოლოს ჩადგმული აყროლებული ტუალეტი?განსაკუთრებით ტურისტად ჩასულ ადამინს..სანიაღვრე არხები კიდევ კარგი გაუკეთებიათ,მაგრამ ეგებ ცენტრალური კანალზაცია გააკეთონ.

ფასებს რაც შეეხება, ძნელია 400 ლარზე ნაკლები ბინის შოვნა,ძირითადად 600–700დან იწყება ფასები,ზოგს 1500 აქვს სეზონში გადახდილი,თუმცა პრაქტიკუკლად იგივე კომფორტი აქვს,რაც სხვებს.ერთი ძალიან კარგი სასტუმრო არის,ჩვენს სახლსა და როშას შორის,მაგრამ ერთი დღე 100 ლარი ჯდება ^^

რაც შეეხება მგზავრობას:

როშის წინ არის ტაქსების და სამარშრუტო ტაქსების გაჩერება.სამარშრუტო ტაქსი თბილისამდე ღირს 5 ლარი,თავისი დრო აქვს გამოსვლის.აი ტაქსი კი 4 კაცს ელოდება,დილით მგზავრობა ღირს 5 ლარი თბილისამდე(ვაგზლამდე),საღამოს კი 7 ლარი.ერთ ადამიანს წაიყვანენ 40 ლარად.მგზვრობის ხანგრზლივობა საშუალოდ 1 საათია.ამგვარად სამსახურში წასვლა არ გაგიჭირდებათ.მე და ცემი და შარშან ამგვარად ყოველ მეოთხე დღეს ავდიოდიტ მანგლისში,რადგან ბავშვები დედასთან იყვნენ,ჩემ დას სამსახური ჰქონდა, მე კი სახლში რემონტი :)))

მანგლისის ცენტრშიც და ‘დიდ როშასტანაც’ თავს იყრის რამოდენიმე მაღაზია,პრაქტიკულად ყველაფერი აქვთ და ფასებიც თბილისი მაღაზიის მიახლოებული აქვთ.

ჩასაცმელზე:

მანგლისში სეირნობისას გადაპრანჭვა დაივიწყეთ! ყველა ძალიან უბრალოდ და კომფორტულად არის ჩაცმულია(მაინც სოფელია )მართალია მოზარდები უფრო იპრანჭებიან, მაგრამ მაინც უფრო თავისუფლად იცვამენ.

მაგალითისთვის ჩემი და ჩემი დის სურათი ერთ რიგითი გასეირნებიდან:

აუცილებლად წაიღეთ თბილი ტანსაცმელი,რაც გინდა ცხელი დღე იყოს,დილით და საღამოს წინდებისა და ჟაკეტის გარეშე ვერ გაჩერდებით.

ონკანში წყალი ზოგ რაიონში დილით  არის მარტო,ზოგგან დილით და საღამოს,ზოგგან კი უწყვეტლივ(მაგალითად ჩვენ სადაც ვართ),გემრიელი წყალია,განსაკუთრებით სადაც წყაროს წყალია და არა ბასეინის,მაგრამ ახალჩასულები ბავშვებს მაინც ონკანის წყალს ნუ დაალევინებთ,მაღაზიაში იყიდება წყლის რამოდენიმე სახეობა 10 ლიტრიანებით,ასე რომ  პრობლემა ‘სად ვიშოვო წყალი’  არ გექნებათ.თანაც სტალინის ქუჩის გაგრძელებაზე,ეკლესიამდე,არის წყაროს წყლის მილი,იქიდან დასალევი წყალი ხშირად მოგვაქვს ხოლმე.

მგონი სულ ეს არის,რისი თქმაც შემიძლია მანგლისზე.დაისვენეთ და ისიამოვნეთ ამ უნიკალური მხარით.სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

About these ads

33 responses to “დასვენება მანგლისში

    • ketusi.com July 18, 2012 at 11:18 pm

      მანგლისი მიყვარს.დღეს ერთი დღით ჩამოვედი ისევ და უკვე გაქცევა მინდა.

  1. Grio July 11, 2012 at 4:03 pm

    მართლა საინტერესოა. ალბათ კარგად დაგეძინება კაცს სუფთა ჰაერზე. :)

    • ketusi.com July 18, 2012 at 11:19 pm

      ეგ პრობლემა მართლა მოხსნილია,ორი ‘ადიალა’ გვახურია,ჩემს უძილობის პრობლემას ეშველება ხოლმე როგორც კი მანგლისში ჩავდივარ

  2. მარიტა ♥ July 11, 2012 at 6:12 pm

    მანდ სახლი მაქვს სადაც არასდროს არ ვყოფილვარ :))
    ძალიან მომეწონა <3

    • ketusi.com July 18, 2012 at 11:20 pm

      მე თუ მკითხავ საკუთარი თავის წინაშე დანაშაულს სჩადიხარ,თუ მანდ სახლი გაქვს და არ ჩადიხარ,მართლაც ბევრს კარგავ!

  3. mettichara July 11, 2012 at 8:36 pm

    chven sul aq visvenebt ^^ miyvars, magram mombezrda ukve

    • ketusi.com July 18, 2012 at 11:22 pm

      ხო,არ ვიცი, ჩვენ ბავშცვებს ჯერ არ მობეზრებიათ,მეოთხედ არიან

  4. ლიზიკუნა July 17, 2012 at 12:33 pm

    ვააა ნახე სად გავიჩითე))))))) ძალინა მიყვარს მანგლისი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ორი კვირა თუ ვახერხებ პირადად მე დასვენებას, თორემ ჩემი შვილები კი თითქმის ორი თვე არიან ხოლმე მანდ. ძალიან კარგი ადგილია, ბუნება, გარემო, გართობა,ხალხი. ყვლეაფრი ძალინა მიყვარს მანდ

  5. ketishu July 21, 2012 at 3:58 pm

    zalian saintereso da informatiuli posti iko!! me cels pirvelad avedi manglisshi sul erti saatit da uzomod momecona ikauroba. imdenad, rom agarakis kidva mominda. visac dagisveniat da icnobt mangliss, mshvidobis kuchaze ra azris xart? e.c. “didi roshchis” kvemot rom kucha gadis. ukan fichvnaria, cin iseti lamazi xedebi, mag kuchaze ikideboda erti saxli. ori patara bavshsvi mkavs da zalian minda iseti agaraki gvkondes, rom haeric kargi ikos da cota rom camoizrdebian zedmeti simshvidisgan ar mobezrdet ikauroba. mokled, ras mirchevt, agarakis kidva tu minda ra ubanshi/kuchaze jobia?

    • ketusi.com August 27, 2012 at 7:59 pm

      მადლობა!
      სიმართლე გითხრა,ქუჩების სახელწოდებები ისე არ ვიცი,რომ ზუსტად ვიცოდე,რას გულისხმობ,მაგრამ მანგლისში თითქმის ყველგან კარგია,რომ სააგარაკე სახლი გქონდეს,ასე რომ ღმერთმა ხელი მოგიმართოს შეძენაში.ბავშვებისთვის საუკეთესო შენაძენია!

  6. Nino July 21, 2012 at 8:09 pm

    მე რამდენიმე ბინა მაქვს მანგლისში,მაგრამ ყველაზე ძალიან პატარა პარკთან მიყვარს დასვენება.მართლა მაგარია 16 წელია დავდივარ და სულ ცოტა ორი კვირით მაინც ვრჩები <3

    • ketusi.com August 27, 2012 at 7:56 pm

      კი,პატარა პარკი ზალიან კარგია,თუ მხოლოდ დასვენება გინდა,მშვიდია და ჰაერიც უკეთესია

  7. maro August 27, 2012 at 7:10 pm

    transporti adis xo? ra nomeri adis?

    • ketusi.com August 27, 2012 at 7:55 pm

      კი,ტრანსპორტი დადის!
      ვაგზლიდან,ფორთოხლის ბაზარს რომ უწოდებენ,იმასტან ახლოს არის ავტოსადგული,სამარშრუტო ტაქსი მგონი ყოველ ერთ საათში გადის და 5 ლარი ღირს.ასევე მანქანები,ტაქსები დადიან 5,6 ან 7 ლარად,მაგას 4 მგზავრის უნდა.ერთ საათში უკვე მანგლისში ხარ!

  8. nini June 17, 2013 at 5:39 pm

    ეშმაკის ბორბალი არის მანგლისის პარკში?

  9. Xatia Giorgi July 19, 2013 at 1:21 am

    dasasveneblad vicit rom kargia magram binebis pasi ramdens sheadgens?

  10. Pingback: დაისვენეთ ფასანაურში | Ketusi's Blog

  11. სოფი January 15, 2014 at 7:42 am

    გმადლობთ გაზიარებისთვის :) სასიამოვნო წასაკითხია, გეტყობათ რომ იქაურობა გიყვართ. ერთხელ ვიყავი ნახევარი საათით, ძალიან მაგარია <3 <3 <3

  12. tata March 7, 2014 at 10:49 am

    სასტუმროზე რომ გიწერიათ რა ქვია იმ სასტუმროს ინტერნეტშ რომ ვნახო

  13. givi March 31, 2014 at 12:05 am

    saszrafod mchirdeba sastumro manglisshi, fasebi, samgeradi kvebit. ra sastumroa manglisshi da raqviaß ra fasebia?

    • ketusi.com April 1, 2014 at 12:09 am

      ასე დაწვრილებით ნამდვილად არ ვიცი,თან ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი.

  14. givi April 1, 2014 at 1:28 am

    saertod ar zeria arsad internetshi tua saertod manglisshi sastumro. mashin iyo sastumro saertod iq? madlobt

    • ketusi.com April 1, 2014 at 2:54 pm

      კი,მაშინ ძალიან კარგი,ლამაზი გარეგანი და შიდა დიზაინის სასტუმრო იყო,ეხლაც იქნება,სად წავიდოდა.სტალინის ქუჩაზეა

  15. givi April 2, 2014 at 12:17 am

    sam dgeshi chamovdivar germaniidan ramodenime dgit, aval, gavarkvev. pirvelad mizevs zxovrebashi sastumroshi misvla da adgilse nomris dagavshna imitom rom sxvanairad es ar xerxdeba. rogor unda moizidon turistebi sainteresoa rodesaz aratu eleqtromisamarti aramed geografiuli misamarti da tundaz telefoni ar arsebobs sainformazio sivrzeshi? tu es manglisuri konspiraziuli metodebia ar vizi. mokled amasaz auxsni rom chaval. tqven madloba kidev ertxel
    P.S. Stalinis Qucha magaria, arseboben kidev maseti quchebi? beria, orgonikize, kikvize..

    • ketusi.com April 2, 2014 at 1:06 pm

      უფ,ნუ იტყვი,ყოფილმა პარლამენტარებმა ბეჟუაშვილებმა გადაჭამეს იქაურობა,სპეციალურად აკოტრებდნენ მოსახლეობას,არც წყალს აკეტებდნენ არც გაზს არც გზებს,რომ მიწების ფასი დავარდნილიყო და მტელი ტერიტორიები მათ შეისყიდეს,გოჯი მიწა არ დატოვეს.ხალხიც ამას ჩიოდა(მათგან ვიცი ეს ყველაფერი,ძალიან ემდუროდნენ),ასეთ საკურორტო ზონაში ხეს ჩეხავს ხალხი,იმიტომ რომ გაზი არ აის შეყვანილი,რომ ზამთარში გათბნენ. კერძო სასტუმრო ერთია დიდი,მაგ ქუჩაზე,სხვა პირადად მე არ ვიცი,დაბლა იქნება. და ამ ბეჟუაშვილების საკუროპრტო ზონაში(ძალიან დიდი ფართი აქვთ შემოღობილი კაპიტალლურად) არის დიდი სასტუმროებიო,ან აპირებდნენ,არ ვიცი… ხოდა ძირიტადად ოჯახური სასტუმროებია,ანუ ოთახებს აქირავებენ.. სხვადასხვა ფასია,ეხლა ძალიან დიდიტანხას გეტყვიან,აი ივლის-აგვისტოში ლამის ნახევარდება ფასი… ეხლა ფიჭვის ყვავების სეზონზე,აპრილ-მაისშიც ცადის ხალხი,ბავშვები ჩაყავს. და ფასი საშუალოა,ძა;ლიან ძვირი არ იქნება.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,937 other followers

%d bloggers like this: