როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები

ფერთა ჰარმონიული შეხამება მთელი ხელოვნებაა! ამის სწავლა შეიძლება ფიზიკის კანონებთან და ფერთა სპექრტთან გაცნობით,თუმცა ზედმეტი არ იქნება საკუთარი ფერთა მგრძნობელობის განვითარებაც ინტუიციის დონეზე,რაშიც დაგეხმარებათ დიზაინერების კოლქციები თვალიერება,რომლის შექმნის დროსაც ფერთა შეხამებაზე პროფესიონალები მუშაობენ.მოდით,ორივე საშუალება ვცადოთ და ჩვენი ფერთა შეხამების კანონები აღმოვაჩინოთ.
ფერთა სპექტრი
ფერთა სპექტრი წრის სახით წარმოადგენს უწყვეტი ტონთა გადასვლის მოდელს.ის შეიძლება შეიცავდეს როგორც 7 საბაზისო ფერს,ასევე მათ ათეულობით ტონს.როგორ შევახამოთ ფერები ფერთა სპექტრის მიხედვით?უნდა ამოვირჩიოთ ერთი ფერი სპექტრის წრეში(მაგალითად სტაფილოსფერი) და მისგან სწორი ხაზი გავავლოთ საპირისპირო მხარეს,ფერი,რომელიც ამ ხაზზე აღმოჩნდება,იქნება საუკეთესოდ შეხამებული(ამ შემთხვევაში—ლურჯი)ასევე კარგად უხამდება ერთმანეთს ფერები, რომლებიც თანაბარ მანძილზე არიან განლაგებულნი ერთმანეთის მიმართ სპექტრულ წრეში და წარმოქმნიან სამკუთხედს(მაგალითად :იასამნისფერი,მწვანე,სტაფილოსფერი).კვლავ ამ პოსტს გადახედეთ,სადაც ეს ყველაფერი უფრო გაშლილად არის გადმოცემული და თან დასურათებული.
2012 წლის გაზაფხული-ზაფხული და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში წარმოდგენილი ფერები
ითვლება,რომ ფერთა სპექტრში გვერდიგვერდ განლაგებული ფერები ერთმანეთს ნაკლებად უხდება,თუმცა წლევანდელი და მომავალი წლის ცნობილი დიზაინერების კოლექციებმა წარმატებით უარჰყვეს ეს წესი,რადგან მათ კოლექციებში გამოყენებული ფერები ერთმანეთს ოპტიკის კანონებით კი არ უხამდება,არამედ მათი ფანტაზიისა და შთაგონების და მიხედვით.
ეს წელი ფერთა ყველაზე თამამი და კაშკაშა შეხამების მხრივ ყველაზე მდიდარი აღმოჩნდა.დიზაინერთა ფანტაზიამ გააფართოვა ჩვენი შეხედულებებიც ფერთა შეხამების შესახებ.ასე,მაგალითად Ferragamo, DKNY, Diane von Furstenberg, Narcisco Rodriquez და Rag & Bone-ის ჭრელი 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების შემხედვარე მივხვდით,რომ წითელი ფერი შესანიშნავად ეხამება ვარდისფერს და ფირუზისფერს,ლურჯი—მწვანესა და ვარდისფერს,სტაფილოსფერი კი — ცისფერსა და ყვითელს.


მომდევნო შემოდგომა-ზამთრის(2012 წელი) სეზონზე,ფერთა ბუმი გაგრძელდება და შეივსება ახალი ფერთა შეხამებებით : Thakoon-ის შემთხვევაში ეს არის წითელი და ვარდისფერი, Balenciaga და Marni –სთან ალისფერი და ხორცისფერი, Chanel, BCBG Max Azriaდა J Crew – ს შემთხვევაში ეს არის მუქი ლურჯი და ზურმუხტისფერი მწვანე.
მიხარია ამგვარ ფერად სამოსს რომ ვუყურებ,ფერებს ხომ ხალისიც შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში!
შეიმოსეთ მრავალფეროვნად და იგრძენით თავი მუდამ მოდურად!
Thakoon

Marni

Chanel


BCBG Max Azria


მოგეწონა?აჩვენე მეგობრებსაც!
Like this:
Like Loading...
კომენტარები