
აგერ უკვე 31 დეკემბერია და ხომ ვიცი ყველა ოჯახში საახალწლო სამზდისია.ამ დროს ყველა ადამიანს უჩნდება საზრუნავი,თუმცა ყველას სხვადასხვა.ბავშვებს თუ ის ადარდიათ,თუ რას მოუტანთ თოვლის პაპა,დიდებს ის უფრო ადარდებთ,თუ როგორ დახვდმნენ ახალ წელს,როგორ გაერთონ და როგორი ორგანიზება გაუწიონ ამ ყველაფერს.დამეთანხმებით ალბათ,რომ ყველაზე დიდი შრომა ამ სამზადისში დიასახლისზე მოდის,რადგან ის უნდა იყოს ყველა კერძის შემოქმედი და ასევე სახლის დალაგება–მორთვაშიც ლომის წილი მას ეკუთნის.კარგია,როდესაც მეუღლე და შვილები გეხმარებიან,ან ხელს მაინც არ გიშლიან
))
დიდი ხანი ვემზადებოდი ამ პოსტის დასაწერად,მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ისეთმა გარემოებებმა შემიშალა ხელი, რომ ისეთი პოსტი არ გამოვა,როგორიც მქონდა ჩაფიქრებული.ძალიან დიდი ხანი ვაგროვებდი სხვადასხვა სურათს სუფრის მორთვასთან და კერძების გაფორმებასთან დაკავშირებით და ამ წინასაახალწლოდ, დღეს მაინც თუ არ მოგაწოდეთ ეს ყველაფერი,უფრო დამწყდება გული.ასე რომ ცოტა მშრალად დავდებ სურათებს და იმედი მაქვს, რომ გაგებით მოეკიდებით.
მაშ ასე….. პირველ რიგში სამზადისი იწყება სახლის მორთვით,ნაძვის ხის დადგმით და იმ აქსესუარების გამოყენებით,რაც სახლს საზეიმო,საახალწლო განწყობას შესძენს.ტიპიური ნაძვის ხის მორთვაც კი შეიძლება ორიგინალურად და ამის სურათს გთავაზობთ:

შეიძლება კიდევ უფრო ორიგინალური რამის მოფიქრებაც

ან სულაც მინიატურული ნაძვის ხის გაკეთება მუყაოსგან ან კომბოსტოსგან
))


ძალიან ლამაზია,როდესაც სახლი მორთულია დეკორატიული სანთლებით.



ან ამგვარი დეკორატიულად დაჭრილი ფორთოხლებით

საახალწლო მანიკურიც მშვენიერი იქნება!

ძალიან კარგი იქნება,თუ სუფრასაც გააფორმებთ სანთლებით,ნაძვის ტოტებით,დეკორატიული ელემენტებით,როგორც ეს ამ სურათზეა:

თუმცა ოჯახში ასეთი პატარა მაგიდა,დამეთანხმებით,არ გამოგვადგება,რადგან ახალ წელს ყველგან უხვი რაოდენობის კერძებით ხვდებიან,ასე რომ ვერ ავცდებით ‘სართულებიან’ მაგიდას
მოდით,ეხლა უშუალოდ კერძებზე გადავიდეთ,უფრო სწორედ მათ გაფორმებაზე.ახალი წელი ის დროა,როდესაც ყველა კერძი გვინდა,რომ რაღაცით იყოს გამორჩეული.ბავშვობაში,მახსოვს,ღუმელში შემწვარ ქათამს ან მწვადს რომ ამზადებდა დედა, მე და ჩემი და დეკორატიულად დაჭრილ,სპირალებად ამოჭრილ კარტოფილებს შემოვულაგებდით ხოლმე.ამგვარ კარტოფილს თითქოს სულ სხვა გემო ქონდა
))
სალათების გაფორმების რამდენიმე მეთოდია,რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ



ისპანახის მხალისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ბურტულები და გარედან დაარჭოთ ბროწეულის მარცვლები(მე ვაკეთებ ხოლმე ასე),ან გააბრტყელთ თეფშზე და ბროწეულის მარცვლებით ზედ ნაძვის ხის ფორმა გააკეთეთ…. (მეც ასე ვაპირებ)
ძალიან ლამაზად შეიძლება გაფორმდეს ყველის ასორტი

ასევე ძეხვეულის და ლორის ასორტის ღაპრული კომბინაციებია

ცომში გამომცხვარი თევზი ძალიან ეგზოტიკურად გამოიყურება

დიდ ლანგარზე დადებული თევზის მორთვა ასეც შეიძლება:

ზოგადად ხორცის მომზადებისას დიდ ფანტაზიას ვერ გამოიჩენ,თუმცა აქაც შეიძლება გაფორმების რაიმე ხერხის მოძებნა.

ნიუანსები,რომლებიც ნებისმიერ კერძს გაახალისებს




მოდით ეხლა დერსერტზე გადავიდეთ.არ გინდათ ტკბილი თოვლის პაპა გააკეთოთ?

ხილით შესრულებული დესერტი:

ესაც კარგი იდეაა

მე კი ესეც ძალიან მიყვარს

ამ გემრიელ ნოტაზე გემსვიდობებით მომავალ პოსტამდე,შეიძლება წლამდეც
იმედია რომელიმე იდფეა მაინც მოგეწონათ და გამოგადგებათ.
მრავალ ახალ წელს დაესწარით,იბედნიერეთ და იხარეთ,ყველანი მიყვარხართ!

მოგეწონა?აჩვენე მეგობრებსაც!
Like this:
Like Loading...
sainteresoa. da sakmaod kargia <3 <3 vcdiii
მანიკურის იდეა მომეწონა ძალიან <3
საჭმელებმაც მომხიბლა
ძალიან მაგარიი იყოო:)0 დედიკო დავუძახეე და წავაკითხეეე
) გამოადგება ნამდვილად
ხო, მგონია, რომ ბევრს გამოგვადგება და არამარტო საახალწლოდ >.<
visiamovne friad
)
ketusi, ramdeni xania ar shemovsulvae shens blogze da mxolod exla vnaxe es posti. dzalian momecona. kerdzebis mravalferovnebis ra gitxra, magram interieris gaformebas koveltvis did kuradgebas vaqcev. bavshvivit, ragac gansakutrebulad mixaria saaxalclod saxlis mortva. celsac dzalian lamazad movrte. aqsesuarebis nacili sakutari xelit davamzade. nawili ki vikide. matshi fulis gadaxda namdvilad ar menaneba.
რა მარჯვე ყოფილხარ <3 ძალიან კარგი
Pingback: კერძები სადღესასწაულო სუფრისთვის | Ketusi's Blog