Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გაიცანით ჩემი ოჯახის ახალი წევრი

ბონი

“არასდროს თქვა არასდროს!” ––– ჩემზეა ზედგამოჭრილი ამ შემთხვევაში!მუდამ იმას ვამბობდი,რომ ძაღლს არ ვიყოლიებდი!ვიმიზეზებდი იმას,რომ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება : ჰიგიენის დაცვა,გასეირნება,სწორი კვება და მოვლა.უსიამოვნო თანხლები მიზეზებიც–––სუნი და ბეწვი ––– დამაბრკოლებელი იყო ჩემთვის.ძალიან მიყვარს ცხოველები,უზომოდ!ადრე იმასაც ვერ ვიფიქრებდი,რომ კატას ვიყოლიებდი სახლში, მაგრამ აგერ უკვე ორი წელია,რაც ლაქი(ხვადი კატა) მყავს და სიგიჟემდე მიყვარს,ვერც წარმოვიდგენ იმ დროს,როდესაც ის ჩემთან არ ცხოვრობდა.თუმცა ლაქიც აბსოლუტურად დაუგეგმავი მოვლენა იყო,ამ პოსტით შეგახსენებთ მის ჩემთან მოხვედრის ამბავს!ძაღლისგან განსხვავებით კატის მოვლა უფრო ადვილია,კატა უფრო გონერია,ადვილად სწავლობს ყველაფერს და თან გასეირნებაც არ სჭირდება.გასეირნება კი,იმის გათვალისწინებით,რომ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ,ცოტა მერთულება!

ასე ვფიქრობდი ადრე….

13 ოქტომბერს ინტერნეტში ნანახ სურათს მოვკარი თვალი და ჩემ მიას დავუძახე,ნახე როგორი მეტისი კოკერ–სპანიელის ლეკვები ჩუქდებიან მეთქი!ეს იყო და ეს,მაშინვე ატყდა,გინდა თუ არა წამოვიყვანოთ ერთიო!ჯერ ვეწინააღმდეგე,ვეცადე გადამეფიქრებინა,მაგრამ ამავდროულად მე თვითონაც ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა,რომ ლეკვი გულში ჩამეკრა!

ამ ლეკვთაგან შავია ჩვენი რჩეული!
რა საყვარლები არიან სამივე,არა? <3

მსჯელობა და ბევრი ფიქრი დაგვჭირდა იმისათვის,რომ საბოლოოდ გადაგვეწყვიტა ლეკვის აყვანის ამბავი.გადავხედეთ ჩვენს განრიგს,რამდენად დაკავებული ვართ,როგორ მოვახერხებთ მოვლა–პატრონობას,გასეირნებას.სახლში ცხოველის ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია და ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქროთ ხოლმე!მოკლედ,ამგვარად გადავწყვიტეთ ერთ ერთი ლეკვის აყვანა და იმავე საღამოს წავედით იმ მისამართზე,სადაც ლეკვი იმყოფებოდა.

ის კი  ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში (რომელზეც სხვა დროს ცალკე მოგახსენებთ),ვაკეში,იმყოფებოდა.მისულებს დაგვხვდა ამბავი,რომ ორივე ოქროსფერ ლეკვს პატრონი უკვე გამოსჩენია და ამიტომ ჩვენ შავი ‘შეგვხვდა’ .ის,რომ სუფთა ჯიშის არ იყო,მეტისია,წინასწარ ვიცოდით,ამას არ ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა,მთავარია ზომით დიდი არ გაიზარდოს მეთქი,რადგან ოროთახიანი კორპუსის ბინა მაქვს.

წამოვიყვანეთ ჩვენი ცუგრიკო,ერთი თვის პატარა იყო,საოცრად საყვარელი.როგორც კი ჩავიხუტე,მაშინვე სამუდამოდ შემიყვარდა!

ბონი დავარქვით !ბონი–ბონი კანფეტის მსგავსად,ესეც ‘გემრიელია’:)

მაშინვე ყველას ‘ლუბიმჩიკი’ გახდა.ყველა ეფერებოდა და ‘სულში იძვრენდა’. როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი არსება არ გიყვარდეს?!

ბონი ბონი Bonny ჩემი და და ბონი მე და ბონი ბონი ბონი

საოცრებაა,როდესაც ცხოველი შენს თვალწინ იზრდება!

იმდენად თბილი,ალერსიანი და მოსიყვარულეა ჩემი ბონიკო,რომ ენით ვერ აღგიწერთ.დაიჯერებთ,რომ ღრენა არ ისის?ერთხელაც კი არ უკბენია,პატარაობისასაც კი.თამაშის დროსაც ძალიან ფრთხილია,რომ შემთხვევით არ გვიკბინოს.

თავიდან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა….

ერთი თვისა იყო,როდესაც ავიყვანე,დამოუკიდებლად კი ჭამდა, მაგრამ ყველაფერს ვერ აჭმევ ამ ასაკის ლეკვს.მიწევდა ფაფების კეთება და დღეში ოთხჯერ კვება.სხვადასხვა ფაფას ვუმზადებდი,დავწერ როგორ რას ვაკეთებდი და თუ ლეკვი გყავთ გასაზრდელი,ეს დაგეხმარებათ:

  • ჰერკულესის ფაფა : ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ვასხამთ ორ კოვზ ჰერკულესის ბურღულს და ვაჩერებთ თავდახურულს.ხუთი წუთის მერე შევაგრილებთ და ისე ვაძლევთ ლეკვს შესაბამისი ოდენობის ულუფად (თავიდან ორ ჭამაზე ჰყოფნიდა)
  • ბრინჯის ფაფა შედედებული რძით(ზალიან უყვარდა)
  • წიწიბურას ფაფა,ამაში მიცმის წინ ხორცის ნახარშს ვუმატებდი ხოლმე
  • სიმინდის ფაფა,რომელიც ძალიან უყვარდა.ის ასე მზადდება : ვადუღებთ ჭიქანახევარ წყალს(თვალის ზომით ვაკეთებდი ხოლმე და ეხლა აღარ მახსოვს ზუსტად),ცალკე ჭიქაში ვხსნით მჭადის ფქვილს,1 ან 2 სუფრის კოვზს,წყალში ისე, რომ ოდნავ თხელი გამოვიდეს და მერე ამ მასას მდუღარე წყალში ნელ-ნელა ჩავასხამთ ,თან სულ ვურევთ,ორ წუთში მზადაა ფაფა,პატარა ნაჭერ კარაქს ან ერბოსაც ვუშვებოდი.გააციეთ და ისე მიეცით ლეკვს,შეიძლება დაციცქნილი პურის ჩაყრაც.
  • მანის ბურღულის ფაფას მიირთმევენ ძალიან გემრიელად.

ასევე სუფებსაც ვუკეთებდი : ერთად ჩაყარეთ წყალში ცოტა კარტოფილი,სტაფილო,ბრინჯი და მოხარსეთ და მერე ჩაჭყლიტეთ

მოკლედ,როგორც პატარა ბავშვს ვზრდით–იგივე მენიუ უნდა ლეკვსაც,ეგაა,რომ ბევრად უფრო მალე იზრდებიან,ვიდრე ბავშვები :)  ბოლიკოს გაზრდისას ჩემ შვცილს რასაცც ვუკეთებდი სულ მახსენდებოდა…

მოზრდილ ლეკვს უკვე მრავალფეროვნად ვკვებავთ,ერთადერთი ძალიან ცხიმიანი და მწარე საჭმელი არ შეიძლება ,რომ ვაჭამოთ ,ასევე ძეხვეულიც ცუდად მოქმედებს.რამდენჯერაც ძეხვი შეაჭამესცემ ბონის ან ლაქის,მეორე დღეს პირში ცუდი სუნნი ქონდათ ,რომ დავაკვირდი,აშკარად ვერ ინელებენ,ზოგჯერ უღებინებიათ კიდეც.მერე ნაბეღლავს ვაძლევდი ხოლმე ორი დღე.

მერე ხორციც დავუმატე მენიუში და აქ დაიწყო პრობლემები… ხორციანი თუ არაა საჭმელი—პირს არ აკარებს! ეხლაც ასეა,ხორცს ვუხარშავ ხოლმე,წვენში ასევე ბრინჯი და წიწიბურას ვუშვები ხოლმე(ქათმის ხორცი უყვარს გამორჩეულად),მერე ნახარში ცალკე მაქვს შენახული და ხორცი ცალკე.ჯამში ვუსხამ წვენს,ვუციცქნი შიგ პირურს(ჯობია ქერქი) ან სუხარს(კუბიკებად დაჭრილს ვასუხარებ ხოლმე,უფრო მოსახერხებელია მერე, და გაძიძგნილ ხორცს ვუმატებ.საბოლოოდ დიდი ოსტატობით ამოარცევს ხოლმე ხორცებს, მაგრამ პურსაც ჭამ,ს ამ დროსაც და წვენის მირთმევაც გამოსდის.

ლეკვის ან ძაღლის საჭმელი არასდროს მოსწონებია! ხნ რა ვუყიდე,ხან რა, მაგრამ არა! არ ჭამს! აი ლაქის საჭმელს(რომელიც მარტო თავის კატის საჭმელს მიირთმევს,თუ არ ჩავთვლით ისე უმ ან მოხარშულ ხორცს რომ მივცემ ხოლმე) მიადგება ხოლმე,თუ მშიერია და დროზე ვერ მოვუმზადე საჭმელი! ანუ კატის საჭმელს უფრო ჭამს,ვიდრე ძაღლისას :)))))

რახან ასე მყავს განებივრებული დამარტო ხორციანს ჭამს, ვყიდულობთ ხოლმე ფილეებს ან აი იმ პატარა ქათმებს,კვერცხისსადებად რომ ჰყათ და მერე იაფად რომ ყიდიან (ამის ძვლები ძალიან მაგარია და ძაღლს ნუ მისცემთ).ბაზრიდან ძვლებიც მოაქვს ხოლმე ჩემ მეუღლეს და ან ვრეცხვ და ვყინავ და მერე თითო-თითოს ვაძლევს, ან ზოგჯერ,თუ მერტი ხორცი აქვს, ვხარშავ და  ისე ვინახავ მაცივარში და გაყინულსაასვე ვაძლევ ხოლმე. დიდ ქათმის ძვლებს არ ვჭმევ, ან მაგალითად,ბარკლის ძვალს დავუჭერ ხოლმე და ნაპირებს,სადაც ხრტილია, იმას მოვაკვნეტინებ ხოლმე. მათთვის,ვინც არ იცის რატომ არ აძლევენ ძაღლებს ქათმის ძვლებს,ვეტყვი,რომ იმიტომ რომ ზაღლები დიდ ნაჭრებს ყლაპავენ,რადგანაც ქათმის ბარკლის ძვლის დამტვრევისას ბასრი ნაპირები რჩება, ამის გადაყლაპვა შეიძლება ძაღლს არც გაუჭირდეს, მაგრამ აი შემდგომ შეიძლება ნაწლავები დაუზიანოს.ამ რისკის გამო ჯობს ავარიდოთ ძაღლს ქათმის ძვლები.

ბონს საჭმელი

მოგეხსენებათ,სახლში კატა მყავს.იმ დროისთვბის ლაქი წლის და 5 თვისა იყო.თავიდან ლეკვი იუცხოა,შორიდან უყურებდა.ჩვენ ყურადღებას არ ვაკლებდით ლაქის,რომ არ ეეჭვიანა : ჯერ მას ვეფერებოდით, ჯერ მას ვეძახდით, ჯერ მას ვაჭმევდით! მაგრამ ლაქიმ მეორე დღეს უკვე საფრთხედ აღიქვა ბონი და უკვე ‘ნადირობდა’ , რამდენჯკერმე მიახტა და უკბინა,რამდენჯერმე პირიდან გამოვაცალეთ,დაჭერილი ჰყავდა და ახრჩობდა! მოკლედ,იმის პირობაზე,რომ შუადღემდე ყველა სახლიდან გავდიოდით (მე შუადღემდე სამსახუთში, მეუღლეც სამსახურში, მია სკოლაში) ,საშიში იყო ბონის სახლში ლაქისთან დატოვება! კიდევ კარგი დედაჩემი გვერდით კორპუსში ცხოვრობს! კიდევ კარგი! ასე, ყოველ დილა ბონიკო დედასთან ჩამყავდა(თავის საჭმელიანად) და სამსახურიდან მოსვლისას,მაშინ სკოლაში მასწავლებლად ვმუსაობდი და შუადღეზე უკვე სახლში ვიყავი, წამოვიყვანდი ხოლმე,ან ჩემი მია თუ უფროი ადრე მოდიოდა სკოლიდან,მას მოჰყავდა.მოკლედ ასე ვატუნტულე ორი თვე, სანამ ტანით არ წამოიზარდა და კატა უკვე ვერ ერეოდა.მას მერე სახლში მარტოები რჩებოდნენ ხოლმე .ეხლა უკვე ბონის ვუბრაზდებოდით,თუ თამაშში ძალას ვერ მოზომავს და უკბენს ლაქის :) თანდათან ერთმანეთი შეუყვარდათ,მთელი ზამთარი ერთად ,გვერდიგვერდ გაატარეს კარმას ქვეშ.ხან ჩახუტებულები იწვნენ ხოლმე<3 ლაქი ზოგჯერ ალოკავდა ხოლმე კიდეც :)

ლაქი და ბონი ლაქი და ბონი

ბონის ყველა აცრა აქვს გაკეთებული:კომპლექსურიც და ციფისაც,ვიტამინებსაც ვასმევდი.ძალიან ჭირვეული კია, ტაბლეტს არაფრისდიდებით არ სვამს,ამიტომ ვუსრესდი და კოვზით პირში ვაყრიდი.

თავიდან,რომ ავიყვანე, ენტერიტი აღმოაჩნდა და ვეტექიმთან მივიყვანე,სეროიოზული მკურნალობა დასჭირდა.ყველაფერი გავიკეთე,რაც გამოწერილი ჰქონდა,ნემსებს მე თვითონ ვუკეთებდი(დავსპეცდი უკვე),ცოტა კაპასაა და ისტერიჩკაა,მძლივს ვიჭერდიტ ნემსი რომ გამეკეთებინა :))))

ბონი რაც წამოიზარდა,ლაქის მის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალაა.კარგად დამეგობრდნენ.ალბათ ამაში პოზიტიური როლი იმანაც ითამაშა, რომ ყველა ნიუანსში ლაქის უპირატესობას ვანიჭებდით ხოლმე,მაინც ჩვენი პირველი ცხოველია,ბონიზე უფროსია,თან კატები ცოტა ეგოისტი ცხოველები არიან და თვითდამკვიდრებას დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ.ამგვარად რადგანაც ლაქის არაფერი დაჰკლებია, იგუა ბონიკოც.კარგად თამაშობდნენ ,დარბოდნენ,გორაობდნენ,მერე კი ერთად ეძინათ ხოლმე.

ლაქი და ბონი ლაქი და ბონი ლაქი და ბონი ლაქი და ბონი

ბონის სატიკად არ უყვარს ბანაობა!მძლივს ვაჩერებ აბაზანაში.სამაგიეროდ მერე გამშრალების პროცესი უყვარს,სიამოვნებით ახტება ხოლმე უნიტაზზე,და მელოდება,როდის გავამშრალებ და მერე ფენით გავაშრობ.ტავისი ორი პირსახოცი აქვს, ისევე როგორც ლაქის :)

ბონი ბანაობს ბონის გამშრალება

სანამ პატარა იყო ტუალეტს ტუალეტში მივაჩვიე,მეტლახზე.ტუმცა ტუალეტის გარდა სხვაგანაც ხშირად ისაქმებდა ხოლმე.ცოტა რომ წამოიზარდა და კომპლექსურ აცრებსაც მოვრჩით,უკვე დაბლა ჩაგვყავდა ხოლმე, მაგრამ მარტო შუადღეზე და საღამოს, რადგან დილით სამსახურში ან სკოლაში წასვლამდე ვერ ვახერხებდით.ლეკვობისას უფრო ხშირად ისაქმებენ ხოლმე,დიდი ზაღლი უფრო ორგანიზებულია ამ მხრივ.ეხლა რომ ეტყვი ‘ეზოში’ ,იმწუტას დაცქვიტავს ხოლმე ყურებს,მიმიკა ეცვლება და ჭკუაზე არაა, სიხარულით,თუ ყელსაბამს ვუკეთებთ.ან,მაგალიტად,თუ ნახა,რომ ტანსაცმელს ვიცვლი —მოდის და მყნოსავს—იმას იცმევს,რასაც სასეირნოდ ჩაყვანისას იცმევს ხოლმეო,ალბათ?! კაი ხანია ეზოში,თუ ბევრი ბავშვია არაა,რა თქმა უნდა, ქამრის (‘პავადოკი’) გარეშე ვუშვებთ,ძალიან დამჯერია,არსად გარბის,იცის ბრძანება ‘გაჩერდი’,’დამელოდე’, ‘მოდი’, ‘დაჯექი’ , ‘ახტი’ , ‘ჩამოხტი’ ,ამიტომაც ვაძლევთ საშუალებას,რომ დამოუკიდებლად სადაც უნდა,ახლომახლო, იმოძრაოს,ერთადერთი გზაზე გადასვლისას აუცილებლად ვუკეთებთ ქამარს!

ამ გაზაფხულზე ატეხვის პერიოდი ჰქონდა.ძაღლებისკენ იწევდა და მისკენაც ყველა ზაღლი იწევდა :))) ხელში აყვანილი მომყავდა ხოლმე და 3 ზაღლი მომაცილებდა :))) მეზობლისზაღლი კი სახლამდე მოგვყვებოდა ხოლმე :) მერე წამალი დავალევინე და გადაუარა.

ბონის გასტერილებას ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე,როგორც აღმოჩნდა ბევრად იზრდება სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკი, ამიტომ არარ გავასტერილებ, ვეცდები,რომ ძუ ძაღლი არ მივაკარო,რადგან არც ის, მინდა, რომ ლეკვები დაყაროს.ისე, ლაქის ამ ზამთარს გავუკეთე კასტრირება და იმასაც ვნანობ,თუმცა კატებში არაკასრტირებული კატის საქციელი ატეხვისას უფრო რთული ასატანია .

მოკლედ,ასე გვყავს განებივრებული ბევრი სიყვარულით ბონიკო.ჩემ ცხოველებს ხშირად ვეუბნები ‘დედიკოს’,როგორც ჩემ შვილს,ერთხელ მეგობარმა ისიც კი მითხრა მითხრა, არ შეიძლება ასე გაფანატება ცხოველზეო.მაგრამ ეს ხომ გაფანატება არაა, უბრალოდ როდესაც გიყვარს არსება და მის მიმართ სიტყვიერად და ფიზიკურად სიყვარულს გამოხატავ–რა არის ამაში ცუდი? ვერ ვძღები ჩემი ბონიკოს და ლაქის ცაკოცნით,ისეთი გემრიელი დრუნჩები აქვთ,ერთი სიცოცხლე მემატება,როდესაც მათ ვეფერები.ჩემი შვილიც უდიდეს სითბოში მყავს გაზრდილი,თუმცა ეხლა 17 წლისაა და სასწაულად არ უყვარს მოფერება,წინასწარ ვუთანხმდები—ერთხელ გაკოცებ მეთქი :)))) ხოდა  დედობრივ ინსტინქტებს ჩემ ოთხფეხებზე ვაფრქვევ.ისინიც ასევე მპასუხობენ.

მე და ბონი   მე და ბონი

ეხლა ბონიკო უკვე დიდი გოგოა,საცაა 9 თვის გახდება

2013-03-28 15.36.19 ლაქი და ბონი ბონი ლაქი და ბონი

Facebook-შიც კი აქვს თავისი გვერდი ბონის,მიამ გაუკეთა : ბონი

About these ads

8 responses to “გაიცანით ჩემი ოჯახის ახალი წევრი

  1. MaryBell June 29, 2013 at 6:40 pm

    getyoba dzalian giyvars cxovelebi :)

  2. თაკოს ბლოგი June 29, 2013 at 6:50 pm

    მე ბონი უფრო მიყვარს :3

  3. მარიტა ♥ June 29, 2013 at 7:25 pm

    აუუუ მეც მინდა ძაღლი :(

  4. პარანოიდი June 30, 2013 at 1:08 pm

    რა კაი ვიღაცაა :3

  5. LiLaC June 30, 2013 at 4:49 pm

    როგორ მინდა მეც ძაღლი.. ჩემი ოცნებაა, მაგრამ დედაჩემია სასტიკად წინააღმდეგი :( ოდესმე, როცა საკუთარი სახლი და ოჯახი მექნება, აუცილებლად ვიყოლიებ ესეთ საყვარელ არსებას <3

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,935 other followers

%d bloggers like this: