Ketusi's Blog

take it easy,it's just life

თუ გამდიდრება გინდათ

money ფულივერ დავიჯერებ,რომ რომელიმე ადამიანს უნდოდეს იყოს ღარიბი!პირიქით,მთელი ჩვენი ცხოვრება მივისწრაფით იმისკენ,რომ გავმდიდრდეთ,რადგან ფული არის ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მაღალტექნოლოგიური კომფორტის შექმნის ერთადერთი საშუალება.თუმცა უკვე ადამიანის ინდივიდუალობიდან გამომდინარე მისწრაფების რეალიზების გზები სხვადასხვაა.ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი გონებისა და ძალისხმევის პატრონი….

იმისათვის,რომ თავი დავაღწიოთ სიღარიბეს არ არის საკმარისი “რაღაცის გაკეთება”  ან “სადმე მუშაობა”….ეს ,ზუსტადაც რომ გზაა სიღარიბესა და ან კიდვ უარესი —  სიღატაკისკენ!

როგორც თქვა აინ რენდიმ

“ადამიანის გონება არის იმ ყოველივე კარგის ,ყოველივე სიმდიდრის საფუძველი,რაც კი ოდესმე წარმოებულა ამქვეყნად.”

იმისათვის კი,რომ გავმდიდრდეთ,უნდა დავიცვათ შემდგომი მარტივი წესები:

  1. ნაკლებად იმუშავეთ სხვასთან.რაც მეტს მუშაობ — მით უარესად ცხოვრობ!ნუ იქნები სხვისი ‘მუშა’.
  2. თუ გინდათ,რომ გქონდეთ ფული, მიიტანეთ ბაზარში რაიმე ფასეული ნივთი და ხალხი თავად მოგიტანთ ფულს.აი ფულის რაოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგწევთ უნარი ამ ნივთის ფასეულობა დაამნახოთ სხვას!
  3. იმუშავეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესის გამო.დაივიწყეთ მოწოდებები კორპორატიული კულტურასა და ფირმის ლოიალობის შესახებ.ფირმა მუდამ თქვენს ხარჯზე ხეირობს,ასე რომ არ იყოს,თქვენ იქ არ გამუშავებდნენ!
  4. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იშოვოთ მინიმუმ $50000 თვეში,ან მეტი!ოღონდ არა ნაკლები!ფული თქვენთან სხვა ადამიანების მეშვეობით მოდის.დაამყარეთ მეგობრული ურთიერთობები!უჟმურები და გულჩათხრობილები იშვიათად მდიდრდებიან!
  5. ღარიბი გარემოცვა პრაქტიკულად სიღარიბისკენ გექაჩებათ.ძალიან მდიდარ ადამიანებსაც კი ყოველთვის გამოუჩნდბა “ნათესავები,მეგობარ-ნაცნობები და სხვა მთხოვნელები” ,რომლებიც,თუ ისინი ოსტატურად არ მოიგერიეთ,სწრაფად გაგაცლიან ფულს! თუ ჯერ-ჯერობით ღარიბი ხართ,თქვენს გარშემო იქნებიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ არ უყვართ,პატივს არ სცემენ ან სძულთ კიდეც მდიდრები!ყოველთვის დაამყარეთ ურთიერთობები გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან!
  6. სიღარიბე პასუხისმგებლობისგან გაქცევის შედეგად წარმოიშვება!
  7. თუ ცოტა ფული გაქვთ,ბიზნეი უნდა აკეთოთ!თუ ფული სულ არ გაქვთ,მაშინ ბიზნესი უნდა წამოიწყოთ სასწრაფოდ ,ახლავე!მოძებნეთ პრობლემები და იმსჯელეთ მათი გადაწყვეტის გზებზე!ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილებები გაადააქციეთ ბიზნეს-პროექტად და წარუდგინეთ ინვესტორებს.
  8. გზა უდიდეს სიმდიდრისკენ დევს მხოლოდ პასიურ შემოსავლში!ეს ის შემოსავალია,რომელიც მოედინება თქვენთან თქვენს მიერ  ძალისხმევის დახარჯვის გარეშეც! შექმენით პასიური შემოსავლის წყარო და იცხოვრეთ საკუთარი სიამოვნებისთვის!
  9. ხეირიანი ინვესტიციის მხოლოდ ორი წესი ასებოობს.პირველი — მოუფრთხილდი ფულს! მეორე წესი– თუ გინდა გარისკვა,იხილე წესი პირველი.
  10. შემოსავალი ყოველთვის უნდა აღემატებოდეს გასავალს.შეისწავლეთ მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიები და აზრები.
  11. უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვებზე  “ვინ ვარ?რაში მდგომარეობს ჩემი უნიკალურობა?რა არის ჩემი ცხოვრების არსი?რას გავაკეთებდი,თუ უამრავი ფული მექნებოდა?” ,უპასუხეთ გულწრფელად.კითხვაზე გაცემული პასუხის და საკუთარი ცხოვრების გააზრების ძალა და ენერგია — ყოვლისშემძლეა!
  12. ოცნება — უმთავრესია თქვენს ცხოვრებაში! იოცნებეთ და გწამდეთ,რომ ოცნებები ასრულდება! ადამინი კვდომას იწყებს,როდესაც წყეტს ოცნებას!
  13. დაეხმარეთ ადამიანებს!ფულის გამო არა,გულწრფელად!ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებს,ვისი დახმარებაც თავად გინდათ!არ არის აუცილებელი,რომ ნათესავი ან მეგობარი იყოს!
  14. უთხარით ადამიანებს კომპლიმენტები!უბრალოდ,ქუჩაში,შეუქეთ უცხო ქალბატონს ვარცხნილობა,შეაქეთ მამაკაცის სპორტული აღნაგობა,და ასე შემდეგ.ამას თქვენივე  თვითშეფასების ამაღლება შეუძლია!
  15. აწარმოეთ თქვენი გამარჯვებების ყოველდღიური! წყენა და წარუმატებლობა წარმატებაზე 7-12 ჯერ მეტ ხანს გვახსოვს!თუ ცუდ განწყობაზე ხართ — იკითხეთ ეს დღიური!
  16. ნებისმიერ მტერთან,სიღარიბე კი — მტერია,უნდა იბრძოლოთ ბოლომდე,სიბრალულის გარეშე მტრისა და საკუთარი თავის მიმართ!
  17. და ბოლო რჩევა.არასდროს,არასდროს,არასდროს დაყაროთ ფარხმალი!

ყოველი პრობლემა უმოკლეს დროში უნდნა გადავჭრათ,ამგვარად  ამ პრობლემის გადასსაჭრელად  ყველაზე ნაკლები ძალისხმევა დაგვჭირდება.იყავით თამამნი! ნაკლები იფიქრეთ და მეტი აკეთეთ!

მიუდექით საქმეს გონივრულად!

ჭკვიანი ადამიანი ნაკლებს მუშაობს და მეტს გამოიმუშავებს!

money ფული

About these ads

6 responses to “თუ გამდიდრება გინდათ

  1. Omari Jangavadze November 12, 2013 at 1:41 am

    აღფრთოვანებული ვარ)

    • ketusi.com November 12, 2013 at 1:55 pm

      მიხარია,თუ მოგეწონათ ^_^
      მსგავს პოსტს კიდევ ვამზადებ, ასე რომ შემოჭყიტეთ ხოლმე ;)

  2. Jason Evans November 12, 2013 at 2:22 pm

    არამგონია მოხოლოდ ამით გამდიდრდნენ ისინი რომელთა ახლა ბევრი ფული აქვთ.. ცოტა ცბიერებაცაა საჭირო ალბათ :დ

    • ketusi.com November 13, 2013 at 11:47 pm

      გამართლებაც,საჭირო ადგილას საჭირო დროს აღმოჩენა და მრავალი სხვაც :)

  3. Cheminda November 13, 2013 at 3:20 pm

    მომეწონა! სულ ამას არ ვამბობ?!!!! :))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,934 other followers

%d bloggers like this: