Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ გამოვიწეროთ aliexpress.com – დან

გამოწერა aliexpress.com-დანვასრულებ ჩემი ერთგული მკითხველის თხოვნას და ამ პოსტში განვიხილავ საიტ aliexpress.com -იდან ნივთის გამოწერის პროცედურას.საიტი ჩინურია,თუმცა მორგებულია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე,არის საკმაოდ მოქნილი და გვაწვდის საკმაოდ ბევრ ინფორმაციას მასზე განთავსებულ პროდუქციაზე.გაითვალისწინეთ, რომ ის სტრუქტურით გავს amazon.com–ს,ანუ ის არ არის ერთი დიდი მაღაზია,არამედ იქ თავმოყრილია მინი ‘მაღაზიები’ კერძო მიმწოდებლით.ამიტომ საქმეს ვიჭერთ კერძო პირთან,რომელიც ,თავის მხრივ ვალდებულია დროულად გამოგვიგზავნოს ის ნოვთი, რომელშიც ფულს ვიხდით.

მინდა, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად აგიხსათ,თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი პოსტები სხვაც მაქვს დაწერილი და იმათაც გადახედეთ,რათა ყველაფერში გაერკვეთ.აგერ განყოფილება Shopping ,მაგრამ თუ მაინც ვერ გაართმევთ გამოწერას თავს, მაშინ აქ –> გამოწერა უცხოური საიტებიდან   –> დამიკავშირდით და დაბალი ტარიფით მიიღეთ მომსახურება,გამოგიწერთ და მოგართმევთ შეკვეთას  :)

წინასწარ მინდა გითხრათ, რომ არ გავცემ პასუხს იმ კითხვას,რომელზეც ახსნა ამ სტატიაშია.ბევრი არც კითხულობს ხოლმე სტატიას,რომელშიც ამდენი დრო და ენერგიაა ჩადებული, ეზარება… სამაგიეროდ არ ეზარება კომენტარის დაწერა იგივე საკითხზე,რაც უკვე ახსნილია სტატიაში… ასე რომ, მოდით ჩემს შრომას პატივი ეცით (ბოლოს და ბოლოს ამაში მე ფულს არავინ მიხდის! :) )

მაშ ასე…

პირველ რიგში რეგისტრირდებით სასურველ გადამზიდ კომპანიაში.

მეორე რიგში რეგისტრირდებით საიტ aliexpres.com–ზე

შემდეგ უკვე ვირჩევთ სასურველ ნივთს,მაგალითად ,როგორც აქ არის კაბა და გადავდივართ შესაბამის ლინკზე.

გამოწერა aliexpress.com-დან

აქ, როგორც ხედავთ,უშუალოდ ამ პროდუქტის გვერდზე ვართ და აი რა უნდა გაითვალისწინოთ.

  1. მაჩვენებელი,რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ მიმწოდებელი სანდოა,ამას ადასტურებს ვარსკვლავების რაოდენობა,მომხმარებლების პოზიტიური გამოხმაურება (92.9%-ო),ასევე წერია, თუ  რამდენმა შეიძინა უკვე ეს ნოვთი ( 32 orders).
  2. აქ ლინკია,რომელსაც გადავყევართ უშუალოდ ამ მომწოდებლის ‘მაღაზიაში’ (ამაზე კიდევ ვისაუბრებთ),და დაბლა უნდა ქონდეს მინიჭებული ‘მედლები’ ან ‘ბრილიანტები’ ,ეწეროს პროცენტული მაჩვენებელი, თუ რამდენი მომხმარებელია კმაყოფილი ამ მიმწოდებლის მომსახურებით..თუ ეს ინფორმაცია არ არის,დიდი შანსია,რომ წააწყდით თაღლითს,რომელიც  არ გამოგიგზავნით შეკვეთილ პროდუქტს,თუმცა თანხას ალბათ დააბრუნებს…
  3. კარგია,თუ ისარგებლებთ უფასო მიტანით.

ჩამოყევით დაბლა გვერდს და დაგხვდებათ ასეთი ინფორმაცია,რაც მნიშვნელოვანია :

გამოწერა aliexpress.com-დან

  1. Material — თუ სხვა მასალა წერია,რაც სურათზეა,არ გაგიკვირდეთ,უბრალოდ არასწორად არის შერჩეული ისტყვა.
  2. აქ მოცემულია ზომები.წინასწარ აიღეთ თქვნი ზომები და ჩამოწერეთ, რომ მერე შესაბამისი კატეგორია აარჩიოთ.ზოგჯერ მოცემულია ხოლმე უშუალოდ პროდუქტის ზომები.

გვერდის დაბლა არის ეს მონაცამაები— მომხმარებლის გამოხმაურება:

გამოწერა aliexpress.com-დან

მე,მაგალითად,არ მეზარება როდესაც ხელზე მივიღებ ამანათს,ჩემი აზრი დავწერო მის შესახებ,კარგი იყო თუ ცუდი, ნამდვილად ის ფერი და ფაქტურ ან ხარისხი იყო,რაც ნაჩვენები იყო,თუ არა,ასევე ანიჭებთ ვვარსკვლავებს.ასე რომ ეს მონაკვეთი მნიშვნლოვანია.

ეხლა,მოდით დავუბრუნდეთ ისევ ამ სურათს:

გამოწერა aliexpress.com-დანაი აქ,პუნქტ 2-ზე ,როგორც მანამდე ავღნიშნე მიმწოდებლის მაღაზიის ლინკია,ხოდა რომ დაწკაპებთ ერთ-ერთი მსგავსი გვარდი გაიხსნება:

გამოწერა aliexpress.com-დანმარცხენა მხარეს ჩამოთვლილი ლინკებიდან შეგიძლიათრ აარჩიოთ სასურველი საქონელი და მერე გამოწერისას,ამ ერთი მიმწოდებლისგან მარტივად გამოიწერთ ყველაფერს ერთად.

სურათზე მონიშნული ღილაკის დაჭერით კი თქვენ ამ მიმწოდებელს ფავორიტებში ამატებთ.მაგალითად,თუ მოგეწონათ მისი კოლექცია,სანდო თუა და კარგ ფასებშია,დაამატეთ და შემდგომშიც მარტივად,თქვენი გვერდიდან ნახავთ:

გამოწერა aliexpress.com-დან

ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მიმწოდებელს ბიჟუტერია დაბალ ფასში აქვს, მაგრამ აქვს პირობა,რომ რაღაც კონკრეტული თანხისა შეიძინოთ მისგან,რომ მას უღირდეს მისი გამოგზავნა.ამ შემთხვევაში მინიშნება თვითონ პროდუქტის დასახელებაშიცაა,როგორც ეს დაბლა დადებულ სურათზეა:

გამოწერა aliexpress.com-დანაქ, მაგალითად მინიმუმ $10 უნდა შეიძინოთ ამ მაღაზიიდან.ეს ინფორმაცია იმ პროდუქტის გვერდზეც დწვრილებით წერია ხოლმე:

გამოწერა aliexpress.com-დან

ამგვარი პირობა რომ დავაკმაყოფილოთ,ამისათვის,როგორც ზევით დავწერე,მაღაზიის ლინკზე შეხვალთ და იქიდან აირჩევთ რაც გინდათ.

გამოწერა aliexpress.com-დანშემდგომში, კალათში დამატებისასაც გამოჩნდება ეს წარწერა,აი,როგორც ზევითა სურათზეა  და არაფერი აგერევათ :)

ეხლა დავუბრუნდეთ უშუალოდ ამორჩეული ნოვთის ყიდვის პროცედურას:

გამოწერა aliexpress.com-დან

1. აუცილებლად მონშნეთ ფერი (ფერთან რომ მიიყვანთ კურსოს,ინგლისურადაც ეწერება ხოლმე,რა ფერია,ზოგჯერ არ ემთხვევა ნაჩვენები კვადრატების ფერი),ზომა და შეგიძლიათ ჩაასწოროთ რაოდენობა.

2. თუ მარტო ამ ერთი რამის გამოწერა გინდათ,მაშინ აჭერთ Buy Now-ს ,მაგრამ თუ უბრალოდ კალათში აგდებთ, მაშინ  Add to Cart -ს.

ამ სურათზე როგორ ჩანს, უკვე ხვდებით თქვენს კალათში:

გამოწერა aliexpress.com-დანგადაამოწმეთ:

1. რომ სწორედ გაქვთ არჩეული,ფერი და ზომა.

2. აირჩიეთ ქვეყანა,სადაც გამოგიგზავნიან შეკვეთას.თუ გადამზიდი კომპანიით გინდათ ისარგებლოთ, მაშინ United States–აირჩიეთ, ან თუ გინდათ, რომ პირდაპირ საქართველოში ჩამოგივიდეთ ადგილობრივი ფოსტის მეშვეობით, მაშინ ,შესაბამისად,ჩამოშალეთ და იპოვეთ ველი Georgia.მე ამასაც ვიყენებ ხოლმე.მისამართში რეალური მისამართი მიუთითეთ,დააზუსტეთ ადგილობრივი ფოსტის კოდი და ის მიუთითეთ კოდში და როდესაც ჩამოვა,ფოსტიდან დაგირეკავენ და მიაკითხავთ.

3. დააჭირეთ ამ ღილაკს.

გაიხსნება გვერდი, სადაც მისამართი უნდა შეიყვანოთ,მაგრამ ეს მხოლოდ პირველ გამოწერაზე იქნება შესავსები,შემდეგში დამახსოვრებული იქნება.მისამართის ველებში შეგყავთ თქვენი(თუ საქართველოში გინდათ,რომ გამოგიზავნონ) ან გადამზიდი კომპანიის შემოთავაზებული თქვენი მისამართი.

აჭერთ გაგრძელებას და გადადიხართ აქ:

გამოწერა aliexpress.com-დან

1. უკვე წერია თქვენი მისამართი(რომელიც,საჭიროების შემთხვევაში,შეგიძლიათ შეცვალოთ)

2.მითითებულია,რომ უფასო მიტანიოს სერვისია და ისიც წერია,თუ რამდენ ხანში დამუშავდება შეკვეთა ,ანუ გაიგზავნება მისამართზე(Processing time:5 days —ანუ გამოწერის მომენტიდან მიმწოდებელმა  5 დღის ვადაში უნდა გაგზავნოს შეკვეთა მისამართზე) და რამდენი ხანი დაჭირდება ამანათს ,სანამ მოვა თქვენამდე (Delivery Time: 15-55 days — ანუ მიტანის დრო 15-55 დღეო. ზოგადად კი ჩინეთიდან 3-4 კვირა სჭირდება აქ ჩამოსვლას)

3. აწკაპებთ სტაფილოსფერ ღილაკს , Place Order-ს.

ეხლა კი ვიხდით საფასურს:

გამოწერა aliexpress.com-დან

  1. როგორც კი აირჩევთ ანგარიშსწორების წესს,მაგალითად VISA-ს გამოჩნდება მარჯვენა მხარეს განთავსებული შესავსები ველები;
  2. ჩაწერეთ სახელი და გვარი ინგლისური ასოებით,ისე, როგორც ეს ბარათზე გიწერიათ;
  3. ბარათის კოდი;
  4. ვადის გასვლის თარიღი;
  5. ბარათის უკანა მხარეს მიწერილი ბოლო სამი ციფრი;
  6. და დაწკაპეთ შეკვეთის გადახდის ღილაკს;

გამოჩნდება ასეთი რამ:

გამოწერა aliexpress.com-დან

  1.  შეკვეთა გადახდილიაო,ამავდროულად ბანკიდან მესიჯად უნდა მოგივიდეთ შეტყობინება(თუ SMS ბანკი გააქტიურებული გაქვთ)
  2.  კოდევ ერთხელ წერია,თუ რამდენი დღე ეძლევა მიმწოდებელს,სანამ შეკვეთას გაგზავნის მისამათზე. ამ დღეთა რაოდენობას თუ გადააცილებს,მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მიმწოდებელს და პრეტენზია გამოთქვათ .

შემდეგ ეს შეკვეთა შეგიძლიათ ნახოთ და მისი სტატუსი ამოწმოთ ხოლმე თქვენს პირად გვერდზე,როგორც ეს ნაჩვენებია დაბლა დადებულ სურათზე:

გამოწერა aliexpress.com-დან

ეხლა შეძენილი ნივთი ვნახოთ:

გამოწერა aliexpress.com-დან

  1.  ხედავთ,რომ თქვენს გამოწერილ ნივთს მიენიჭა ნომერი,მაგრამ ეს არ არის თრექინგ კოდი! ეს საიდენტიფიკაციიო ნომერია;
  2. Detail განყოფილებაში ყველა საჭირო ინფორმაციას ნახავთ;
  3. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, აქ დააწკაპეთ და მიწერთ მიმწოდებელს.

როგორც კი შეკვეთა გაიგზავნება, დეტალების განყოფილებაში გამოჩნდება თრექინგ კოდი,როგორც ეს დაბლა სურათზეა მონიშნული:

გამოწერა aliexpress.com-დან

როდესაც მიმწოდებლის გაგზავნილი ამანათი მივა მისამართამდე(ან უშუალოდ თქვენს ფოსტამდე ან გადამზიდი კომპანიის ოფისამდე) გაჩნდება ეს ღილაკი:

გამოწერა aliexpress.com-დანდააეწკაპებთ მასზე, მონიშნავთ ნივთს და დაეთანხმებით.

შუალედებში გადამზიდი კომპანიიდანაც და თვითონ მიმწოდებლისგანაც რამდენიმე მეილს მიიღებთ.

როდესაც ხელზე აიღებთ ამანათს,ნუ დაგეზარებათ გამოხმაურების დატოვება.შეაფასეთ ნივთი ვარსკვლავებით.დაწერეთ რამდენად კმაყოფილი ხართ შენაძენით,რამდენად შეესაბამება ნივთი საიტზე განთავსებულ სურათს და აღწერას,დაიმახსოვრეთ,თქვენი გამოხმაურება სხვა მყიდველისთვისაც მნიშვნელოვანია და მიმწოდებლისთვისაც.ასე რომ — იყავით გულისხმიერი!

სულ ეს არის! იმედია,ყველაფერი გასაგებად ავხსენი!

წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!

მოწონების შემთხვევაში  გაიზიარეთ სოც.ქსელებში  ^_^

About these ads

83 responses to “როგორ გამოვიწეროთ aliexpress.com – დან

  1. nanuka December 1, 2013 at 3:02 pm

    ვაიმეეე,ქეთუსიიიი,რა მაგარი ხარ.
    აი აი ძალიან დიდი მადლობა,რომ მაინც დაწერე ეს პოსტი
    არიქა,ჩავუჯექი!!!

  2. annaannefrank December 4, 2013 at 5:55 pm

    kargi poetia ketusi. namdvilad damexmareba . :*

  3. Fatima December 4, 2013 at 9:25 pm

    gamarjoba:) daregistrirebuli var chemi misamartit ,saxelit da gvarit da tu shemidzlia megobris baratit gadaxda ?

  4. ani December 7, 2013 at 8:00 pm

    Country Code – City Code – Tel Number shegidzlia mitxra aq ra unda chavwero?

  5. თამრი December 15, 2013 at 3:44 pm

    ქეთუსი ლარის ანგარიშიდან თვითონ მოხსნის დოლარს თუ დოლარი უნდა ჩავრიცხო?
    ჰო და მობილურის ნომრის ველი ცარიელი დავტოვე და მოხდება რამე? :))

  6. sop December 16, 2013 at 10:04 pm

    მიყვარს ეს საიტი სულ აქედან ვიწერ მაგრამ აი უკვე თითქმის ორი თვეა საათის ჩამოსვლას ველოდები, ალბათ აღარც ჩამოვა მაჰრამ იმედს არ ვკარგავ

  7. mari December 21, 2013 at 1:02 am

    Ici ra mainteresebs gadamzidi jobia mivutito?tu saqsrtvelos postit jobia? Rame gansxvaveba aris?

    • ketusi.com December 21, 2013 at 1:37 am

      ამასწინათ საქართველოს ფოსტით უფრო სწრაფად ცამოვიდა,მაგრამ სანდოობის მხრივ გადამზიდი 100%-იანია,თან აკონტროლებ სად იმყოფება ამანათი….მაგრამ ჩემთვის მე პირდაპირ საქართველოზე ვიწერ

  8. ვალერი December 27, 2013 at 9:21 pm

    დავრეგისტრირდი aliexpress-ზე და მინდა რომ გამოვიწერო პირდაპირ საქართველოში, შუამავალი კომპანიების გარეშე იქნება გამარკვიო როგორ ხდება მისამართში ჩავწერო ის მისამართი სადაც ვცხოვრობ თუ საქართველოს ფოსტის მისამართი უნდა ჩავწერო გეცოდინება შენ

    • ketusi.com December 27, 2013 at 11:36 pm

      ხომ მიწერია პოსტში რაც უნდა ჩაწერო,ეტყობა არ წაგიკითხავს ეს მონაკვეთი :მისამართში რეალური მისამართი მიუთითეთ,დააზუსტეთ ადგილობრივი ფოსტის კოდი და ის მიუთითეთ კოდში

  9. iuristi1 January 18, 2014 at 12:59 am

    და ფოსტით ჩამოტანა რა ჯდება?

  10. თაკო January 18, 2014 at 1:42 am

    Ketus erti ragaca mainteresebs qutaissis fostis kodi mititebuli maqvs da chamova postashi da ramdeni jdeba fostit es ver gavige ik tb mashtabit gewera))

    • ketusi.com January 18, 2014 at 11:46 pm

      მანდაც უფასო იქნება ალბათ.თუმცა პრაქტილკა რ მაქვს და არ ვიცი.იცი,მოდი თვითონ ფოსტაში იკკითხე, ალბათ სხვაც იწერს და ზუსტად გეტყვიან

  11. salo February 10, 2014 at 4:42 pm

    realuri misamarti anu sadac vcxovrob mivutite da ra maineresebs qartulad anu latinuri asoebit magram qartulad mivutute romeli korpusi da binaa da rame problema xo ar iqneba? fostis kodic mivutite

    • ketusi.com February 10, 2014 at 8:23 pm

      უი,ეგ ნამდვილად არ ვიცი…ეგებ სულ არც იყოს პრობლემა….ყოველ შემთხვევაში ვერაფერს შეცვლი ეხლა…საერთოდ ამანათები არასწოპრი მისამართით უკან ბრუნდება ხოლმე,მაგრამ მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა

  12. Nini February 17, 2014 at 5:01 pm

    Icit ra mainteresbs am saitidan gamovitsere ramodenime nivti da exla ramodenime matgans akvs es gilaki confirm order received da mainteresebs exlave davetanxmo tu davelodo sanam sxva nivtebzec es gilaki gachndeba

    • ketusi.com February 18, 2014 at 10:42 pm

      თუკი მიიღეთ თქვენ ან მივიდა გადამზიდ კომპანიაში, მაშინ დაადასტურეთ მიღება.

  13. nino February 19, 2014 at 9:27 pm

    მაინტერესებს ფეხსაცმლის გამოწერის შემთხვევაში ზომა როგორ მივუთითო. ზოგ გამყიდველს უწერია რომ ევროპული 38 ნომერი შეესაბამება ამერიკულ 6.5, ზოგს 7 და ზოგსაც 7.5. თუ შეიძლება თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ თორემ ამ ზომების გადამყვანმა ცოტა დამაბნია. მადლობთ წინასწარ.

    • ketusi.com February 19, 2014 at 11:35 pm

      რომ იცოდეთ ეგ ყველაზე რთულოი საქმეა…ყველა მიმწოდებელს ზომების გრაფა აქვს და აუცილებლად იმას უნდა დააკვირდეთ,ზოგჯერ სანტიმეტრებიც წერია ხოლმე და გაიზომეთ ფეხი და შეადარეთ.ზოგადად ევროპულ 38-ს ამერიკული 7 შეესაბამება ხოლმე,მაგრამ მაინც მითითებული გრაფით იხელმძღვანელეთ

  14. lala February 20, 2014 at 5:31 am

    usa2georgiaze chavricxe tanxa da akedan rogor gadavricxo online magaziashi? aliexpresit viwer nivtebs.

    • ketusi.com February 20, 2014 at 2:18 pm

      მასე არ კეთდება.თანხა ბარათზე უნდა ჩარიცხო და არა გადამზიდზე.ეს პოსტი წაიკიდა წერია როგორც უნდა გამოიწერო :)

  15. iuristi1 February 20, 2014 at 5:16 pm

    damexmaret raa)) gamoviwere nivti gadamzidis gareshe anu fostit rom chamovides da sad unda vnaxo rodis chamova, an ar shemidzlia gavigo axla sad aris? an rom chamova damirekaven fostidan? rogor xdeba es procesi((( help

    • ketusi.com February 21, 2014 at 1:55 pm

      თქვენ კითხვაზე პასუხი პოსტშია გაცემული,ჯობდა წაგეკითხათ სანამ პირდაპირ კითხვას დასვამდით

      ვერ გაიგებთ სად არის.რომ ჩამოვა დაგირეკავენ

  16. stella February 21, 2014 at 1:49 pm

    ქეთი გამარჯობა ერთი პრობლემა გამომიჩნდა, ანუ ნოემბრის ბოლოს შევუკვეთე ამ საიტიდან 3 კურტკა, 2 მომივიდა და მესამე არა, ანუ თრეკინგ ნომერი რომელიც მომწერეს არასწორი არის, ამ ნომრით ამანათი მიიღო სხვა ქალმა სულ სხვა მისამართზე, როცა მივწერე გამყიდველს, თქვა რომ გაგზავნილი აქვსო და მეტი არ მპასუხობს ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო?

    • ketusi.com February 21, 2014 at 1:56 pm

      გამარჯობა.მაშინ საიტის ადმინისტრაციას უნდა მიწეროთ ამის ტაობაზე,სხვა გზა არ არის

  17. gio February 27, 2014 at 7:42 pm

    aperisti xar shen vigac xar,tu wera kitxva gezareva moshordi aqedan :D :D

  18. sturr15 February 27, 2014 at 11:12 pm

    გამარჯობა,ფოსტით მინდა გამოვიწერო გადამზიდი კომპანიის გარეშე და Zip/Postal Code: აქ მხოლოდ ადქილობრივი ფოსტის კოდი უნდა ჩავწერო თუ მისამართიც?

  19. nina (@TazoLuka) March 9, 2014 at 10:40 pm

    ქეთი გამარჯობა, მადლობა პოსტისთვის, გამოვიწერე ნივთები კვირა არ გასულა aliexpress–დან, აწერია confirm order received, ამ ღილაკს დავაწკაპო უკვე თუ დაველოდო სანამ ნივთს პირადად მივიგებ? (მითთებულ სახლის მისამართზე?) შენი რჩევა მჭირდება რადგან მითხრეს ამ ღილაკს თუ არ დავაწკაპებ ისე ნივთებს ვერ მივიღებ, წინასწარ მადლობა:)))

    • ketusi.com March 10, 2014 at 2:09 pm

      უნდა დაელოდო ,სანამ მისამართამდე მიიტანენ…… ის,რაც გითხრეს სრული სისულელეა. პირიქით,ამ ღილაკს წინასწარ არ უნდა დაწკაპო,სანამ ზუსტად არ იცი,როპმ ან გადამზიდში მივიდა ან საქართველოს ფოსტიდან ხელზე აიღე :)

  20. Beka March 10, 2014 at 9:28 pm

    რა მაინტერესებს aliexpress- დან გამოვწერე ნივთი, საიტზე აწერია finished, მეილზე მომივიდა ესეთი მესიჯი This is an e-mail notification to inform you that your order .61095148893140 has been shipped by the seller on 2014.03.02 00:33. You are advised to contact the seller for shipment information. მაგრამ usa2georgiaze ჩემი ამანატი არარის და რა ხდება გამარკვიეთ რა

    • ketusi.com March 10, 2014 at 9:37 pm

      თვითონ იმ მომწოდებელს უნდა მიწეროთ ალიქესპრესიდან.ანუ სადაც ეს ნივთია ორდერებში ,იქ არის საკონტაქტო,სადაც მესიჯჯი შეგიძლია გაუგზავნო და იქ მიწერე პრეტენზია

  21. nana March 18, 2014 at 9:27 pm

    იცით რა მაინტერესებს… ანუ გამოვიწერე ნივტი და არ მახსოვს ზუსტად მივუთითე თუ არა “United States” , მისამარტი United States_ისაა და სად მომივა ხომ ვერ მეტყვით? ხო არ დამეკარგება ნივთი?

    • ketusi.com March 18, 2014 at 9:58 pm

      წესით ამერიკის მისამართზე მივა.მაგის ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, შედით ორდერებში და დეტალები ნახეთ

  22. marikuna March 22, 2014 at 1:24 pm

    gamarjobat, icit ra mainteresebs fostit minda gamowera da am monacemebshi ra unda sheviyvano? Country Code – City Code – Tel Number

    • ketusi.com March 22, 2014 at 3:56 pm

      ქვეყანა Georgia მიუთითეთ და საფოსტო კოდი კი ახლომდებარე ფოსტის კოდი ცაწერე,ან მისამართს რომ ჩაწერ ისედაც ადგილობრივ ფოსტაში მოვა და დაგირეკავენ,რომ მიაკითხო.

  23. ani March 24, 2014 at 5:33 pm

    rodesac nivtis gamoweras micem da shemdeg my ordershi detalebshi shexval iq shipentze roa anu ukve igzavneba /?

  24. ani March 25, 2014 at 12:32 pm

    დიდი მადლობა ^_^

  25. katie March 27, 2014 at 12:23 pm

    მითხარი რა ქეთი მისამართი როგორ უნდა შევავსო სწორად? ქალაქზე ინგლისურად უნდა მივუთითო? Zip/Postal Code:-ში რა უნდა ჩავწერო ? Country Code – City Code – Tel Number -აქ რა როგორ რა უნდა მივუთითო და Street Address: როგორი ფორმით უნდა ჩავწეროო?? მადლობა წინასწარ

    • ketusi.com March 27, 2014 at 1:16 pm

      საქართველოს მისამართზეაგზავნინებ თუ გადამზიდი კომპანიის ამერიკის მისამართზე? თუ საქართველოში აგზავნინებ : საფოსტო კოდი 0100 არის თბილისის,ასევე შეგიძლია ადგილობრივ ფოსტაში მიხვიდე და დააზუსტო კოდი და ის მიუთითო,თუ არადა მისამართი რაც გეწერება,მაინც შენს ადგილობრივ ფოსტაში მოვა და დაგირეკავენ.
      Country Code – City Code —რა არის,ეგ არ შემხვედრია.
      ტელ ნომერში საკუთარი ნომ მიუთითე.
      Street Address საცხოვრებელი მისამართი ინგლისურად

  26. katie March 27, 2014 at 8:11 pm

    mobiluri nomris zemot rom chamonatvaliaa ik eria egeni ,ikneb damizustot mand ra unda chavweroo.. quchis misamarti inglisurii simboloebiit araswori rom iyos mianc mova xoom?

  27. katie March 27, 2014 at 8:13 pm

    saqartvelos misamartze rom vagzavnineeb rame gadasaxadi emateba nivtis gadasaxads? free shippingis nivtebs ? tu iciit

    • ketusi.com March 28, 2014 at 11:55 pm

      ორივე ტელეფონნის ველში ერთიო და იგივე ნომერი ცაწერე,საკუთარი მობ ნომერი.ქუჩის მისამართი რა თქმა უნდა ინგლისურად და რა თქმა უნდა სწორი უნდა იყოს.
      ნივთის გვერდზევეა ინფორმაცია რაიმე დმატებითი შიპინგი ექნება თუ არა.შეიძლება ამერიკაში მიტანა უფასო იყოს და ამ დროს საქართველოში გამოგზავნა ფასიანი

  28. marikuna March 28, 2014 at 6:21 pm

    gamarjoba, gamovwere nivti da es statusi ak “The supplier is processing your order” am shemtxvevashi unda davelodo xo?

    • ketusi.com March 28, 2014 at 11:56 pm

      ეს ნიშნავს,რომ მიმწოდბელი ჯერ აკომპლექტებს შეკვეთას ,მას ის ჯერ არ აქვს გამოგზავნილი.კი,უნდა დაელოდო სტატუსის შეცვლას.შემდეგი სტატუსი იქნება the seller has shipped your order–დაახლოებით

  29. katie March 30, 2014 at 7:53 pm

    წიუხზე დიდი მადლობა და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, როცა პროდუქტს free shipping აწერია და ვთქვათ ნივთს 10$ , ფოსტის საშუალებით რომ გამოვწერო ბარათიდან 10$ ჩამომაჭრის თუ კიდევ ტრანსპორტირების იქნება გადასახდელი რამე ?

  30. katie April 1, 2014 at 12:58 pm

    madloba :*

  31. eka April 2, 2014 at 10:10 pm

    gamarjoba, fostit viwer nivts da 50 dge aweria, mainteresebs zustad 50dgeshi chamova tu sheidzleba adrec chamovides?

  32. nini April 3, 2014 at 11:53 am

    გამარჯობაა ქეთუსიი..მოკლედ რა მინდა გკითხო..) ალიექსპრესიდან ნივთების გამოწერა მინდა გადამზიდით,კერძოდ usa2georgia -თი.ამერიკის მისამართი როგორ უნდა მივუთითო, იქ განსხვავებილიშესავსები ველებია შესავსები ((..united states ვუთითებ რათქმაუნდა მაგრამ გადამზიდის მიერ მონიჭებული მისამართი განსხვავებულია იქ მითითებული ველებისგან.. თუ შეგილია დამეხმარეე )

    • ketusi.com April 6, 2014 at 9:13 pm

      არაფერი განსხვავებული არაა,მისამართ1-ში მიუთითე მისამართი,მისამართ2-ში კი ოთახის ნომერი

  33. pipo April 3, 2014 at 4:14 pm

    როგორ შეიძლება ქართული გადამზიდავების ჩაწერა?

    • ketusi.com April 6, 2014 at 9:13 pm

      ჯერ გადამზიდ კომპანიაში უნდა დარეგისტრირდე და მერე მათი მოცემული მისამართი მიუთითო მაღაზიაში

  34. soso April 7, 2014 at 11:48 am

    ketusi. misamartshi mivutite fostis misamarti, chemi ara , chemi nomeri mivutite da rame problema xom ar iqneba?

  35. soso April 7, 2014 at 11:49 am

    Contact Name :soso
    Address:vazisubnis dasaxleba me-8 korpusi

    tbilisi, 0152, Georgia
    Zip Code:0152
    Mobile:598915414
    Tel:995-995-598915414

    ai ase :S ar vicodi ra chamewera

    • ketusi.com April 7, 2014 at 1:21 pm

      არ მგონია პრობლემა იყოს,თუმცა მისამართს თუ ინგლისურად წერ სწორედ უნდა დაწერო :))) მგონი ასეა: vazisubani district block 8

  36. katie April 7, 2014 at 6:49 pm

    გამარჯობა გამოწერა მინდა რაღაცის china post air mail ზე ძვირია შიპინგი და swiss post იდან რომ გამოვიწერო და ქვეყანა საქართველო მივუთითო ჩამოვა თუ იციიით??

  37. SopHia! April 10, 2014 at 1:19 am

    ფულში და დროში განსხვავება არის? გადამზიდი კომპანიის მეშვეობით გამოვიწერ თუ თბილისსში ჩამოვა პირდაპირ?

    • ketusi.com April 10, 2014 at 5:19 pm

      ფულთან დაკავშირებით—აწერს რა ჯდება ჩამოტანა.
      დროში განსხვავებას ვერ გაიგებ ზუსტად,თუმცა არ დაუგვიანია ჩვენს ფოსტას

  38. sopo April 12, 2014 at 7:52 pm

    gamarjoba, mitxres express carditac xdeba gamotserao da martalia ? -_-

  39. eka April 13, 2014 at 11:12 am

    ik ro weria nivti 50 dgeshi chamovao sheidzleba adre chamovides xo fostit?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,934 other followers

%d bloggers like this: