Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ვინ დამაზღვევს?

GPI ჰოლდინგიადამიანებს გვიყვარს კომფორტი და როგორც მინიმუმი ვაკეთებთ ყველაფერს,რომ ის არ მოგვაკლდეს.ვუფრთხილდებით ჩვენს თავსაც და ყველაფერს,რაც გარშემო გვახვევია.კომფორტზე ზრუნვა კი ადამიანმა ძალინ დიდი ხნის წინ დაიწყო.მოგეხსენებათ,ადამიანი ყველაზე მეტად საკუთარ შრომას აფასებს და ამიტომ უფრთხილდება კიდეც საკუთარი სისხლით და ოფლით მოპოვებულ კეთილდღეობას.როდესაც ადამიანმა დაიწყო ფიქრი იმაზე,თუ როგორ გაფრთხილებოდა და დაეცვა თავისი ქონება,მაშინ მოუვიდა აზრად მისი დაზღვევაც….

დაზღვევის იდეა ხომ იმას ეყრდნობა,რომ სადაზღვევო კომპანია,ხელშეკრულების საფუძველზე,თავისთავზე იღებს პასუხისმგებლობას,ზარალის დადგომის შემთხვევაში მომხმარებელი დააბრუნოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ის ზარალამდე იმყოფებოდა…  საკმაოდ ხელსაყრელია,არა?!

დღეისთვის ცნობილი ფაქტია,რომ  პირველი სადაზღვევო ხელშეკრულება 1347 წელს გენუაში გაფორმდა… ალბათ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ოდესმე ვინმეს ქონების , ბიზნესის ან ჯანმრთელობის გარდა ადამიანი კიდევ რაიმე სხვას დააზღვევდა! წარმომიდგენია,როგორ გაუკვირდებოდა მეთოთხმეტე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს,თუ გაიგებდა, რომ ვიღაც დოლი პარტონმა მკერდი დაიზღვიაო,თანაც რა ფასად!—ცალი ძუძუ $300.000-ად! :)))

დიახ,ადმიანები კაი ხანია არ შემოიფარგლებიან უბრალოდ ჯანმრთელობის ან ქონების დაზღვევით…არანაკლები ინტენსიობით აზღვევენ კბილებს,როგორც ეს ამერიკა ფერერამ გააკეთა $10 მილიონად,ანდაც ტომ ჯოუნსმა,რომელმაც გულმკერდის ‘ბანჯგვლები’ დააზღვია $7 მილიონად.თქვენ იცინეთ და მათ,როგორც ჩანს,სულ არ ეცინებოდათ!

ცხოვრება წინ მიდის,კაცობრიობა ვითარდება(აგერ,უკვე კოსმოსშიც დავფრინავთ),მაგრამ იგივე პრობლემები გვაწუხებს,რაც ადრე,ამიტომ ‘დაზღვევა’ არასდროს კარგავს აქტუალობას…. მუდმივად სტაბილურობის ძიებაში ვართ…გვინდა გარანტიები,ყველაფერში! მაგრამ განა მართლა ყველაფრის დაზღვევა შეგვიძლია?

ჩვენთან ამბობენ ‘ცხოვრება რთულია,არფისგან ხარ დაზღვეული”…თუ დავუკვირდებით,ეს მართლაც ასეა.

უამრავი ცხოვრებისეული სიტუაციაა,რომლისგანაც ვერანაირი სადაზღვევო კომპანია ვერ დაგვაზღვევს!

მისტერ რექსიაი,მაგალითად მე ჩემს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და ამიტომ ჯი პი აი -შიც მაქვს დაზღვეული,მაგრამ კომპანიის აგენტი კართან არ ჩამისაფრდება და უკან არ შემაბრუნებს სიტყვებით:”მიდი ეხლა კაშნე გაიკეთე და ქუდი დაიფარე,გარეთ ცივა”….. ხელში არავინ ჩამარტყამს და მეტყვის “არ არის სასარგებლო—ნუ შეჭამ”…ანუ ვერავინ დამაზღვევს გრიპისა და გასტრიტისგან!—მე უბრალოდ მიმკურნალებენ!

მაგალითად,ჯი პი აი -ში რომ დავაზღვიო ბინა,მას რაც არ უნდა დაემართოს,ჰოლდინგი ამინაზღაურებს.მეტიც,შეიძლება თავად  მისტერ რექსი მოვიდეს და მან გამიკრას შპალიერი….მაგრამ,სამწუხაროდ,ის ვერ დამაზღვევს ცუდი,ჭორიკანა და ინტრიგანი მეზობლების არსებობისგან!

ვიცი,რომ მანქანა რახან ჯი პი აი -ში მყავს დაზღვეული,არაფრის უნდა მეშინოდეს! თუ რამე პრობლემა წარმოიშვა  მისტერ რექსი მაშინვე მომიგვარებს ყველანაირ პრობლემას,მაგრამ ის ვერ დამაზღვევს უაზრო და შეურაცმყოფელი სიტყვებისგან,რომლებსაც ასე ‘გულუხვად’ არიგებენ მამაკაცები,როდესაც ცოტა მეტ ხანს უნდები მანქანის დაყენებას ან საცობში გაიჭედები და ვერსად მიდიხარ…აქაოდა ქალი საჭესთანო?!

არცერთი სადაზღვევო კომპანია არ დაგაზღვევთ სისულელის ჩადენისგან….

ვერავინ დააზღვევს ადამიანს მოსაწყენი ცხოვრებისგან!

ვინ დააზღვევს ძაღლს ცუდი პატრონისგან?

ვინ დააზღვევს ბავშვს ცუდი მშობლისგან?

ვინ დამაზღვევს ღალატისგან?

არც არავინ!

მაგრამ რას ვიზამთ?

ეს ცხოვრებაა და მას თავად უნდა მივხედოთ

აი დანარჩენი ყველაფრისთვის კი

დაზღვევა გვყავს!

მისტერ რექსი

პოსტი იღებს მონაწილეობას ჯი პი აი  ჰოლდინგის კონკურსში!

About these ads

6 responses to “ვინ დამაზღვევს?

  1. ლიზიკუნა December 14, 2013 at 12:04 pm

    სუპერ)) ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა, საინტერესოა

  2. annaannefrank December 17, 2013 at 1:32 pm

    ძალიან კარგია , მომეწონა ^_^

  3. Mallorie December 24, 2013 at 7:41 pm

    ქეთუსი, წარმატებები!! პოსტი საინტერესოა და შემეცნებითი. მე ძალიან მომეწონა!!!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,933 other followers

%d bloggers like this: