Blog Archives
კრეატიული ფეხსაცმელი,რომელსაც სიამოვნებით ვატარებდი!
ჩვენი საუკუნე უკიდეგანო გასაქანს აძლევს დიზაინერებს,რომ საკუთარი ჩანაფიქრებს,რაც არ უნდა უჩვეულო იყოს,ხორცი შეასხან(ზოგჯერ პირდაპირი გაგებითაც კი
)! უცნაურ და უჩვეულო დიზაინერული ‘გამოგონებები’ ხშირად ისეთ მოწონებას იმსახურებს და იმდენად მკვიდრდება,რომ დროთა განმავლობაში ‘უჩვეულობის’ სტატუსს კარგავს და ‘ჩვეულებრივი’ ხდება.ასე იყო თავის დროზე წვრილქუსლიანი ფხსაცმლის ,’გალიფე’ შარვალის,შლაქსების და მრავალ სხვა შემთხვევაში.სულ თავიდან ამგვარ სამოსს ან ფეხსაცმელს მხოლოდ ექსტრავაგანტული ადამიანები იყენებდნენ,სხვების აზრი კი იყო:”ეს როგორ უნდ ჩაიცვა?” ან “მე ამას არასდროს ჩავიცვამ!” მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა—-ჯერ თვალი მიეჩვია,მერე კი ცხოვრებაშიც ‘შემოიპარა’ .
დაბლა წარმოდგენილი ფეხსაცმელი კრეატიულის კატეგორიას მიეკუთვნება,თუმცა ზოგიერთი მათგანი დამკვიდრებასაც იწყებს.პირადად მე დიდი სიამოვნებით ვატარებდი თითოეულ მათგანს(ერთი-ორის გამოკლებით)
უცნაური,უცნაური ფეხსაცმელი :)
დრევანდელ მოდურ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ვივხვდებით,რომ ქალის ფეხსაცმელი საჭიროება კი არა,აქსესუარი გახდა და ფუფუნების საგანიც კი.არ მეგულება არც ერთი მოდის მიმდევარი ქალბატონი,ვისაც გარდრობში ნუინიმუმ 5 წყვილი ფეხსაცმელი არ ქონდეს.დღევანდელი ტენდენციით მარტო ისიც არ კმარა, რომ უბრალოდ ლამაზი,მოდური დიზაინერული ფხსაცმელი გეცვას,მნიშვნელოვანია იყოს გამორჩეულიც!’კუწურიეებიც’ რას აღარ იგონებენ,რომ მოდელი უჩვეულო იყოს,ზოგჯერ ამ უჩვეულობას სილამაზეც კი ეწირება! დიახ,უჩვეულო და გამორჩეული ზოგჯერ ლამაზს სულაც არ ნიშნავს!
რამოდენიმე ხანია დავიწყე უჩვეულო სტილის ფეხსაცმელის ფოტოების შეგროვება და ეხლა თქვენც გაგიზიარებთ
რამოდენიმე მამაკაცის ფეხსაცმელიც ‘გავურიე’
ვიწყებ ფეხსაცმლით,რომელიც ჩემის აზრით,სიმახინჯის პიკია!ვერ წარმომიდგენია ეს ‘ჩლიქები’ ვის უნდა მოუხდეს? ან რა კაბას უნდა მოუხდეს? ალბათ ეს მაინც დიზაინერის ხუმრობაა
2012 წლის გაზაფხულის მოდური ფერი
ერთ-ერთ ადრინდელ პოსტში,რომელიც 2011 წლის მოდურ ფერებს მივუძღვენი(რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!),უკვე ვახსენე,რომ კომპანია Pantone არის ის კომპანია,რომლის ’ხელშიც გადის’ ნიუ იორკის მოდის კვირეულის ჩვენებების ფერის შერჩევის პროცედურა.ასე რომ, შეიძლება ითქვას,რომ Pantone არის ავტორიტეტი ფერების სამყაროში.ის აგროვებს ინფორმაციას მოთხოვნად ფერებზე და ყოველწლიურად აცხადებს,თუ იმ წელს რა ფერერბი იქნება პოპულარული დიზაინერების კოლექციებში.
ზუსტად ამიტომ არის მისი ყოველწლიური ანგარიში ასეთი ყურადსაღები.
მაშ ასე,ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2012 წლის მოდურ ფერთა გამას.
2012 წლის ქურქის მოდური ტენდენციები
წლის პირველ პოსტს ვიწყებ თბილი და ფუმფულა პოსტით
დიახ,როგორც სათაურიდან და სურათებიდან ჩანს,ეს პოსტი ეხება 2012 წლის სეზონის ქურქის ტენდენციებს,უფრო კონკრეტულად კი ქურქის მასალა და ფერზე ვისაუბრებ.
სეზონის ლოზუნგია–გაუმარჯოს ნატურალურ ბეწვს!
- ფერი და ფაქტურა
ბეწვის სიგრძეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,თუმცა პრიორიტეტი მიანიჭეთ გრძელ ბეწვს განივი გაკრეჭვით.
ინოვაციური ტრენდი — ტუჩების დროებითი ტატუირება
ტატუირებამ მთელი სხეული ’აითვისა” და უკვე აღარც გვიკვირს არაფერი,ვითომდა რაღა უნდა მოიფიქრონო.თუმცა ადამიანის გონება არ ისვენებს და კრეატიულობას ამ სფეროშიც ამჟღავნებს.მათთვის ვინც ვერ ბედავს მუდმივი ტატუ გაიკეთოს,არსებობს უამრავი საინტერესო დროებითი ტატუს სტიკერები.ამგვარი სტიკერები ტუჩებისთვისაც გამოიგონეს!
არ გეგონოთ,რომ რაიმე დისკომფორტს ქმნის–არა.თავისუფლად შეიძლება ჭამა,სმა და კკოცნაც კი
.
რანაირი ფერის და ფაქტურის აღარ არის ეს ტატუირებები,აქაც –ფანტაზიას არ აქვს საზღვარი!


Kitten heels -2011 წლის ფეხსაცმლის ტრენდი
2011 წლის ფეხსაცმლის ტრენდებს შორის Kitten heels-სტილის ფეხსაცმელიც არის(წინა პოსტში clog-ები იყო აღწერილი : ხის ძირიანი ქოშები კვლავ მოდაშია ) .Kitten heels–ქუსლიანი ფეხსაცმელის უშნო მამიდაშვილია
.ის არც უქუსლო ფეხსაცმელია და არც სექსუალური მაღალქუსლიანი–რაღაც შუალედურია, ’მოწკუპული’-ასე დავარქმევდი.ამგვარი ფეხსაცმლის ქუსლი 5 სანტიმეტრზე მაღალი არ არის,თან განლაგებით ცოტა უფრო შიგნით მდებარეობს,რაც ფეხისთვის უკეთ საყრდენს წარმოადგენს.ასეთი ფეხსაცმელი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან შედარებით,ქალის ფეხს სულაც არ აგრცელებს და არც ისე მიმზიდველია,მაგრამ მოხდა ისე, რომ ბევრმა დიზაინერმა ის თავის კოლექციაში გამოიყენა და წლის ტრენდადაც დაასახელა.
თქვენთვის რამდენად მოსაწონია არ ვიცი,თუმცა მე მაინცდამაინც არ მიყვარს ეს სტილი( თუმცა ორი წყვილი კი მაქვს)
რა იქნება მოდაში 2011 წელს
დიზაინერებს მეტ ნაკლებად იდეები ამოეწურათ,მთლად ახალს ვერაფერს ვეღარ ვგთავაზობენ,რაც კი რამე შეიძლება თითქოს უკვე მოგონილ-შეკერილ-ჩაცმულიაო!მაგრამ როგორც იტყვიან ”ახალი– კარგად დავიწყებული ძველია”-ო–და ხშირად ისევ წინა წლების ტრენდებს და სტილს იხსენებენ .ეხლაც, გადახედეს 70-ანი წლების მოდას და იქ იპოვეს შთაგონება!ამიტომაც 2011 წლის მოდა გვევლინება 70-იანების სტილის გამოძახილად.შეტანილია რღაც ცვლილებები ,მაგრამ სტილი შენარჩუნებულია.

აი ზოგადად ის შტრიხები,რაც უნდა შევიტანოთ ჩვენს გარდერობში:
Read the rest of this entry
















